სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს 12:00 სა­ა­თი­დან ალი­ლოს მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­ი­ზღუ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მსვლე­ლო­ბა პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყე­ბა, რის გა­მოც, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ფერ­ხდე­ბა.

მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად,სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის კოს­ტა­ვას ქუ­ჩი­დან ახვლე­დი­ა­ნი­სა და ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩებ­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვაშ­ლო­ვა­ნი­სა და ეკა­ლა­ძის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით; თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის ნაც­ვლად, გა­და­ად­გი­ლე­ბას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეძ­ლე­ბენ. ასე­ვე, ზე­თის­ხი­ლის ხეს­თან მობ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მსვლე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ლე­ო­ნი­ძის, ინ­გო­როყ­ვას, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის, გრი­ბო­ე­დო­ვის, ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის დახ­მა­რე­ბით. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან კი მძღო­ლე­ბი ბარ­ნო­ვის, გო­გე­ბაშ­ვი­ლის, მა­ყაშ­ვი­ლი­სა და კა­კა­ბა­ძე­ე­ბის ქუ­ჩებ­ზე მოხ­ვედ­რას ჯა­ნა­ში­ას, თარ­ხნიშ­ვი­ლის, ჭო­ვე­ლი­ძის და ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ.

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ვე­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­ვედ­რა და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა გრი­ბო­ე­დო­ვის, მა­ყაშ­ვი­ლის, ბარ­ნო­ვის, ზან­დუ­კე­ლი­სა და შა­ნი­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით; მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩის კვე­თამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში და შემ­დეგ, ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩი­სა და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გა­მო­ყე­ნე­ბით.

მსვლე­ლო­ბის გამო, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა კოტე აფხა­ზი­სა და შალ­ვა და­დი­ა­ნის ქუ­ჩე­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბას ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­თან მდე­ბა­რე პან­დუ­სამ­დე და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მხრი­დან, ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში შეძ­ლე­ბენ; რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოძ­რა­ო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩამ­დე, ხოლო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ლე­სია უკ­რა­ინ­კას, ჯორ­ჯა­ძის, ჭი­ჭი­ნა­ძის, 9 აპ­რი­ლის, ფურ­ცე­ლა­ძი­სა და გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბი­დან მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა; თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან მსვლე­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა დრო­საც, მიმ­დევ­რო­ბით ჩა­ი­კე­ტე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდი, ბა­რა­თაშ­ვი­ლის აღ­მარ­თი და ავ­ლაბ­რის მო­ე­და­ნი.

ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ჩა­კეტვის დროს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და კოტე აფხა­ზის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხოლო ავ­ლაბ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი სატ­რას­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მშრა­ლი ხი­დის გავ­ლით, ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩი­სა და მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან; ავ­ლაბ­რის მო­ე­დან­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გა­და­კეტვის დროს, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ ბო­ჭორ­მი­სა და იალ­ბუ­ზის ქუ­ჩე­ბით და შემ­დეგ, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს გა­მო­ყე­ნე­ბით, ხოლო ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რის­კენ მი­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოტ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, იმოძ­რა­ვე­ბენ მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს­კენ, შემ­დეგ იალ­ბუ­ზი­სა და ბო­ჭორ­მის ქუ­ჩე­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზირს და ავ­ლაბ­რის მო­ე­დანს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, ავ­ტო­ბუ­სი N308 გა­ლა­კტი­ო­ნის ხი­დი­დან მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გავ­ლით, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას და­უ­კავ­შირ­დე­ბა; ავ­ტო­ბუ­სი N359 ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მარ­ჯვნივ მოხ­ვე­ვით, მოძ­რა­ო­ბას კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძობს და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან დად­გე­ნი­ლი სქე­მით იმოძ­რა­ვებს; ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან მოძ­რა­ობს, ზე­თის­ხი­ლის ხეს­თან დატ­რი­ალ­დე­ბა და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით, მტკრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს, შემ­დეგ კი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას და­უ­კავ­შირ­დე­ბა; ავ­ტო­ბუ­სებს, რომ­ლე­ბიც კო­ჯრის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ნაც­ვლად, ბოლო გა­ჩე­რე­ბა ექ­ნე­ბათ ამაღ­ლე­ბის ქ. N11-თან, რის შემ­დე­გაც, დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

ავ­ლაბ­რის მო­ე­დან­ზე მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვი­სას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა ბო­ჭორ­მი­სა და იალ­ბუ­ზის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­დე­ბა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას.

ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად ალი­ლოს მსვლე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­დგე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ.

მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და მელიქიშვილის გამზირიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს; ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობს, ზეთისხილის ხესთან დატრიალდება და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსებს, რომლებიც კოჯრის მიმართულებით გადაადგილდებიან, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნებათ ამაღლების ქ. N11-თან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

ავლაბრის მოედანზე მოძრაობის შეზღუდვისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით, შემდეგ დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩას.

ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.