სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სოსო კითხულობდა თუ რატომ იკარგებოდა ახალშემოტანილი ჭურჭელი, ძირითადად ის ქალი უპირისპირდებოდა" - რას ჰყვება რუსეთში, რესტორან "თბილისოში“ მოკლული ქართველის ახლობელი
"როცა სოსო კითხულობდა თუ რატომ იკარგებოდა ახალშემოტანილი ჭურჭელი, ძირითადად ის ქალი უპირისპირდებოდა" - რას ჰყვება რუსეთში, რესტორან "თბილისოში“ მოკლული ქართველის ახლობელი

მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, რეს­ტო­რან "თბი­ლი­სო­ში“ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მოკ­ლუ­ლი, 51 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის სოსო ბე­რა­ი­ას ახ­ლო­ბე­ლი ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­სა და ქარ­თველ მა­მა­კაცს უთან­ხმო­ე­ბა აქამ­დეც ჰქონ­დათ.

"სოსო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეფ მზა­რე­უ­ლად რეს­ტო­რან "თბი­ლი­სო­ში“ მუ­შა­ობ­და. მკვლე­ლიც მი­სი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლია. უთან­ხმო­ე­ბა აქამ­დეც ჰქო­ნი­ათ. რო­გორც ვი­ცით, ქალი რეს­ტო­რან­ში იპა­რავ­და ნივ­თებს. როცა სოსო კი­თხუ­ლობ­და თუ რა­ტომ იკარ­გე­ბო­და ახალ­შე­მო­ტა­ნი­ლი ჭურ­ჭე­ლი, ძი­რი­თა­დად ის ქალი უპი­რის­პირ­დე­ბო­და. სულ ჩხუ­ბი და კა­მა­თი ამის გამო ჰქო­ნი­ათ. ბოლო კა­მა­თი ამ ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, სო­სოც გა­წე­უ­ლა მკვლე­ლის­კენ და ალ­ბათ, მან თავ­დაც­ვის მიზ­ნით და­არ­ტყა დანა, არც ვიცი რა ვთქვა. სულ სამი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ორი გულ-მკერ­დის არე­ში და ერთი კის­რის არე­ში, რაც სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა. სოსო ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლა. უც­ნა­უ­რია, რომ მათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ­ცერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ ჩა­რე­უ­ლა. სამი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს და არ­ცერ­თს არ გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, რომ გა­მო­ეყ­ვა­ნათ და და­ემ­შვი­დე­ბი­ნათ სოსო, რათა ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ შე­დე­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლო­ბელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად რეს­ტო­რან "თბი­ლი­სო­ში“ ამა­ვე რეს­ტორ­ნის შეფ მზა­რე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მი­სი­ვე თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა ვიცი ია­რა­ღით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მკვიდ­რია. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მშობ­ლი­ურ სახ­ლში ორ დღე­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
0

ვიდეოში ჩანს რომ ვიღაც ქალი აშველებს. სინამდვილეში ჯობდა არც ჩარეულიყო, მოკლულის მარცხენა ხელი უჭერავს და ის კი ვეღარ ახერხებს თაავის დაცვას. იქ თუ სულ ასეთი დაკა-დაკა იყო ხოლმე, იმიტომაც მოხდა ასეთი ტრაგედია. თუ არ მოგწონს თანამშრომელი, გაუშვი. ცემა-ტყეპა რა წესია, რომელი საუკუნეა?

დათო
3

თქვენ.არ.იცით.ხალხნო

ეს.ადამიანი.უმაგრესი

 

პიროვნება.იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"როცა სოსო კითხულობდა თუ რატომ იკარგებოდა ახალშემოტანილი ჭურჭელი, ძირითადად ის ქალი უპირისპირდებოდა" - რას ჰყვება რუსეთში, რესტორან "თბილისოში“ მოკლული ქართველის ახლობელი

"როცა სოსო კითხულობდა თუ რატომ იკარგებოდა ახალშემოტანილი ჭურჭელი, ძირითადად ის ქალი უპირისპირდებოდა" - რას ჰყვება რუსეთში, რესტორან "თბილისოში“ მოკლული ქართველის ახლობელი

მოსკოვის მახლობლად, რესტორან "თბილისოში“ მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. "ინტერპრესნიუსს“ მოკლული, 51 წლის ქართველი მამაკაცის სოსო ბერაიას ახლობელი ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და ქართველ მამაკაცს უთანხმოება აქამდეც ჰქონდათ.

"სოსო წლების განმავლობაში შეფ მზარეულად რესტორან "თბილისოში“ მუშაობდა. მკვლელიც მისივე თანამშრომელია. უთანხმოება აქამდეც ჰქონიათ. როგორც ვიცით, ქალი რესტორანში იპარავდა ნივთებს. როცა სოსო კითხულობდა თუ რატომ იკარგებოდა ახალშემოტანილი ჭურჭელი, ძირითადად ის ქალი უპირისპირდებოდა. სულ ჩხუბი და კამათი ამის გამო ჰქონიათ. ბოლო კამათი ამ ტრაგედიით დასრულდა. როგორც მაქვს ინფორმაცია, სოსოც გაწეულა მკვლელისკენ და ალბათ, მან თავდაცვის მიზნით დაარტყა დანა, არც ვიცი რა ვთქვა. სულ სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, ორი გულ-მკერდის არეში და ერთი კისრის არეში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. სოსო ადგილზე გარდაცვლილა. უცნაურია, რომ მათ დაპირისპირებაში არცერთი თანამშრომელი არ ჩარეულა. სამი ადამიანი უყურებდა ამ ყველაფერს და არცერთს არ გასჩენია სურვილი, რომ გამოეყვანათ და დაემშვიდებინათ სოსო, რათა ეს ყველაფერი ამ შედეგით არ დასრულებულიყო", - განაცხადა მოკლული მამაკაცის ახლობელმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის მახლობლად რესტორან "თბილისოში“ ამავე რესტორნის შეფ მზარეული, საქართველოს მოქალაქე მისივე თანამშრომელმა ქალმა ვიცი იარაღით მოკლა. მოკლული მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ახლობლების ინფორმაციით, მას მშობლიურ სახლში ორ დღეში ჩამოასვენებენ.

იხილეთ ასევე: