უკრაინაში, ერთ-ერთ ქუჩას ბუბა კიკაბიძის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხელოვნის პროდიუსერმა გაავრცელა.
"უკრაინაში გადაწყდა, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდოს. მომავალში ძეგლზე ვფიქრობ, მუზეუმებზეც და ბევრი რამე მაქვს ჩაფიქრებული." - განაცხადა სოსო აბზიანიძემ.
რამდენიმე დღის წინ, კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, სადაც უკრაინის მოქალაქეები ითხოვდნენ, რომ რუსი მწერლის, მიკოლა ლესკოვის სახელობის ქუჩას სახელი გადარქმეოდა და მისთვის ქართველი მსახიობის, მომღერლისა და უკრაინის დიდი მეგობრის, ბუბა კიკაბიძის სახელი ეწოდოებინათ.
ცნობითვის, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ:
და რას ხედავთ ამაში ცუდს?რუსეთის რომელიმე ქუჩას რომ დაარქვან ბუბას სახელი ალბათ ბედნიერები იქნებოდით ხოო?რამ გაგვაბოროტა ასე ქართველები თუ სულ ასეთები ვიყავით და არ ვიმჩნევდით?ბუბაზე რომ იტყვის კაცი საქართველო არ უყვარდათ,იმ კაცის სიყვარული დამანახა როგორია სამშობლოს მიმართ
ბიძინას მაქებრად ვერ გამოვდგები,უბრალოდ შენ გეკითხები სამო-777-ანო დავით აღმაშენებელი გაგიგონია?თუ მარტო სავსე სასმისით იცნობ?აუუუუ რა მაგრაბი ვიყავით ქართველები....თქვენნაირებს ურჩევ:დავით აღმაშენებლის ეპოქას კარგად გაეცანით,როდის და რატომ უწოდეს მას აღმაშენებელი,მერე ლანძღე და აგინე თუ ამის სურვილი გაგიჩნდება.