სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი დაპირისპირების შესახებ ჩვენება მისცეს" - "უცნობის" სიძის ადვოკატი
"ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი დაპირისპირების შესახებ ჩვენება მისცეს" - "უცნობის" სიძის ადვოკატი

"შემ­თხვე­ვა შა­რა­ში­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ, აფ­თი­აქ­ში რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ეჭ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ჩე­ნი­ლი­ყო [წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვა­ზე], მაგ­რამ ის ჩა­ვი­და აფ­თი­აქ­ში, რა­ღა­ცე­ბი შე­ი­ძი­ნა და მო­ტი­ვი იქ გაჩ­ნდა - მე­რა­ბიშ­ვილს ასე რომ არ ეპა­სუ­ხა, ალ­ბათ, ინ­ცი­დენ­ტი არც იქ­ნე­ბო­და", - ამის შე­სა­ხებ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბის) სი­ძის, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძის ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი 4 დღე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა საქ­მე, იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ის რა პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­რა­ბიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­დნენ და არაა წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

"გუ­შინ შა­რა­ში­ძე მი­ვი­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში და გა­მო­კი­თხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა და დე­ტა­ლუ­რად მოჰ­ყვა. უბ­რა­ლოდ, აქ არის ერთი მო­მენ­ტი - ბუ­ნებ­რი­ვია, მის მი­მართ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მოხ­დე­ბო­და, რად­გან თუ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს, არ არ­სე­ბობს საქ­მეც. და­ზა­რა­ლე­ბულს უნდა ჰქონ­დეს სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ მან მი­ი­ღო რა­ღაც ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა. თუ არ­ცერ­თი ხა­სი­ა­თის და­ზი­ა­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, მა­შინ იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით, რად­გან ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტია აღ­წე­რი­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლიც შა­რა­ში­ძის მიერ, თუმ­ცა ამ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად კონ­კრე­ტუ­ლად და­ზა­რა­ლე­ბულს უნდა გა­ნე­ცა­და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი.

გა­ნი­ცა­და თუ არა ტკი­ვი­ლი, ეს უნდა თქვას თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა. თუ მან თქვა, რომ ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი არ გა­ნუც­დია, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს უბ­რა­ლოდ ვერ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­მეჩ­ვე­ნა, ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად კი­თხუ­ლობ­დნენ და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ბრა­ლის წარ­დგე­ნა­ზე. შა­რა­ში­ძემ გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხა ყვე­ლა კი­თხვას. ჯერი და­ზა­რა­ლე­ბულ­ზეა. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი არ გა­ნე­ცა­და და თქვას, რომ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ პი­რი­ქით თქვას“, - გა­ნა­ცხა­და გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) სიძე, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე ადას­ტუ­რებს, რომ მას­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში უკვე გა­მო­ი­კი­თხა შა­რა­ში­ძე, თა­ვად მე­რა­ბიშ­ვი­ლი კი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა სააკიანი
9

ყველას ერთად , და ყველას ცალ-ცალკე, გენეტიკურად ერთმანეთის მოძულე ქართველებო, მ.დ.ტ.! 

!!!!
15

ვანიჩკას სიტყვიG გამოსვლა არ გამოგვაპაროთ სასამართლოზე,ცოტა გვახალისეთ!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი დაპირისპირების შესახებ ჩვენება მისცეს" - "უცნობის" სიძის ადვოკატი

"ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი დაპირისპირების შესახებ ჩვენება მისცეს" - "უცნობის" სიძის ადვოკატი

"შემთხვევა შარაშიძის საცხოვრებელი სახლის წინ, აფთიაქში რომ არ ყოფილიყო, ეჭვები შეიძლება გაჩენილიყო [წინასწარ განზრახვაზე], მაგრამ ის ჩავიდა აფთიაქში, რაღაცები შეიძინა და მოტივი იქ გაჩნდა - მერაბიშვილს ასე რომ არ ეპასუხა, ალბათ, ინციდენტი არც იქნებოდა", - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი 4 დღე არ გამოჩენილა და როგორ გაგრძელდება საქმე, იმაზეა დამოკიდებული, ის რა პოზიციას დაიკავებს.

ადვოკატის განცხადებით, გამომძიებელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს დაუკავშირდნენ და არაა წინააღმდეგი, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს.

"გუშინ შარაშიძე მივიდა საგამოძიებო უწყებაში და გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და დეტალურად მოჰყვა. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი - ბუნებრივია, მის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა, რადგან თუ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, არ არსებობს საქმეც. დაზარალებულს უნდა ჰქონდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ მან მიიღო რაღაც ხარისხის დაზიანება. თუ არცერთი ხასიათის დაზიანება არ არსებობს, მაშინ იწყება გამოძიება ძალადობის მუხლით, რადგან ძალადობის ფაქტია აღწერილი და დადასტურებულიც შარაშიძის მიერ, თუმცა ამ ძალადობის შედეგად კონკრეტულად დაზარალებულს უნდა განეცადა ფიზიკური ტკივილი.

განიცადა თუ არა ტკივილი, ეს უნდა თქვას თავად დაზარალებულმა. თუ მან თქვა, რომ ინციდენტი მოხდა, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ, მიუხედავად იმისა, რომ მომეჩვენა, ისინი დეტალურად კითხულობდნენ და დაინტერესებულები იყვნენ ბრალის წარდგენაზე. შარაშიძემ გულწრფელად უპასუხა ყველა კითხვას. ჯერი დაზარალებულზეა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი არ განეცადა და თქვას, რომ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით თქვას“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა შარაშიძე, თავად მერაბიშვილი კი საგამოძიებო ორგანოში ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.