გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, „შეეხო თუ არა მერაბიშვილს ხელით“, შარაშიძემ დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის და თუ საჭირო გახდა, დეტალების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კითხვებს უპასუხებს.
"დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის 2 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილი პირველივე წამებიდან გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად, რომ არ ვიმალები, არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს სამართალდამცველ ორგანოებს გავცემ,“ - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო დაპირისპირება, გიგიშა შარაშიძე ასე პასუხობს: „არა მგონია, მაგრამ თუ ცოტა მაინც, იოტისოდენა ვაჟკაცობა შერჩენია, მან თვითონ თქვას სჯობს“.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ჩვენ თუ გვინდა განვითარება და ნორმალური საზოგადოება დაუშვებელია ქუჩური გარჩევებით აღსრულდეს სამართალი. დამნაშავე უნდა ისჯებოდეს კანონის შესაბამისად, რომელიც აღსრულებაში უნდა მოყავდეს შესაბამის უწყებებს.
მუდმივად შურისძიების ძიებაში თუ ვიქნებით და ქუჩურ გარჩევებში ვერ ავაშენებთ ქვეყანას. ნუ გადავაყოლებთ შვილების მომავალს ამ ყველაფერს.
აბა, თქვენნაირ გარეწრებთან ლექციებს ხომ არ წაიკითხავდა!