კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში - უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია
დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში -  უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

და­ვით (დუდუ) და­დი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 21 წელი გა­ვი­და. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­დი­ა­ნის პი­რად ნივ­თებს და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. ის­ტო­რი­კო­სი წერს, რომ მისი ნივ­თე­ბი ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს გა­დას­ცა, მისი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად.

"ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა დუდუ და­დი­ა­ნი ცო­ცხა­ლი რომ არ არის! ის ჩვენს შო­რის რომ არ და­ა­ბი­ჯებს, ესეც დიდი ტკი­ვი­ლია! სა­ჯი­შე ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო! ეს დღე­ე­ბია დუდუ ხში­რად მახ­სენ­დე­ბა და ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა რომ მისი ოქ­როს­ფე­რი სახე, ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ჩვენს შო­რის არ ანა­თებს. ღმერ­თმა აცხო­ნოს დუდუ და­დი­ა­ნი იქ, სა­დაც არის! მახ­სოვს, ამ ქვეყ­ნი­დან რომ წა­ვი­და, მისი ნივ­თე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი სა­მო­სი და ბლოკ­ნო­ტიც კი შე­ვაგ­რო­ვე და ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს გა­და­ვე­ცი, ეს სიძ­ვე­ლე­სა­ცა­ვი ინა­ხავს ახლა მის ხსოვ­ნას სა­უ­კუ­ნოდ..." - წერს გი­ორ­გი კა­ლან­დია.

დუდუ და­დი­ა­ნი 2002 წლის 22 იან­ვარს სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბე­ზე მოკ­ლეს. წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი, "ვი­თას" და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი იმ­ხა­ნად კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო. დუ­დუს ბო­როტ­მოქ­მედ­მა ოთხი ტყვია ეს­რო­ლა, 3 ხელ­ში მოხ­ვდა, 1 - გულ­ში. ამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ორ­ჯერ და­ი­წყო, მაგ­რამ ახა­ლი არა­ფე­რი თქმუ­ლა, არც დუ­დუს მკვლე­ლი დას­ჯი­ლა. მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე უამ­რა­ვი ვერ­სი­აა.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლი­დან, რო­მელ­შიც მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ებ­ზე მისი ძმა ლე­ვან და­დი­ა­ნი საუბ­რობ­და:

ლე­ვან და­დი­ა­ნი:

- ათა­სი ჭორი გავ­რცელ­და: კა­ზი­ნო­ში ფული წა­ა­გოო, რა­ღაც წი­ლებს ემსხვერ­პლაო... ეს ვერ­სი­ე­ბი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სიც­რუე და ჭო­რია.

- თქვენ მიგ­ვიყ­ვა­ნეთ სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს...

- ჭო­რა­ო­ბას ვერ და­ვი­წყებ, ვერც ვერ­სი­ე­ბით და ვა­რა­უ­დე­ბით ვი­ლა­პა­რა­კებ. ჩამ­დენ­მა ერთი ცოდ­ვა ქნა, დამ­ბრა­ლე­ბელ­მა ათა­სიო. რო­გორც მკვლე­ლო­ბის პირ­ველ დღეს არა­ფე­რი იყო ნა­თე­ლი, დღე­საც ასე­ვეა.

- მას შემ­დეგ ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და. დამ­ნა­შა­ვე არ დას­ჯი­ლა... რო­გორც ამ­ბო­ბენ, საქ­მე­ში იყო მკვლე­ლის ქუდი, ია­რა­ღი და მას­რე­ბი. ასე რთუ­ლი იყო ამ საქ­მის გახ­სნა? თა­ვის დრო­ზე მა­მათ­ქვენ­მა გვი­თხრა, ამ საქ­მეს ვი­ღაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ბლო­კავ­სო.

- საქ­მე­ში ტყვი­ის მას­რე­ბი და ქუდი თუ იყო, ესეც არ ვი­ცით. ოჯა­ხის წევ­რებს პო­ლი­ცია გვაწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას... მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი კახა ბა­კუ­რა­ძე და რი­ხი­ა­ნად თქვა, - ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, ნივთმტკი­ცე­ბე­ბი გვაქვს, მოწ­მე­ე­ბი გვყავს. და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა ჩვე­ნი პრეს­ტი­ჟის საქ­მე­აო. მაგ­რამ რა? მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ხელთ აღარც ქუდი ჰქონ­და და არც არა­ფე­რი.

ვისი მო­გო­ნი­ლი იყო და რა­ტომ, ან ვინ ბლო­კავ­და ამ საქ­მეს, ჩემ­თვის უც­ნო­ბია...

- ამ­ბობ­დნენ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ზვი­ად უზ­ნა­ძე და­ა­კა­ვე­სო. ეს თუ იცო­დით?

- ეს ამ­ბა­ვი პრე­სით შე­ვი­ტყვე...

- 2010 წელს, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­გი­ბა­რეს. მარ­თლა იყო ზე­წო­ლა და რას მო­ი­თხოვ­დნენ თქვენ­გან?

- მე და მა­მა­ჩე­მი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დაგ­ვი­ბა­რეს - საქ­მე გაგ­ვახ­სნე­ვი­ნე­თო. წყალ­წა­ღე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­დნენ. მა­შინ უბ­რა­ლოდ გა­მოგ­ვკი­თხეს... გაგ­ვი­ხარ­და, საქ­მე და­იძ­რაო. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კახა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გვი­თხრა, იმე­დი გვაქვს, გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­თო. ამის შემ­დეგ გა­გი­გი­ათ რამე? მე სა­გა­ზე­თო ჭო­რე­ბის გარ­და, არა­ფე­რი მსმე­ნია. იმ მო­მენ­ტში ჩემ­ზე ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა (ზე­წო­ლა შემ­დეგ და­ი­წყო). და­კი­თხვის დროს აბ­სურ­დულ რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, იმ სუ­ლე­ლურ ვერ­სი­ებს ვერც გა­ვი­მე­ო­რებ. მათ მიერ შე­თხზუ­ლი სცე­ნა­რი ასე­თი იყო: თით­ქოს ვატო ყი­ფი­ან­მა მოკ­ლა კახი ასა­თი­ა­ნი, რად­გან კა­ხიმ თა­ვის დრო­ზე შვი­ლის, მაკა ასა­თი­ა­ნის გამო იძია შური და მო­აკ­ვლე­ვი­ნა დუდუ... ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, ლა­პა­რა­კი არც მინ­და. სა­ნამ და­მი­ჭერ­დნენ, მა­ნამ­დე პრე­სით გავ­რცელ­და ეს სუ­ლე­ლუ­რი ვერ­სია... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
7

 ბიძინა ივანიშვილმა და ქოცებმა გააპატრიოსნა ასათიანები.

.
18

მთელი თბილისი საუბრობდა მაშინ მაკა ასათიანის ქმარმა მოაკვლევინაო. თავმოყვარეობა შეელახა ცოლის გამოო. არადა ახალგაზრდა პერსპექტიული სიმპატიური ბიჭი იყო, სხვანაირადაც შეეძლო დაეგეგმა მომავალიპ.ს. მაკა ამ ამბის მერე გაშორდა მგონი ქმარს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში - უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში -  უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

დავით (დუდუ) დადიანის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში დადიანის პირად ნივთებს და ფოტოებს აქვეყნებს. ისტორიკოსი წერს, რომ მისი ნივთები ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადასცა, მისი ხსოვნის პატივსაცემად.

"ძალიან დიდი უსამართლობაა დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის! ის ჩვენს შორის რომ არ დააბიჯებს, ესეც დიდი ტკივილია! საჯიშე ქართველი, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების გამორჩეული სახე იყო! ეს დღეებია დუდუ ხშირად მახსენდება და ძალიან გული მწყდება რომ მისი ოქროსფერი სახე, ცისფერი თვალები და განუმეორებელი კეთილშობილება ჩვენს შორის არ ანათებს. ღმერთმა აცხონოს დუდუ დადიანი იქ, სადაც არის! მახსოვს, ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მისი ნივთები, ფოტოები, სპორტული სამოსი და ბლოკნოტიც კი შევაგროვე და ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადავეცი, ეს სიძველესაცავი ინახავს ახლა მის ხსოვნას საუკუნოდ..." - წერს გიორგი კალანდია.

დუდუ დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.

გთავაზობთ ფრაგმენტს "კვირის პალიტრის" საარქივო მასალიდან, რომელშიც მკვლელობის ვერსიებზე მისი ძმა ლევან დადიანი საუბრობდა:

ლევან დადიანი:

- ათასი ჭორი გავრცელდა: კაზინოში ფული წააგოო, რაღაც წილებს ემსხვერპლაო... ეს ვერსიები გამაღიზიანებელი სიცრუე და ჭორია.

- თქვენ მიგვიყვანეთ სიმართლესთან ახლოს...

- ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვერც ვერსიებით და ვარაუდებით ვილაპარაკებ. ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა ათასიო. როგორც მკვლელობის პირველ დღეს არაფერი იყო ნათელი, დღესაც ასევეა.

- მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა. დამნაშავე არ დასჯილა... როგორც ამბობენ, საქმეში იყო მკვლელის ქუდი, იარაღი და მასრები. ასე რთული იყო ამ საქმის გახსნა? თავის დროზე მამათქვენმა გვითხრა, ამ საქმეს ვიღაც მაღალჩინოსანი ბლოკავსო.

- საქმეში ტყვიის მასრები და ქუდი თუ იყო, ესეც არ ვიცით. ოჯახის წევრებს პოლიცია გვაწვდიდა ინფორმაციას... მკვლელობის მეორე დღეს ტელევიზიით გამოვიდა მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსი კახა ბაკურაძე და რიხიანად თქვა, - ყველაფერი ვიცით, ნივთმტკიცებები გვაქვს, მოწმეები გვყავს. დანაშაულის გახსნა ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. მაგრამ რა? მერე აღმოჩნდა, რომ გამოძიებას ხელთ აღარც ქუდი ჰქონდა და არც არაფერი.

ვისი მოგონილი იყო და რატომ, ან ვინ ბლოკავდა ამ საქმეს, ჩემთვის უცნობია...

- ამბობდნენ, მტკიცებულების გაყალბებისთვის გამომძიებელი ზვიად უზნაძე დააკავესო. ეს თუ იცოდით?

- ეს ამბავი პრესით შევიტყვე...

- 2010 წელს, როდესაც "ნაციონალებმა" ხელახალი გამოძიება დაიწყეს, პროკურატურაში დაკითხვაზე დაგიბარეს. მართლა იყო ზეწოლა და რას მოითხოვდნენ თქვენგან?

- მე და მამაჩემი პროკურატურაში დაგვიბარეს - საქმე გაგვახსნევინეთო. წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო. გამომძიებელმა კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე? მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო). დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია... გააგრძელეთ კითხვა