სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ
როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

ვა­რი­კო­ზი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლებ­ლი ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბი გვხვდე­ბა ქა­ლე­ბის 35%-ში, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის 20%-ში.დღეს­დღე­ო­ბით მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­მა ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა არა­ქი­რურ­გი­უ­ლი, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო მე­თო­დე­ბით მო­აგ­ვა­რონ ეს პრობ­ლე­მა. სტა­ტი­ა­ში 5 წესს, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ და­ა­ვა­დე­ბა და მისი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

წესი 1. არ და­ი­ვი­წყოთ რის­კის ფაქ­ტო­რე­ბი

რო­გორც მრა­ვა­ლი სხვა და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვა­რი­კო­ზის დრო­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას. თუ და­ა­ვა­დე­ბას ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში­ვე გა­მო­ვავ­ლენთ, მას­თან გამ­კლა­ვე­ბა საგ­რძნობ­ლად გაგ­ვი­ად­ვილ­დე­ბა. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც რის­კის ჯგუფ­ში შე­დი­ან.

ვა­რი­კო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც ვა­რი­კო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 60-80%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა. თუ მშობ­ლებს ვე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, დი­დია ალ­ბა­თო­ბა, ამ პრობ­ლე­მას თქვენც შე­ე­ჯა­ხოთ.

რის­კის მე­ო­რე ფაქ­ტო­რია მჯდო­მა­რე ან მდგო­მა­რე სა­მუ­შაო. რო­დე­საც ფე­ხე­ბი დიდ­ხანს არის უძ­რა­ვად (გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში), ვე­ნებს უჭირთ, მუდ­მივ ჰიდ­როს­ტა­ტი­კურ წნე­ვას გა­უმკლავ­დნენ; იწყე­ბა ქვე­და კი­დუ­რებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბა, რა­საც ვა­რი­კო­ზამ­დე მივ­ყა­ვართ. სამ­წუ­ხა­როდ, რის­კის ამ ჯგუფ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდნენ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: გამ­ყიდ­ვე­ლე­ბით და მძღო­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, მე­ნე­ჯე­რე­ბი­თა და ბან­კი­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ქა­ლე­ბის­თვის რის­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ორ­სუ­ლო­ბა. ბავ­შვის და­მა­ტე­ბი­თი წო­ნის გამო, ფე­ხებ­ზე დატ­ვირ­თვა საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა. ვე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად უჩ­ნდე­ბათ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნებს, აგ­რეთ­ვე მათ, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც ძლი­ერ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას მო­ი­თხოვს (მტვირ­თა­ვე­ბი, ძა­ლოს­ნე­ბი)

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი დიდ­ხანს ზის ან დგას, მის ფე­ხებს სტა­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ად­გე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტად სა­ზი­ა­ნოა ვე­ნე­ბის­თვის, ხოლო დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი და­დის ან დარ­ბის), პი­რი­ქით, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ფლე­ბო­ლო­გე­ბი წვი­ვის კუნ­თებს "პე­რი­ფე­რი­ულ გულს" უწო­დე­ბენ სწო­რედ მათი მუ­შა­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ქვე­და კი­დუ­რე­ბი­დან სის­ხლის გა­დი­ნე­ბას. ამი­ტო­მაც მოგ­ვი­წო­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ხში­რად ვი­ა­როთ ფე­ხით.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სუ­ლებს, მათ ფლე­ბო­ლოგს ორ­ჯერ უნდა მი­მარ­თონ: ორ­სუ­ლო­ბის ად­რე­ულ და გვი­ან სტა­დი­ებ­ში. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კომ­პრე­სი­უ­ლი ტრი­კო­ტა­ჟით ვა­რი­კო­ზის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

წესი 2. პრო­ფი­ლაქ­ტი­კა სჯობს მკურ­ნა­ლო­ბას

ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა ფე­ხის კუნ­თე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. სა­სარ­გებ­ლოა სი­ა­რუ­ლი ფე­ხით და ვე­ლო­სი­პე­დით, სირ­ბი­ლი, ცურ­ვა, კი­ბე­ზე ას­ვლა. მოკ­ლედ, რაც უფრო მე­ტად მუ­შა­ობს ფე­ხის კუნ­თე­ბი, მით უფრო ნაკ­ლე­ბია ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კომ­პრე­სი­ულ ტრი­კო­ტაჟს. სპე­ცი­ა­ლუ­რი წინ­დე­ბი, კოლ­ჰო­ტე­ბი ახ­დენს ზე­წო­ლას ვე­ნებ­ზე, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას ქვე­და კი­დუ­რებ­ში, ამ­სუ­ბუ­ქებს ვე­ნე­ბი­სა და კუნ­თო­ვა­ნი ტუმ­ბოს მუ­შა­ო­ბას, ამ­ცი­რებს გუ­ლის დატ­ვირ­თვას, აქ­რობს ფე­ხე­ბის დაღ­ლი­ლო­ბას, ტკი­ვილ­სა და შე­შუ­პე­ბას.

აქვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ორი რამ: უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი კომ­პრე­სი­უ­ლი ტრი­კო­ტა­ჟი და ის უნდა შეგ­ვირ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა. თუ კომ­პრე­სი­ის დონე არას­წო­რად შე­ირ­ჩა, თეთ­რე­ულ­მა შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად გვავ­ნოს, ვიდ­რე გვარ­გოს.

წესი 3. დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა

ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ დღის ბო­ლოს ფე­ხე­ბის დაღ­ლი­ლო­ბა, ტკი­ვი­ლი­და შე­შუ­პე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ექი­მე­ბი კი გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ასე არ არის. თუ ასე­თი რამ მხო­ლოდ მძი­მე სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღის ბო­ლო­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა, დროა, ექიმს მი­მარ­თოთ

ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს ქვე­და კი­დუ­რებ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი იყოს. მით უმე­ტეს სა­ჭი­როა ექიმ­თან მის­ვლა, თუ ფე­ხებ­ზე სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბიც გა­გიჩ­ნდათ.

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს ამ­გვარ "წვრილ­მა­ნებს" და მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­მარ­თავს ექიმს, რო­დე­საც შე­შუ­პე­ბა ხშირ­დე­ბა, ერ­თვის ტკი­ვი­ლი და კრუნ­ჩხვა, შე­სამ­ჩნე­ვად იბე­რე­ბა მსხვი­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი. და­მა­ტე­ბი­თი სიმპტო­მია მსუ­ბუ­ქი ტრო­ფი­კუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი - სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის გამო უა­რეს­დე­ბა ქსო­ვი­ლე­ბის კვე­ბა. ყვე­ლა­ზე ჯიუტ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ექიმს ამ დრო­საც არ მი_მარ­თა­ვენ, შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ე­ზარ­დოთ უკა­ნას­კნელ სტა­დი­ა­ში, რო­დე­საც კან­ზე ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლე­ბიჩ­ნდე­ბა. ეს იმის ნი­შა­ნია, რომ და­ა­ვა­დე­ბა მე­ტის­მე­ტად არის მიშ­ვე­ბუ­ლი და ხან­გრძლი­ვი, რთუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­დე­ბა. ცხა­დია, საქ­მე აქამ­დე არ უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. რაც უფრო ადრე მივ­მარ­თავთ ფლე­ბო­ლოგს, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი­ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

წესი 4. ერი­დეთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას

ვა­რი­კო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ექიმ­თან მის­ვლას თვით­მკურ­ნა­ლო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. ზოგი ხალ­ხურ რე­ცეპ­ტებს ჭრის გა­ზე­თე­ბი­დან, ზოგი ყი­დუ­ლობს რეკ­ლა­მი­რე­ბულ კრე­მებს, რომ­ლე­ბიც ფე­ხე­ბის "სიმ­სუ­ბუ­ქეს" გვპირ­დე­ბა... ვა­რი­კო­ზის სამ­კურ­ნა­ლო ხალ­ხუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნა­მა­ტო­ნი­ზე­ბელ კრე­მებს, ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვა­რი­კო­ზის­გან ვერ გა­ნი­კურ­ნე­ბით, თუმ­ცა, უსი­ა­მოვ­ნო შეგძნე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლი­ათ.

სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა შე­არ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჩვე­უ­ლებ­რივ, ვა­რი­კო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პლექ­სუ­რია. უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის­გან გვიხ­სნის, არ არ­სე­ბობს. კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის არ­ჩე­ვა კი ფლე­ბო­ლო­გის კომ­პე­ტენ­ცი­აა. თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

წესი 5. მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მი­მარ­თეთ პრო­ფე­სი­ო­ნალს

ფლე­ბო­ლო­გის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვე­და კი­დუ­რებ­ში ნორ­მა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის აღ­დგე­ნაა. და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა შე­საძ­ლოა არც კი გახ­დეს სა­ჭი­რო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდეს ხა­რის­ხი­ა­ნი, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კომ­პრე­სი­უ­ლი ტრი­კო­ტა­ჟი ვე­ნო­მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის კურსთან ერ­თად. შორს წა­სულ შემ­თხვე­ვებ­ში კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ქი­რურ­გი ფლე­ბო­ლო­გი ამოკ­ვეთს და­ზი­ა­ნე­ბულ ვე­ნებს და ვე­ნურ სის­ხლს საღ კან­ქვე­შა და უფრო ღრმა ვე­ნებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლებს.

უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა სკლე­რო­თე­რა­პი­ა­ვა­რი­კო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის უო­პე­რა­ციო მე­თო­დი, რო­დე­საც და­ზი­ა­ნე­ბულ ვე­ნას კი არ კვე­თენ, არა­მედ ინი­ექ­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შეჰ­ყავთ მას­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი. ეს პრე­პა­რა­ტი თით­ქოს "აწე­ბებს" ავად­მყოფ ვე­ნას, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის­თა­ვად ქრე­ბა. ეს უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რაა, რო­მე­ლიც არ ტო­ვებს არა­ვი­თარ ნა­წი­ბურს, თუმ­ცა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის მისი ჩა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი ექიმ­მა უნდა შე­არ­ჩი­ოს.

ამ და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო თე­მებ­ზე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ "პა­ლიტ­რა L-ის“ წიგ­ნე­ბის ახა­ლი სე­რი­ი­დან „8 წიგ­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე“. მას­ში მკი­თხვე­ლის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე ვრცლად არის გან­ხი­ლუ­ლი სხვა­დას­ხვა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე, აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი.

უკვე გა­მო­ვი­და სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი, ხოლო მე­ო­რე ტომი 16 იან­ვრი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგ­ნი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე და ასე­ვე „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

ფიზიკოსი
0

ეს ბიბლიუსის რეკლამაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

ვარიკოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებლი ვენების დაავადებაა მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ვარიკოზული ვენები გვხვდება ქალების 35%-ში, ხოლო მამაკაცების 20%-ში.დღესდღეობით მკურნალობის თანამედროვე მეთოდებმა ადამიანებს საშუალება მისცა არაქირურგიული, უმტკივნეულო მეთოდებით მოაგვარონ ეს პრობლემა. სტატიაში 5 წესს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაავადება და მისი მოსალოდნელი გართულებები.

წესი 1. არ დაივიწყოთ რისკის ფაქტორები

როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან.

ვარიკოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, რომელიც ვარიკოზით დაავადებულთა 60-80%-ს აღენიშნება. თუ მშობლებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დიდია ალბათობა, ამ პრობლემას თქვენც შეეჯახოთ.

რისკის მეორე ფაქტორია მჯდომარე ან მდგომარე სამუშაო. როდესაც ფეხები დიდხანს არის უძრავად (განსაკუთრებით ვერტიკალურ მდგომარეობაში), ვენებს უჭირთ, მუდმივ ჰიდროსტატიკურ წნევას გაუმკლავდნენ; იწყება ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება, რასაც ვარიკოზამდე მივყავართ. სამწუხაროდ, რისკის ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ პრაქტიკულად ყველა პროფესიის წარმომადგენლები: გამყიდველებით და მძღოლებით დაწყებული, მენეჯერებითა და ბანკირებით დამთავრებული.

ქალებისთვის რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორია ორსულობა. ბავშვის დამატებითი წონის გამო, ფეხებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. ვენებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად უჩნდებათ ჭარბწონიანებს, აგრეთვე მათ, ვისი საქმიანობაც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს (მტვირთავები, ძალოსნები)

როდესაც ადამიანი დიდხანს ზის ან დგას, მის ფეხებს სტატიკური დატვირთვა ადგება, რომელიც მეტად საზიანოა ვენებისთვის, ხოლო დინამიკური დატვირთვა (როდესაც ადამიანი დადის ან დარბის), პირიქით, მეტად მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არ არის, რომ ფლებოლოგები წვივის კუნთებს "პერიფერიულ გულს" უწოდებენ სწორედ მათი მუშაობა განაპირობებს ქვედა კიდურებიდან სისხლის გადინებას. ამიტომაც მოგვიწოდებენ სპეციალისტები, ხშირად ვიაროთ ფეხით.

რაც შეეხება ორსულებს, მათ ფლებოლოგს ორჯერ უნდა მიმართონ: ორსულობის ადრეულ და გვიან სტადიებში. ცხოვრების ჯანსაღი წესით და სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟით ვარიკოზის თავიდან აცილება შესაძლებელია.

წესი 2. პროფილაქტიკა სჯობს მკურნალობას

ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა. მოკლედ, რაც უფრო მეტად მუშაობს ფეხის კუნთები, მით უფრო ნაკლებია ვენების დაავადების ალბათობა.

ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომპრესიულ ტრიკოტაჟს. სპეციალური წინდები, კოლჰოტები ახდენს ზეწოლას ვენებზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში, ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას, ამცირებს გულის დატვირთვას, აქრობს ფეხების დაღლილობას, ტკივილსა და შეშუპებას.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი კომპრესიული ტრიკოტაჟი და ის უნდა შეგვირჩიოს სპეციალისტმა. თუ კომპრესიის დონე არასწორად შეირჩა, თეთრეულმა შეიძლება უფრო მეტად გვავნოს, ვიდრე გვარგოს.

წესი 3. დროული დიაგნოსტიკა

ბევრს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილიდა შეშუპება ბუნებრივი მოვლენაა, ექიმები კი გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის. თუ ასეთი რამ მხოლოდ მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება, დროა, ექიმს მიმართოთ

ადვილი შესაძლებელია, ეს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის პირველი სიმპტომები იყოს. მით უმეტეს საჭიროა ექიმთან მისვლა, თუ ფეხებზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებიც გაგიჩნდათ.

სამწუხაროდ, ბევრი ყურადღებას არ აქცევს ამგვარ "წვრილმანებს" და მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს ექიმს, როდესაც შეშუპება ხშირდება, ერთვის ტკივილი და კრუნჩხვა, შესამჩნევად იბერება მსხვილი სისხლძარღვები. დამატებითი სიმპტომია მსუბუქი ტროფიკული დარღვევები - სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო უარესდება ქსოვილების კვება. ყველაზე ჯიუტ პაციენტებს, რომლებიც ექიმს ამ დროსაც არ მი_მართავენ, შესაძლოა დაავადება გადაეზარდოთ უკანასკნელ სტადიაში, როდესაც კანზე ტროფიკული წყლულებიჩნდება. ეს იმის ნიშანია, რომ დაავადება მეტისმეტად არის მიშვებული და ხანგრძლივი, რთული მკურნალობა დასჭირდება. ცხადია, საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ. რაც უფრო ადრე მივმართავთ ფლებოლოგს, მით უკეთესი იქნება ჩვენიჯანმრთელობისთვის.

წესი 4. ერიდეთ თვითმკურნალობას

ვარიკოზით დაავადებული მრავალი ადამიანი ექიმთან მისვლას თვითმკურნალობას ამჯობინებს. ზოგი ხალხურ რეცეპტებს ჭრის გაზეთებიდან, ზოგი ყიდულობს რეკლამირებულ კრემებს, რომლებიც ფეხების "სიმსუბუქეს" გვპირდება... ვარიკოზის სამკურნალო ხალხური საშუალებების უმეტესობა ნაკლებეფექტურია. რაც შეეხება ვენამატონიზებელ კრემებს, ამ საშუალებებით ვარიკოზისგან ვერ განიკურნებით, თუმცა, უსიამოვნო შეგძნებების შემცირებანამდვილად შეუძლიათ.

სამკურნალო საშუალება უნდა შეარჩიოს სპეციალისტმა თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით. ჩვეულებრივ, ვარიკოზის მკურნალობა კომპლექსურია. უნივერსალური საშუალება, რომელიც ვენების პრობლემებისგან გვიხსნის, არ არსებობს. კომბინირებული მეთოდების არჩევა კი ფლებოლოგის კომპეტენციაა. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

წესი 5. მკურნალობისთვის მიმართეთ პროფესიონალს

ფლებოლოგის მთავარი ამოცანა ქვედა კიდურებში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენაა. დაავადების ადრეულ სტადიაში ოპერაციული ჩარევა შესაძლოა არც კი გახდეს საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაავადების განვითარების შესაჩერებლად საკმარისი აღმოჩნდეს ხარისხიანი, სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟი ვენომატონიზებელი პრეპარატების კურსთან ერთად. შორს წასულ შემთხვევებში კი აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. ქირურგი ფლებოლოგი ამოკვეთს დაზიანებულ ვენებს და ვენურ სისხლს საღ კანქვეშა და უფრო ღრმა ვენებში გადაანაწილებს.

უფრო და უფრო პოპულარული ხდება სკლეროთერაპიავარიკოზის მკურნალობის უოპერაციო მეთოდი, როდესაც დაზიანებულ ვენას კი არ კვეთენ, არამედ ინიექციების საშუალებით შეჰყავთ მასში სპეციალური პრეპარატი. ეს პრეპარატი თითქოს "აწებებს" ავადმყოფ ვენას, რომელიც დროთა განმავლობაში თავისთავად ქრება. ეს უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც არ ტოვებს არავითარ ნაწიბურს, თუმცა ყველა პაციენტისთვის მისი ჩატარება არ შეიძლება. მკურნალობის მეთოდი ექიმმა უნდა შეარჩიოს.

ამ და სხვა სამედიცინო თემებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ "პალიტრა L-ის“ წიგნების ახალი სერიიდან „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“. მასში მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ვრცლად არის განხილული სხვადასხვა გავრცელებული დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და მკურნალობის თანამედროვე, აპრობირებული მეთოდები.

უკვე გამოვიდა სერიის პირველი ტომი, ხოლო მეორე ტომი 16 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი. წიგნი შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე და ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.