პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ - ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!" - რომის პაპი ფრანცისკე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს
"ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ - ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!" - რომის პაპი ფრანცისკე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

მა­შინ, რო­დე­საც თქვენს მრა­ვალ­წლი­ან უფ­ლის მსა­ხუ­რე­ბას თან სდევ­და მრა­ვალ­გვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და თქვე­ნი ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გარ­და­სახ­ვა, ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც მინ­დო­ბი­ლი იყო თქვენს მზრუნ­ვე­ლო­ბა­ზე, ყო­ველ­თვის სუ­ლი­ე­რად იზ­რდე­ბო­და და ყვავ­დე­ბო­და,- ამ სი­ტყვე­ბით მი­უ­ლო­ცა რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს 90 წლის იუ­ბი­ლე და აღ­საყ­დრე­ბის 45 წლის­თა­ვი.

რო­მის პაპ­მა ილია მე­ო­რეს ჯან­მრთე­ლო­ბა უსურ­ვა და ამას­თან, მი­სა­ლოც წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მრა­ვალ­ფე­რო­ვან მუ­სი­კა­ლურ კომ­პო­ზი­ცი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით აფა­სებს.

"მის უწ­მინ­დე­სო­ბას და უნე­ტა­რე­სო­ბას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტს ილია II-ს

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ და უნე­ტა­რე­სო­ბავ,

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრად აღ­საყ­დრე­ბის ორ­მოც­და­მე­ხუ­თე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ოთხმოც­და­მე­ა­თე და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, გულ­წრფელ სურ­ვი­ლებს ვუგ­ზავ­ნი თქვენს უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას და ვლო­ცუ­ლობ, რომ ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თმა გი­წყა­ლო­ბოთ ჯამ­რთე­ლო­ბა და სუ­ლი­ერ ნი­ჭთა სი­უხ­ვე თქვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი მწყემ­სუ­რი მსა­ხუ­რე­ბის გზა­ზე.

მა­შინ, რო­დე­საც თქვენს მრა­ვალ­წლი­ან უფ­ლის მსა­ხუ­რე­ბას თან სდევ­და მრა­ვალ­გვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და თქვე­ნი ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გარ­და­სახ­ვა, ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც მინ­დო­ბი­ლი იყო თქვენს მზრუნ­ვე­ლო­ბა­ზე, ყო­ველ­თვის სუ­ლი­ე­რად იზ­რდე­ბო­და და ყვავ­დე­ბო­და. ეს მახ­სე­ნებს მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვებს: "მწამს, რომ თქვენს შო­რის კე­თი­ლი საქ­მის დამ­წყე­ბი კი­დე­ვაც აღას­რუ­ლებს მას იესო ქრის­ტეს დღემ­დე.“ [ფი­ლი­პე 1:6). მა­შა­სა­და­მე, ვლო­ცუ­ლობ, რომ ჩვენ­მა ზე­ცი­ერ­მა მა­მამ მოგ­მად­ლოთ ძალა, რათა გა­ნაგ­რძოთ ქრის­ტეს სა­ხის ძი­ე­ბა, ვი­ნა­ი­დან თქვენ მოწ­მობთ მის სამ­ყა­რო­სად­მი სიყ­ვა­რულს და იბ­რძვით სამ­წყსოს და მთე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ.

გთხოვთ იცო­დეთ, რომ მე გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ფა­სებ თქვენს მრა­ვალ­ფე­რო­ვან მუ­სი­კა­ლურ კომ­პო­ზი­ცი­ებს, რომ­ლებ­საც ხში­რად ვუს­მენ, რო­გორც ლოც­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბის ღი­რე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია!

ძვირ­ფა­სო ძმაო, ვლო­ცუ­ლობ, რომ ღვთის­მშო­ბელ­მა და­გი­ფა­როთ თა­ვი­სი კალ­თის ქვეშ, გეხ­ვე­ვით და გი­სურ­ვებთ მშვი­დო­ბას, ასე­ვე ვთხოვ თქვენს უწ­მი­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას, რომ მო­მიხ­სე­ნი­ოთ თქვენს ლოც­ვებ­შიც“,- ნათ­ქვა­მია პაპი ფრან­ცის­კეს მი­სა­ლოც წე­რილ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

ეჰ,ეს სტატია აღარ უნდა დაგედოთ ამბები. ამის მერე "როგორ ულოცავს რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს" სრულიად საქართველოს სალიბერასტეთს სიხარულისგან ჭინთვები დაეწყოთ, თქვენ კიდევ რომის პაპიც ულოცავსო, მთლიანად ჩაუშხამეთ სიხარული და შავი პიარის დალაგებული გეგმები საწყლებს! :))

G55
2

ვაა, პაპი ფრანსისკი მართმდიდებელ პატრიარქს სთხოვს მოიხსენიოს მის ლოცვებში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ - ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!" - რომის პაპი ფრანცისკე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

"ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ - ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!" - რომის პაპი ფრანცისკე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა,- ამ სიტყვებით მიულოცა რომის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილე და აღსაყდრების 45 წლისთავი.

რომის პაპმა ილია მეორეს ჯანმრთელობა უსურვა და ამასთან, მისალოც წერილში აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს განსაკუთრებით აფასებს.

"მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების ორმოცდამეხუთე წლისთავთან დაკავშირებით და ოთხმოცდამეათე დაბადების დღის აღსანიშნავად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე.

მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: "მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.“ [ფილიპე 1:6). მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ მის სამყაროსადმი სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ.

გთხოვთ იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!

ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“,- ნათქვამია პაპი ფრანცისკეს მისალოც წერილში.

ასევე იხილეთ: