კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოკში ვარ. როცა ბავშვი გეკითხება: "დედა, როდის მოვკვდებითო", რა გინდა გააკეთო?" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ
"შოკში ვარ. როცა ბავშვი გეკითხება: "დედა, როდის მოვკვდებითო", რა გინდა გააკეთო?" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მათ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, რამ­დე­ნი­მე კი დაჭ­რა, სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და.

"ამ კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ, შემ­თხვე­ვა ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­და. თავ­დამ­სხმელს ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მა ჰქონ­და თუ არა, არ ვიცი. შოკ­ში ვარ. როცა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გე­კი­თხე­ბა: „დედა, რო­დის მოვ­კვდე­ბი­თო“, ასეთ დროს, რა გინ­და გა­ა­კე­თო ადა­მი­ან­მა?

მე­ძი­ნა და სრო­ლის ხმამ გა­მაღ­ვი­ძა. მა­შინ­ვე ბავ­შვებს შევ­ხე­დე. ხუ­თწუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ის­რო­და. ფან­ჯა­რას­თან ვერ მივ­დი­ო­დი, ბო­ლოს ხოხ­ვით მი­ვე­დი და რომ გა­და­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე ბი­ჭე­ბი ძირს ეყარ­ნენ. ყვე­ლას ვიც­ნობ. {თავ­დამ­სხმე­ლი} სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და - ხან ერ­თზე გა­დი­ო­და, ხან მე­ო­რე­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლებს შო­რის ერთი გო­გოა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მოკ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
21

გოგოს რაღა უნდოდა ამდენ ბიჭებში შუაღამისას?

გრიშა
5

დაწიეთ,დაწიეთ რაც შეიძლება ზნეობრივი,კულტურული, განათლების დონე . ყველა საშუალებით პროპაგანდა არ შეწყვიტოთ მიტუიზმის,მუტრუკიზმ ლუარსაბიზმის,ძუკუიზმის და სხვა სიმდაბლეების დეისაძიზმის და მისი მსგავსების.ბოროტებო.ღმერთო მშვიდობა მიეცი ადამიანებს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"შოკში ვარ. როცა ბავშვი გეკითხება: "დედა, როდის მოვკვდებითო", რა გინდა გააკეთო?" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

"შოკში ვარ. როცა ბავშვი გეკითხება: "დედა, როდის მოვკვდებითო", რა გინდა გააკეთო?" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

საგარეჯოში მომხდარის შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვება კიდევ ერთი ადგილობრივი. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ კორპუსში მცხოვრები მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე მეზობელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა.

"ამ კორპუსში ვცხოვრობ, შემთხვევა ჩემს სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელს ვიცნობდი, თუმცა რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. შოკში ვარ. როცა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გეკითხება: „დედა, როდის მოვკვდებითო“, ასეთ დროს, რა გინდა გააკეთო ადამიანმა?

მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ბავშვებს შევხედე. ხუთწუთიანი ინტერვალით ისროდა. ფანჯარასთან ვერ მივდიოდი, ბოლოს ხოხვით მივედი და რომ გადავიხედე, დავინახე ბიჭები ძირს ეყარნენ. ყველას ვიცნობ. {თავდამსხმელი} საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა - ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთი გოგოა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოკლა.