საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტის და ნევროლოგის შახინ ემანუელ ლაჰანის ჩვენება მისთვის ცნობილი იყო, რადგან დიაგნოზებშიც ასახულია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ იკლებს და ჯანმრთელობაც ბევრად გაუარესებულია.
"ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან თავის დიაგნოზში უწერია. ვიცნობ მის დიაგნოზს. ჩემთვის ეს ყველაფერი ახალი არ იყო, რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია ვიმეორებთ. ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესი გვაქვს, ცხოვრება სტრესების გარეშე არ გამოდის. გააჩნია სტრესის სიმძიმეს და ხარისხს. ვფიქრობ, ძალიან კვალიფიციურად, კარგად გასცა პასუხი ამ ადამიანმა, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა საუბარი. სტრესული აშლილობა არის სწორედ დაკავშირებული ამ პატიმრობასთან და კონკრეტული შემთხვევები ჰქონდა მითითებული“, - განაცხადა ალასანიამ.
როგორც მან აღნიშნა, გონების დაკარგვა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის სახიფათოა.
"გონების დაკარგვაზე იყო საუბარი და ამან ერთ დღეს შეიძლება ფატალურ დასასრულამდე მიიყვანოს“, - განაცხადა ალასანიამ.
მისი განმარტებით, მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
"იმ პირობებში, რომელშიც ახლა იმყოფება, მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდება, არავითარი გაუმჯობესება არ არის, ეს ფაქტია და ექიმებიც ამას ამბობენ, ვის ხელშიც ახლა არის. ისინი ამას არ უარყოფენ. ფაქტია, რომ გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია“, - განაცხადა ალასანიამ.
საერთოდ როცა ვინმეს(ამ შემთხვევაში მთელ საქართველოს)სტრესის მიზეზი ხარ,როცა მიზეზი ხარ ადამიანის მოკვდინების,როდესაც შიშში აცხოვრებ ხალხს და ბევრი ა შ,ეს ყველაფერი უკან ბრუნდება,ეს ბუნების კანონია..სტრესი მაშინ გენახა როცა რომელიმე მაღალჩინოსნის რესტორანში 10 მაგ ფასს არ გადაიხდიდი,სტრესი სანატრელი გაგიხდებოდა.პატიმრების 95%სტრესი აქვს,ეს ბუნებრივია.
მერე რას გვირჩევ გიულაააა?????? გამოუშვათ?ვაპატიოთ ის ქაქის ჭამა რაც ჭამაააა?ჰააააა?????? სულ გვკიდია მაგისი სტრესი და თვითონაც,მან იმდენი ოჯახი ამყოფა სტრესში რომ ის სტრესი რასაც შენი დამთხვეული შვილი განიცდის იმასტთნ შედარებით ბაირამობაა,მე პირადად ნამეტანი მოხარული ვარ რომ ეგ მძორი აი მაგ დღეშია.ჯერ სად არის ,ეს მისი დასრულების დასაწყისია.მისი უბედურება წინ ელის.