კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე ანაზღაურებას 2026 წლისთვის გეგმავს - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა
მთავრობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე ანაზღაურებას 2026 წლისთვის გეგმავს  - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2026 წლის­თვის იგეგ­მე­ბა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 90%-მდე სა­ხელ­მწი­ფომ აა­ნა­ზღა­უ­როს.

რო­გორც ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს სურს, რომ მე­დი­კა­მენ­ტებს სა­მარ­თლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეთ.

"დღეს გან­ხი­ლუ­ლი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც რე­ფე­რენ­ტულ ფა­სებს და ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე სხვა­დას­ხვა ცვლი­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, გუ­ლის­ხმობს იმას, რომ 2026 წლის­თვის, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 90%-მდე სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ. თუ ჩვენს გეგ­მას პე­რი­ო­დუ­ლად ნა­ხუ­ლობთ, მას ძა­ლი­ან მკაც­რად მივ­ყვე­ბით.

სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვინ­და, რომ სწო­რი ფას­წარ­მოქ­მნა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი ფა­სე­ბი იყოს, რად­გან პა­ცი­ენ­ტებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ჩვენ უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბელა
1

თქვე დალოცვილებო 2026 წლამდე 3წელია მანანდე ვიცოცხლებთ ცოტა რო ადრე ქნათ არა

123
1

ანუ მაგ პერიოდისთვის მასეთი პაციენტების უმეტესობა ალბათ აღარც იქნება ცოცხალი.ხელფასების მომატებას,მათ დახმარებოდით სჯობდა

ავტორი:

მთავრობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე ანაზღაურებას 2026 წლისთვის გეგმავს - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

მთავრობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე ანაზღაურებას 2026 წლისთვის გეგმავს  - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, სწორედ აღნიშნული გეგმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სურს, რომ მედიკამენტებს სამართლიანი ღირებულება ჰქონდეთ.

"დღეს განხილული რეფორმა, რომელიც რეფერენტულ ფასებს და ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ცვლილებას ემსახურება, გულისხმობს იმას, რომ 2026 წლისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენს გეგმას პერიოდულად ნახულობთ, მას ძალიან მკაცრად მივყვებით.

სწორედ აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ სწორი ფასწარმოქმნა და მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები იყოს, რადგან პაციენტებს მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილი ჩვენ უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.