სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - საგარეჯოში მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია
"საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - საგარეჯოში მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია
  • ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და კა­ხეთ­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­რად ათუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. ის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. წლე­ბის განმვლო­ბა­ში ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და სა­გა­რე­ჯოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი იმ დროს და­იჭ­რა, როცა იქვე მყოფ მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა.

"იო­ლის" მა­ღა­ზი­ას­თან გა­და­ე­ფა­რა მო­ქა­ლა­ქეს და გუ­ლის არე­ში მოხ­ვდა ტყვია. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­არ­ჩი­ნა" - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

  • შსს-ს გან­ცხა­დე­ბა

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვის, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის - 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თა­ნა­უგ­რძნობს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვი, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯო­ში, ერთ-ერთი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­დან სრო­ლის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე კო­ლე­გას­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და.

თავ­დამ­სხმელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი, ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, 4 მო­ქა­ლა­ქე და ასე­ვე, თავ­დამ­სხმე­ლი. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ხუთ­მა პირ­მა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედშ
0

უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს

საბა
17

ყველა გარდაცვლილი გმირია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - საგარეჯოში მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

"საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - საგარეჯოში მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია
  • ფოტოზე: მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი

ტრაგედია დატრიალდა კახეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნორად ათუაშვილმა განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. შემთხვევას ემსხვერპლა პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა.

"იოლის" მაღაზიასთან გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია. ადგილზე გარდაიცვალა. საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - ჰყვებიან ადგილობრივები.

  • შსს-ს განცხადება

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: