სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინგივიტი და პაროდონტიტი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი? – "უნივერს დენტალის"  თერაპევტ-პაროდონტოლოგი თამარ მელაშვილი
გინგივიტი და პაროდონტიტი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი? – "უნივერს დენტალის"  თერაპევტ-პაროდონტოლოგი თამარ მელაშვილი

კბი­ლი რომ ხან­გრძლი­ვად გვემ­სა­ხუ­როს, უნდა მო­ვუ­ა­როთ და ვიზ­რუ­ნოთ ეს არც კა­მა­თის და არც გან­სჯის თემა არ არის, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მო­უც­ლე­ლო­ბას ვაბ­რა­ლებთ, ზოგ­ჯერ გე­ნე­ტი­კას და ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა რომ უბ­რა­ლოდ ვზარ­მა­ცობთ და სა­თა­ნა­დოდ არ ვი­ცავთ ჰი­გი­ე­ნას. ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ კი­თხვით: რო­გორ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯან­სა­ღი ღი­მი­ლი და ჯან­მრთე­ლი კბი­ლე­ბი. ჩვენც, „უნი­ვერს დენ­ტა­ლის“ თე­რა­პევტ-პა­რო­დონ­ტო­ლოგს თა­მარ მე­ლაშ­ვილს თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მომ­ზა­დე­ბა ვთხო­ვეთ. ექი­მი სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდა ესა­უბ­რა გინ­გი­ვი­ტის და პა­რო­დონ­ტი­ტის საფრ­თხე­ებ­ზე და სხვა გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, ასე­ვე მოგ­ვცა მზა „რე­ცეპ­ტე­ბი“, რომ­ლე­ბიც პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, პრე­ვენ­ცი­ის­თვის და დაც­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

რა არის გინ­გი­ვი­ტი?

გინ­გი­ვი­ტი არის ღრძი­ლე­ბის ან­თე­ბა, რო­მელ­საც იწ­ვევს კბი­ლის ზე­და­პირ­ზე და ღრძი­ლის მი­და­მო­ში ნა­დე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მოქ­მნის ერ­თგვარ მიკ­რო­ბულ ბი­ო­ა­პკს. ბი­ო­ა­პკ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ ან­თე­ბის ინი­ცი­ა­ცი­ას.

რა არის პა­რო­დონ­ტი­ტი?

პა­რო­დონ­ტი­ტი არის კბი­ლის ფეს­ვის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ქსო­ვილ­თა კომ­პლექ­სის ან­თე­ბა და გი­ნი­ვი­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე ან­თე­ბით პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია არა მხო­ლოდ ღრძი­ლი, არა­მედ ფეს­ვის ირ­გვლივ ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლიც და ხდე­ბა ძვლის პროგ­რე­სუ­ლი გან­ლე­ვა, რა­საც მივ­ყე­ვართ კბი­ლე­ბის მორ­ყე­ვამ­დე. პა­რო­დონ­ტი­ტი ვი­თარ­დე­ბა, რო­დე­საც მიკ­რო­ბულ ბი­ო­ა­პკ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პა­რო­დონ­ტო­პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბი აღ­წე­ვენ უფრო ღრმა შრე­ებ­ში.

ნა­დე­ბის გარ­და რა იწ­ვევს პა­რო­დონ­ტის და­ა­ვა­დე­ბებს?

დღეს კვლე­ვევ­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ პა­რო­დონ­ტიტს იწ­ვევს სპე­ცი­ფი­უ­რი პა­რო­დონ­ტო­პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი. ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტო­რე­ბად შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, დი­ა­ბე­ტი, სტრე­სი, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი და ა.შ.

რა არის და­ა­ვა­დე­ბის ძი­რი­თა­დი სიმ­ტო­მე­ბი და რა სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას უნდა მივ­მარ­თოთ პა­რო­დონ­ტო­ლოგს?

პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი, რაც პა­რო­დონ­ტის ქსო­ვი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს არის ღრძი­ლე­ბის სი­წით­ლე, სის­ხლდე­ნა და შე­შუ­პე­ბა. ამ სიმპტო­მე­ბი­დან ერთ ერ­თის არ­სე­ბო­ბაც კი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ მი­მარ­თოთ პა­რო­დონ­ტო­ლოგს, რად­გან და­ყოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სირ­დეს და შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დეს, რო­გო­რი­ცაა კბი­ლის გარ­შე­მო ძვლის ან­თე­ბი­თი გან­ლე­ვა. სამ­წუ­ხა­როდ ამ დი­ნა­მი­კას პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად ვერც ამ­ჩნე­ვენ, ვიდ­რე არ და­ი­წყე­ბა კბი­ლე­ბის მორ­ყე­ვა. ასეთ სტა­დი­ა­ზე, კი მკურ­ნა­ლო­ბა უკვე ნაკ­ლე­ბა­დე­ფექ­ტუ­რია. ასე­ვე, თუ გა­წუ­ხებთ უსი­ა­მოვ­ნო სუნი პი­რის ღრუ­დან,პე­რი­ო­დუ­ლად ღრძი­ლე­ბის ტკი­ვი­ლი, კბი­ლე­ბის მორ­ყე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღრძი­ლის რე­ცე­სია, ჩირ­ქდე­ნა კბილ-ღრძი­ლო­ვა­ნი ჯი­ბი­დან(ჯი­ბე­ე­ბი­დან) და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოთ პა­რო­დონ­ტო­ლოგს

რო­გო­რია პა­რო­დონ­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა?

დღეს ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით პა­რო­დონ­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ყო­ველ­თვის იწყე­ბა ნა­დე­ბის ანუ მიკ­რო­ბუ­ლი ბი­ო­ა­პ­კის მე­ქა­ნი­კუ­რი მო­შო­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა ხელ­შემ­წყო­ბი თან­მხლე­ბი ფაქ­ტო­რე­ბის მო­ცი­ლე­ბით, რა­შიც ვგუ­ლის­ხმობთ: კა­რი­ე­სუ­ლი ღრუ­ე­ბის დაბ­ჟე­ნას,ვი­ნა­ი­დან ისი­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან, რო­გორც ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო, ძვე­ლი დე­ფორ­მუ­ლი, არა­ა­ნა­ტო­მი­უ­რი ბჟე­ნე­ბის და ორ­თო­პე­დი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის შეც­ვლა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­რო­დონ­ტო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის მუდ­მი­ვი მო­ტი­ვა­ცია, რათა მან უარი თქვას მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე, ნი­კო­ტინ­ზე, და აით­ვი­სოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჰი­გი­ე­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჩვე­ვე­ბი და უნა­რე­ბი. ზოგ­ჯერ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რია, მკუ­რან­ლო­ბა ღე­ბუ­ლობს კომ­პლექ­სურ ხა­სი­ათს. პა­რო­დონ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბათ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა, ამი­ტომ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით პა­ცი­ენ­ტებს ენიშ­ნე­ბათ გან­მე­ო­რე­ბი­თი ვი­ზი­ტე­ბი ს 3-6 თვე­ში ერთხელ .

რა არის პა­რო­დონ­ტის და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზე­ბი?

ღრძი­ლე­ბის ან­თე­ბის თა­ვი­დან აც­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა არის სწო­რი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა და პი­რის ღრუს მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი, რე­გუ­ლა­რუ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მო­მარ­თვე­ბი სტო­მა­ტო­ლოგ­ტან, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი.

წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი ლა­მა­ზი ღი­მი­ლია, ლა­მა­ზი ღი­მი­ლი კი ჯან­მრთე­ლი ღრძლი­ე­ბია, ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ.

NS

!
0

საუკეთესო ექიმი და არაჩვეულებრივი ადამიანი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გინგივიტი და პაროდონტიტი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი? – "უნივერს დენტალის"  თერაპევტ-პაროდონტოლოგი თამარ მელაშვილი

გინგივიტი და პაროდონტიტი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი? – "უნივერს დენტალის"  თერაპევტ-პაროდონტოლოგი თამარ მელაშვილი

კბილი რომ ხანგრძლივად გვემსახუროს, უნდა მოვუაროთ და ვიზრუნოთ ეს არც კამათის და არც განსჯის თემა არ არის, მაგრამ ზოგჯერ მოუცლელობას ვაბრალებთ, ზოგჯერ გენეტიკას და ზოგჯერ ასეც ხდება რომ უბრალოდ ვზარმაცობთ და სათანადოდ არ ვიცავთ ჰიგიენას. ხშირად მოგვმართავენ კითხვით: როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი და ჯანმრთელი კბილები. ჩვენც, „უნივერს დენტალის“ თერაპევტ-პაროდონტოლოგს თამარ მელაშვილს თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხების მომზადება ვთხოვეთ. ექიმი სიამოვნებით დაგვთანხმდა ესაუბრა გინგივიტის და პაროდონტიტის საფრთხეებზე და სხვა გამომწვევ მიზეზებზე, ასევე მოგვცა მზა „რეცეპტები“, რომლებიც პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, პრევენციისთვის და დაცვისთვის აუცილებელი პირობაა.

რა არის გინგივიტი?

გინგივიტი არის ღრძილების ანთება, რომელსაც იწვევს კბილის ზედაპირზე და ღრძილის მიდამოში ნადების დაგროვება, რომელიც წარმოქმნის ერთგვარ მიკრობულ ბიოაპკს. ბიოაპკში გაერთიანებული პათოგენური მიკროორგანიზმები განაპირობებენ ანთების ინიციაციას.

რა არის პაროდონტიტი?

პაროდონტიტი არის კბილის ფესვის გარშემო არსებული ქსოვილთა კომპლექსის ანთება და გინივიტისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში უკვე ანთებით პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ღრძილი, არამედ ფესვის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილიც და ხდება ძვლის პროგრესული განლევა, რასაც მივყევართ კბილების მორყევამდე. პაროდონტიტი ვითარდება, როდესაც მიკრობულ ბიოაპკში გაერთიანებული პაროდონტოპათოგენური ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში.

ნადების გარდა რა იწვევს პაროდონტის დაავადებებს?

დღეს კვლევევბით დადასტურებულია, რომ პაროდონტიტს იწვევს სპეციფიური პაროდონტოპათოგენური მიკროორგანიზმები. ხელშემწყობ ფაქტორებად შეიძლება დავასახელოთ დაქვეითებული იმუნიტეტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, თამბაქოს მოხმარება, დიაბეტი, სტრესი, არაჯანსაღი კვება, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები და ა.შ.

რა არის დაავადების ძირითადი სიმტომები და რა სიმპტომების არსებობისას უნდა მივმართოთ პაროდონტოლოგს?

პირველი სიმპტომები, რაც პაროდონტის ქსოვილების დაავადებაზე მეტყველებს არის ღრძილების სიწითლე, სისხლდენა და შეშუპება. ამ სიმპტომებიდან ერთ ერთის არსებობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მიმართოთ პაროდონტოლოგს, რადგან დაყოვნების შემთხვევაში, შესაძლოა დაავადება პროგრესირდეს და შეუქცევადი პროცესები განვითარდეს, როგორიცაა კბილის გარშემო ძვლის ანთებითი განლევა. სამწუხაროდ ამ დინამიკას პაციენტები ხშირად ვერც ამჩნევენ, ვიდრე არ დაიწყება კბილების მორყევა. ასეთ სტადიაზე, კი მკურნალობა უკვე ნაკლებადეფექტურია. ასევე, თუ გაწუხებთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან,პერიოდულად ღრძილების ტკივილი, კბილების მორყევის შეგრძნება, ღრძილის რეცესია, ჩირქდენა კბილ-ღრძილოვანი ჯიბიდან(ჯიბეებიდან) დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს

როგორია პაროდონტიტის მკურნალობა?

დღეს ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიების საშუალებით პაროდონტიტის მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში წარმატებით ხორციელდება. ყოველთვის იწყება ნადების ანუ მიკრობული ბიოაპკის მექანიკური მოშორებით სპეციალური თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატების საშუალებით და დაავადების ყველა ხელშემწყობი თანმხლები ფაქტორების მოცილებით, რაშიც ვგულისხმობთ: კარიესული ღრუების დაბჟენას,ვინაიდან ისინი განიხილებიან, როგორც ინფექციის წყარო, ძველი დეფორმული, არაანატომიური ბჟენების და ორთოპედიული კონსტრუქციების შეცვლა. ასევე, მნიშვნელოვანია პაროდონტოლოგიური პაციენტის მუდმივი მოტივაცია, რათა მან უარი თქვას მავნე ჩვევებზე, ნიკოტინზე, და აითვისოს ინდივიდუალური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი ჩვევები და უნარები. ზოგჯერ დაავადების მკურნალობა ჩვენების მიხედვით მედიკამენტოზურია, მკურანლობა ღებულობს კომპლექსურ ხასიათს. პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტებს მუდმივად სჭირდებათ მეთვალყურეობა და დაკვირვება, ამიტომ დაავადების სიმძიმის მიხედვით პაციენტებს ენიშნებათ განმეორებითი ვიზიტები ს 3-6 თვეში ერთხელ .

რა არის პაროდონტის დაავადების თავიდან აცილების გზები?

ღრძილების ანთების თავიდან აცლების საუკეთესო გზა არის სწორი ჰიგიენის დაცვა და პირის ღრუს მუდმივი კონტროლი, რეგულარული პროფილაქტიკური მომართვები სტომატოლოგტან, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

წარმატების საწინდარი ლამაზი ღიმილია, ლამაზი ღიმილი კი ჯანმრთელი ღრძლიებია, ჯანმრთელობას გისურვებთ.

NS