მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეკ ნიკოლსონი მარლონ ბრანდოსგან 5 მილიონ დოლარად შეძენილ სასახლეში განდეგილად ცხოვრობს - "ვშიშობთ, რომ ბრანდოს მსგავსად მარტოობაში არ გარდაიცვალოს"
ჯეკ ნიკოლსონი მარლონ ბრანდოსგან 5 მილიონ დოლარად შეძენილ სასახლეში განდეგილად ცხოვრობს -  "ვშიშობთ, რომ ბრანდოს მსგავსად  მარტოობაში არ გარდაიცვალოს"

ჯეკ ნი­კოლ­სო­ნის მე­გობ­რე­ბი მსა­ხი­ო­ბის მარ­ტო­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ აში­ნებთ იმა­ზე ფიქ­რი, რომ ნი­კოლ­სონს ცხოვ­რე­ბის ბოლო დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლოა, მარ­ტოს მო­უ­წი­ოს. სამ­გზის "ოს­კა­რის" მფლო­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მისი მე­გობ­რე­ბის თქმით, ის გან­დე­გილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა. რამ­დე­ნი­მე წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, მე­დია წერს, რომ 85 წლის ნი­კოლ­სო­ნი "აღარ ტო­ვებს სახ­ლს", "გონ­ზე აღარ არის" და დე­მენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა.

ხუთი შვი­ლის მამა ბო­ლოს 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ნა­ხეს ლოს-ან­ჯე­ლე­სის "ლე­ი­კერ­სის" მატჩზე, რო­მელ­ზეც ვაჟ­თან - რე­ის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ნი­კოლ­სო­ნი მთელ დროს თა­ვის სა­სახ­ლე­ში ატა­რებს, რო­მე­ლიც მან 2005 წელს 5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა მე­გო­ბარ მარ­ლონ ბრან­დოს­გან.

"მისი სახ­ლი ნამ­დვი­ლი ციხე-სი­მაგ­რეა, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი ვნატ­რობთ, რომ გა­მო­ვი­დეს და ის მა­ინც გაგ­ვა­გე­ბი­ნოს, კარ­გად არის თუ არა..."- აცხა­დებს ნი­კოლ­სო­ნის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი.

"ჯეკი ზოგ ნა­თე­სავ­თან ურ­თი­ერ­თობს, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ის­თან (იგუ­ლის­ხმე­ბა ნი­კოლ­სო­ნის 30 წლის ვაჟი), მაგ­რამ მისი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის დღე­ე­ბი დიდი ხა­ნია, გა­სუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა წყა­რომ. მსა­ხი­ო­ბის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ნი­კოლ­სო­ნი, მარ­ტო­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, ნელ-ნელა მარ­ლონ ბრან­დოს ემ­სგავ­სე­ბა, რო­მე­ლიც 2004 წელს მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა".

"შვი­ლე­ბი კი სტუმ­რო­ბენ, მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი რა­მაა, რაც გარე სამ­ყა­როს­თან აკავ­ში­რებს. თით­ქოს მას აღარ სურს რე­ა­ლო­ბას სა­ხე­ში შე­ხე­დოს და ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა..."

ჯერ კი­დევ 2021 წელს, ნი­კოლ­სო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გამო შე­წუ­ხე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა RadarOnline-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჯეკს მისი ვაჟი - რეი, ასე­ვე და - ლო­რე­ი­ნი უვ­ლიდ­ნენ": "ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­როა, როცა ხე­დავ, რომ ისე­თი ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, რო­გო­რიც ჯე­კია, ასე­თი და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის".

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
1

და რა უნდა ქნას 85 წლის მოხუცმა?!? როგორ გვინდა რომ დაგვიბრუნდეს?! გვაცინოს და გაგვართოს?!?

ალექს
1

გადაუფრენს გუგულის ბუდეს, როცა ამის დრო მოვა, ბელადის დრო რომ მოვიდა, ხომ გაანგრია კედელი ? კი, მაგრამ გვერდით გარფანკელია ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ჯეკ ნიკოლსონი მარლონ ბრანდოსგან 5 მილიონ დოლარად შეძენილ სასახლეში განდეგილად ცხოვრობს - "ვშიშობთ, რომ ბრანდოს მსგავსად მარტოობაში არ გარდაიცვალოს"

ჯეკ ნიკოლსონი მარლონ ბრანდოსგან 5 მილიონ დოლარად შეძენილ სასახლეში განდეგილად ცხოვრობს -  "ვშიშობთ, რომ ბრანდოს მსგავსად  მარტოობაში არ გარდაიცვალოს"

ჯეკ ნიკოლსონის მეგობრები მსახიობის მარტოსული ცხოვრების წესის გამო შეშფოთებულები არიან. მათ აშინებთ იმაზე ფიქრი, რომ ნიკოლსონს ცხოვრების ბოლო დღეების გატარება შესაძლოა, მარტოს მოუწიოს. სამგზის "ოსკარის" მფლობელი მსახიობი წელიწადზე მეტია, რაც საზოგადოებაში არ გამოჩენილა. მისი მეგობრების თქმით, ის განდეგილ ცხოვრებას ეწევა. რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, მედია წერს, რომ 85 წლის ნიკოლსონი "აღარ ტოვებს სახლს", "გონზე აღარ არის" და დემენციის შესაძლებლობაც არ გამოირიცხება.

ხუთი შვილის მამა ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში ნახეს ლოს-ანჯელესის "ლეიკერსის" მატჩზე, რომელზეც ვაჟთან - რეისთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლსონი მთელ დროს თავის სასახლეში ატარებს, რომელიც მან 2005 წელს 5 მილიონ დოლარად შეიძინა მეგობარ მარლონ ბრანდოსგან.

"მისი სახლი ნამდვილი ციხე-სიმაგრეა, მაგრამ მეგობრები ვნატრობთ, რომ გამოვიდეს და ის მაინც გაგვაგებინოს, კარგად არის თუ არა..."- აცხადებს ნიკოლსონის ერთ-ერთი მეგობარი.

"ჯეკი ზოგ ნათესავთან ურთიერთობს, განსაკუთრებით რეისთან (იგულისხმება ნიკოლსონის 30 წლის ვაჟი), მაგრამ მისი სოციალიზაციის დღეები დიდი ხანია, გასულია", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. მსახიობის მეგობრები ამბობენ, რომ "ნიკოლსონი, მარტოობის სიყვარულით, ნელ-ნელა მარლონ ბრანდოს ემსგავსება, რომელიც 2004 წელს მარტოობაში გარდაიცვალა".

"შვილები კი სტუმრობენ, მაგრამ ეს ერთადერთი რამაა, რაც გარე სამყაროსთან აკავშირებს. თითქოს მას აღარ სურს რეალობას სახეში შეხედოს და ეს ძალიან სამწუხაროა..."

ჯერ კიდევ 2021 წელს, ნიკოლსონის ჯანმრთელობის გამო შეწუხებულმა ერთ-ერთმა ახლობელმა RadarOnline-ს განუცხადა, რომ ჯეკს მისი ვაჟი - რეი, ასევე და - ლორეინი უვლიდნენ": "ნამდვილად სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ ისეთი ნიჭიერი მსახიობი, როგორიც ჯეკია, ასეთი დასასრულისკენ მიდის".

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა