სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ომს გაქცეული რუსების გზა სამხრეთ ამერიკისკენ, მათი ნაწილი ამ გზას საქართველოს გავლით გადის - "საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი..."
პუტინის ომს გაქცეული რუსების გზა სამხრეთ ამერიკისკენ, მათი ნაწილი ამ გზას საქართველოს გავლით გადის - "საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი..."

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას არ ეთან­ხმე­ბი­ან და ქვეყ­ნი­დან მი­დი­ან, ბოლო ხანს არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ირ­ჩე­ვენ სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს. ომის და­წყე­ბი­დან 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ტი­ნენტზე ასო­ბით რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ჩა­ვი­და. meduza გა­ე­სა­უბ­რა რუს ემიგ­რან­ტებს ეკ­ვა­დორ­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, ურუგ­ვა­ი­სა და კოს­ტა-რი­კა­ში.

ან­ტო­ნი, პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი (ეკ­ვა­დო­რი):

"21 სექ­ტემ­ბერს გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლა, რო­დე­საც მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იქ სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზა. და­სა­თან­ხმებ­ლად ერთი წუთი დამ­ჭირ­და. გზა გა­დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - მე­ში­ნო­და, რომ რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბი ჩა­ი­კე­ტე­ბო­და და ამი­ტომ იმა­ვე დღეს ვი­ყი­დე ბი­ლე­თე­ბი ვლა­დი­კავ­კაზ­ში წა­სას­ვლე­ლად, გა­დავ­წყვი­ტე ფე­ხით გა­და­მეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ირ­კვა, რომ ამის მსურ­ვე­ლი ბევ­რი იყო და ცნო­ბი­ლი სა­ცო­ბე­ბი და­ი­წყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რებ­მა შე­მი­ფა­რეს: იმ დროს თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლის შოვ­ნა რთუ­ლი იყო, თუნ­დაც დრო­ე­ბით. ერთი კვი­რის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში ჩავფრინ­დი, სა­დაც მე­გო­ბარს შევ­ხვდი, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რა ეკ­ვა­დორ­ში გაფ­რე­ნა­ში. აქ ყვე­ლა­ზე მე­ტად ამინ­დი მაკ­ვირ­ვებს, მთე­ლი წელი ასეა: დღი­სით ტემ­პე­რა­ტუ­რა 19 გრა­დუ­სამ­დე ადის, ღა­მით კი ცხრამ­დე ეცე­მა. ეკ­ვა­დო­რე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბუ­ნე­ბა ერთ დღე­ში გა­დის ციკლს ზა­ფხუ­ლი­დან-ზამ­თრამ­დე.

ეკ­ვა­დორ­ში ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ხარ­ჯე­ბის მხრივ დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა მოს­კო­ვის­გან. ბინა ცენ­ტრა­ლურ პარკთან, 850 დო­ლა­რი ღირს. პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, არის თუ არა ისი­ნი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი. ვმუ­შა­ობ დის­ტან­ცი­უ­რად მოს­კო­ვის კომ­პა­ნი­ა­ში, ამი­ტომ მთე­ლი ჩემი ხელ­ფა­სი რუ­სულ ან­გა­რიშ­ზე მე­რი­ცხე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაქვს ქარ­თუ­ლი სა­ბან­კო ბა­რა­თი, რო­მელ­ზეც თით­ქმის უპ­რობ­ლე­მოდ შე­მიძ­ლია ფუ­ლის გა­და­რი­ცხვა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით, შემ­დეგ აქ გა­მო­მაქვს ფული. დრო­ის სხვა­ო­ბის გამო ვმუ­შა­ობ ღა­მის ორი­დან დი­ლის 11 სა­ა­თამ­დე. ერთი მხრივ, რთუ­ლია, მე­ო­რე მხრივ, დრო სწრა­ფად მიფ­რი­ნავს ღა­მით.

მე ვარ გეი და ეს მაძ­ლევს უპი­რა­ტე­სო­ბას, შე­ვი­ძი­ნო ახა­ლი მე­გობ­რე­ბი. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის უფრო ღიაა. გარ­და ამი­სა, ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი რუ­სე­თის ყბა­და­ღე­ბუ­ლი იმი­ჯი მა­შინ­ვე იწ­ვევს სიმ­პა­თი­ას. ჩემ­თვის უჩ­ვე­უ­ლოა ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა, სა­დაც არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა ლგბტ თემ­ზე. ეკ­ვა­დორ­ში რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ომი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. ბევ­რს უკ­ვირს, რომ სა­დღაც ომია. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ეს­პა­ნუ­რი არ ვიცი და ინ­გლი­სუ­რი აქ იშ­ვი­ა­თად იცის ვინ­მემ".

მარკ ბო­ი­არ­სკი, ფო­ტოგ­რა­ფი (არ­გენ­ტი­ნა)

"მე და ჩემი მე­უღ­ლე ვიქ­ტო­რია მრა­ვა­ლი წელი ვფიქ­რობ­დით ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე, მაგ­რამ არ ვი­ცო­დით, სად. ყი­რი­მის ანექ­სი­ის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, იმე­დი აღარ გვქონ­და რომ რუ­სეთ­ში რამე გა­მოს­წორ­დე­ბო­და. ომი რომ და­ი­წყო, ერთი კვი­რა ვყოყ­მა­ნობ­დით, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით თუ წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

სა­ბო­ლო­ოდ ვი­ყი­დეთ ბი­ლე­თე­ბი ნე­პალ­ში წა­სას­ვლე­ლად, სა­დაც მე­გობ­რე­ბი დაგ­ვხვდნენ. ნე­პალ­ში ექ­ვსთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ ჩვე­ნი ოჯა­ხი შეც­ვა­ლა და გაგ­ვაძ­ლი­ე­რა: აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ადაპ­ტი­რე­ბა ახალ გა­რე­მოს­თან და სი­ახ­ლე­ებ­თან, რა­ზეც ადრე წარ­მოდ­გე­ნაც არ გვქონ­და. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვცდი­ლობ­დით თავ­შე­სა­ფა­რის მი­ღე­ბას, მაგ­რამ უარი გვი­თხრეს, შემ­დეგ ბუ­ე­ნოს - აი­რე­სის ბი­ლე­თე­ბი ვი­ყი­დეთ და 10 სექ­ტემ­ბერს გავფრინ­დით. ბინა 800 დო­ლა­რად ვი­ქი­რა­ვეთ. ჩემი მე­უღ­ლე მუ­შა­ობს რე­დაქ­ტო­რად, ხელ­ფასს რუბ­ლებ­ში იღებს რუ­სულ ბა­რათ­ზე, რა­საც კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­ნაღ­დებთ. ასე­ვე ვმუ­შა­ობ ფო­ტოგ­რა­ფად. არ­გენ­ტი­ნა­ში არა­ვინ გვიც­ნობს, თა­ვი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი იყო. აქ ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს, ვიდ­რე მოს­კოვ­ში.

ორი შვი­ლი გვყავს: უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰანა შვი­დი წლი­საა და ვაჟი იო­სე­ბი კი ოთხი წლის. სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­ვე­დით სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის შეგ­რძნე­ბით და სა­ერ­თოდ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აქ სას­წავ­ლო წელი იწყე­ბა მარ­ტში და მთავ­რდე­ბა დე­კემ­ბერ­ში, მერე იწყე­ბა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი. წლის ბო­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში მოხ­ვედ­რა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ბავ­შვე­ბი კერ­ძო სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნეთ".

პო­ლი­ნა ვი­ნოგ­რა­დო­ვა, მუ­სი­კო­სი, მთარ­გმნე­ლი (ურუგ­ვაი)

"2022 წლის აგ­ვის­ტო­ში ერთი ჩე­მოდ­ნით ჩა­მო­ვე­დი ურუგ­ვა­ის დე­და­ქა­ლაქ მონ­ტე­ვი­დე­ო­ში. მხო­ლოდ დე­დას და­ვემ­შვი­დო­ბე. დიდი ხანი ვოც­ნე­ბობ­დი უფრო ლი­ბე­რა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა­ზე. ომმა ამის­კენ მი­ბიძ­გა... ეს არ არის ჩემი პირ­ვე­ლი ემიგ­რა­ცია, ამი­ტომ ვიცი, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვე ან ერთი წე­ლია. ეს ის დროა, როცა ეჩ­ვე­ვი ახალ ქვე­ყა­ნას და ებ­რძვი დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვილს.

გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან ბრა­ზი­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხან­გრძლი­ვი ფრე­ნა, რო­მე­ლიც ერთ დღე­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. სა­ზღვარ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი უკი­თხავთ...

მე და ჩემი ქმა­რი ერთ ბიზ­ნეს­ში ვართ. მე ვმუ­შა­ობ დის­ტან­ცი­უ­რად და არ მინ­და, რა­მის შეც­ვლა. ერ­თა­დერ­თი ისაა, რომ რუ­სეთ­თან დრო­ის სხვა­ო­ბის გამო, მუ­შა­ო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 7 სა­ათ­ზე ვი­წყებ და 3 სა­ათ­ზე ვამ­თავ­რებ. აქ არ არის რთუ­ლი მიგ­რა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის სამი წლის შემ­დეგ, შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ სა­ხელ­მწი­ფოს მუდ­მივ ბი­ნად­რო­ბა­ზე. მთა­ვა­რია სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის არ­ქო­ნა.

ურუგ­ვა­ი­ში მშვი­დი ცხოვ­რე­ბის­თვის ადა­მი­ანს თვე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი ათა­სი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა. კომ­ფორ­ტუ­ლი ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა თვე­ში 1,2 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. სა­სი­ა­მოვ­ნოდ მიკ­ვირს, რომ ურუგ­ვა­ი­ში ჩემი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია კარ­გად მი­დის. რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ჯგუფ­ში მუ­სი­კო­სე­ბი ვერ ვი­პო­ვე და ურუგ­ვა­ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მა­შინ­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე რუ­სე­ბი: რე­გუ­ლა­რუ­ლად ვა­ტა­რებთ რე­პე­ტი­ცი­ებს, ვემ­ზა­დე­ბით სტუ­დი­ა­ში ჩა­სა­წე­რად. მე უკვე ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს: ურუგ­ვა­ე­ლე­ბიც და ჩემ­ნა­ი­რი ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­ბიც. ჩვენ მუდ­მი­ვად ვურ­თი­ერ­თობთ "ინ­სტაგ­რამ­ზე", ხან­და­ხან ვხვდე­ბით პი­რა­და­დაც".

ოლგა ბას­ტრო­ნი, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი (კოს­ტა-რიკა):

"მე და ჩემი ოჯა­ხი კოს­ტა-რი­კა­ში ივ­ლი­სის ბო­ლოს გა­და­ვე­დით. თე­ბერ­ვალ­ში მივ­ხვდით, რომ რუ­სეთ­ში დარ­ჩე­ნა უსაფრ­თხო არ იყო და მარ­ტში და­ვი­წყე ძებ­ნა, სად შეგ­ვეძ­ლო წას­ვლა. თავ­და­პირ­ვე­ლად და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა ის­რა­ე­ლი იყო: რე­პატ­რი­ა­ცი­ის სა­ბუ­თე­ბი მზად გვქონ­და. მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­ხილ­ვის შემ­დეგ კოს­ტა-რი­კა­ში გა­დავ­წყვი­ტეთ. ის შე­და­რე­ბით შორს არის მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის­გან, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან და მას არ ჰყავს რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მია 1949 წლი­დან.

ვფიქ­რობ­დით, რომ ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც არ არის აგ­რე­სია და ტე­რი­ტო­რი­ის და­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, ბავ­შვე­ბი შე­და­რე­ბით უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, ეს ქვე­ყა­ნა წამ­ყვან ად­გილ­ზეა ბედ­ნი­ე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში.

სას­წრა­ფოდ ვი­პოვ­ნეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი: არა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლე არ ყო­ფი­ლა. ჩვენ ჯერ კი­დევ ვე­ძებთ სამ­სა­ხურს. ვსწავ­ლობ ენას, ვმუ­შა­ობ მო­ხა­ლი­სედ სკო­ლა­ში. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­ე­გოთ სა­ი­დან ვი­ყა­ვით და თა­ნაგ­რძნო­ბა არ გა­მო­ე­ჩი­ნათ იმის მი­მართ, რაც ხდე­ბა. ისი­ნი არ უჭე­რენ მხარს აგ­რე­სი­ას.

იმ ცხოვ­რე­ბის დო­ნეს­თან შე­და­რე­ბით, რაც რუ­სეთ­ში გვქონ­და, ახალ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა უფრო ძვი­რი გვიჯ­დე­ბა. ჩვენ გვაქვს და­ნა­ზო­გი და მცი­რე პა­სი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და ჩემი სა­მუ­შაო სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად ვი­შო­ვო ფული.

ჯერ არ გვაქვს ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა, რად­გან ეს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს სა­ბუ­თე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას და თა­ნაც ძვი­რი ჯდე­ბა. ბი­ნად­რო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა უნდა გა­და­ი­ხა­დონ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა - 400 დო­ლა­რი თვე­ში ოთხსუ­ლი­ან ოჯახ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბამ­დე ეს არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად უმარ­ტი­ვე­სი გზაა აქ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ინ­ვეს­ტი­ცია, რო­მე­ლიც ასე­ვე არ არის იაფი. ჩვენ ჯერ კი­დევ ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გზე­ბის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბის გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე ვართ".

რუსი ემიგ­რან­ტე­ბის ნა­წი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყვე­ბი­ან, რომ მათ ხში­რად უწევთ იმი­სი და­მალ­ვა თუ სა­ი­დან არი­ან, რად­გან ეში­ნი­ათ რუ­სე­ბის მი­მართ მსოფ­ლი­ო­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმს გა­ექ­ცნენ რუ­სე­თი­დან. მა­თი­ვე თქმით, მარ­თა­ლია ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ მალე შე­საძ­ლოა შე­ვი­დეს ახა­ლი კა­ნო­ნი ძა­ლა­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბის­თვის ონ­ლა­ინ­მუ­შა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
2

საგანგაშოა: საქართველოს საზღვარზე ბევრი არაფერი უკითხავთო !!!! ესაა საზღვრის კონტროლი ?

კ ო მ ბ ლ ე
18

;;; Slava xukraine.! ! ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

პუტინის ომს გაქცეული რუსების გზა სამხრეთ ამერიკისკენ, მათი ნაწილი ამ გზას საქართველოს გავლით გადის - "საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი..."

პუტინის ომს გაქცეული რუსების გზა სამხრეთ ამერიკისკენ, მათი ნაწილი ამ გზას საქართველოს გავლით გადის - "საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი..."

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში შეჭრას არ ეთანხმებიან და ქვეყნიდან მიდიან, ბოლო ხანს არცთუ იშვიათად ირჩევენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს. ომის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში კონტინენტზე ასობით რუსულენოვანი ადამიანი ჩავიდა. meduza გაესაუბრა რუს ემიგრანტებს ეკვადორში, არგენტინაში, ურუგვაისა და კოსტა-რიკაში.

ანტონი, პროექტების მენეჯერი (ეკვადორი):

"21 სექტემბერს გადავწყვიტე წასვლა, როდესაც მობილიზაცია გამოცხადდა. ჩემმა მეგობარმა იქ სამსახური შემომთავაზა. დასათანხმებლად ერთი წუთი დამჭირდა. გზა გადატვირთული აღმოჩნდა - მეშინოდა, რომ რუსეთის საზღვრები ჩაიკეტებოდა და ამიტომ იმავე დღეს ვიყიდე ბილეთები ვლადიკავკაზში წასასვლელად, გადავწყვიტე ფეხით გადამეკვეთა საქართველოს საზღვარი. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ამის მსურველი ბევრი იყო და ცნობილი საცობები დაიწყო.

საქართველოში მეგობრებმა შემიფარეს: იმ დროს თბილისში საცხოვრებლის შოვნა რთული იყო, თუნდაც დროებით. ერთი კვირის შემდეგ თურქეთში ჩავფრინდი, სადაც მეგობარს შევხვდი, რომელიც დამეხმარა ეკვადორში გაფრენაში. აქ ყველაზე მეტად ამინდი მაკვირვებს, მთელი წელი ასეა: დღისით ტემპერატურა 19 გრადუსამდე ადის, ღამით კი ცხრამდე ეცემა. ეკვადორელები ამბობენ, რომ ბუნება ერთ დღეში გადის ციკლს ზაფხულიდან-ზამთრამდე.

ეკვადორში ცხოვრება ყოველდღიური ხარჯების მხრივ დიდად არ განსხვავდება მოსკოვისგან. ბინა ცენტრალურ პარკთან, 850 დოლარი ღირს. პროდუქციის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ისინი იმპორტირებული თუ ადგილობრივი. ვმუშაობ დისტანციურად მოსკოვის კომპანიაში, ამიტომ მთელი ჩემი ხელფასი რუსულ ანგარიშზე მერიცხება. საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი, რომელზეც თითქმის უპრობლემოდ შემიძლია ფულის გადარიცხვა კრიპტოვალუტით, შემდეგ აქ გამომაქვს ფული. დროის სხვაობის გამო ვმუშაობ ღამის ორიდან დილის 11 საათამდე. ერთი მხრივ, რთულია, მეორე მხრივ, დრო სწრაფად მიფრინავს ღამით.

მე ვარ გეი და ეს მაძლევს უპირატესობას, შევიძინო ახალი მეგობრები. ჩემი გამოცდილებით, ლგბტ საზოგადოება ყოველთვის უფრო ღიაა. გარდა ამისა, ჰომოფობიური რუსეთის ყბადაღებული იმიჯი მაშინვე იწვევს სიმპათიას. ჩემთვის უჩვეულოა ქვეყანაში ყოფნა, სადაც არ არის პოლიტიკური ზეწოლა ლგბტ თემზე. ეკვადორში რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არავის აინტერესებს. ბევრს უკვირს, რომ სადღაც ომია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ესპანური არ ვიცი და ინგლისური აქ იშვიათად იცის ვინმემ".

მარკ ბოიარსკი, ფოტოგრაფი (არგენტინა)

"მე და ჩემი მეუღლე ვიქტორია მრავალი წელი ვფიქრობდით ქვეყნიდან წასვლაზე, მაგრამ არ ვიცოდით, სად. ყირიმის ანექსიის და კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ, იმედი აღარ გვქონდა რომ რუსეთში რამე გამოსწორდებოდა. ომი რომ დაიწყო, ერთი კვირა ვყოყმანობდით, დავრჩენილიყავით თუ წავსულიყავით.

საბოლოოდ ვიყიდეთ ბილეთები ნეპალში წასასვლელად, სადაც მეგობრები დაგვხვდნენ. ნეპალში ექვსთვიანი ცხოვრების გამოცდილებამ ჩვენი ოჯახი შეცვალა და გაგვაძლიერა: აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება ახალ გარემოსთან და სიახლეებთან, რაზეც ადრე წარმოდგენაც არ გვქონდა. დიდ ბრიტანეთში ვცდილობდით თავშესაფარის მიღებას, მაგრამ უარი გვითხრეს, შემდეგ ბუენოს - აირესის ბილეთები ვიყიდეთ და 10 სექტემბერს გავფრინდით. ბინა 800 დოლარად ვიქირავეთ. ჩემი მეუღლე მუშაობს რედაქტორად, ხელფასს რუბლებში იღებს რუსულ ბარათზე, რასაც კრიპტოვალუტის საშუალებით ვანაღდებთ. ასევე ვმუშაობ ფოტოგრაფად. არგენტინაში არავინ გვიცნობს, თავიდან ფსიქოლოგიურად რთული იყო. აქ ნაკლები შემოსავალი მაქვს, ვიდრე მოსკოვში.

ორი შვილი გვყავს: უფროსი ქალიშვილი ჰანა შვიდი წლისაა და ვაჟი იოსები კი ოთხი წლის. სექტემბერში ჩავედით სასწავლო წლის დაწყების შეგრძნებით და საერთოდ არ გავითვალისწინეთ, რომ აქ სასწავლო წელი იწყება მარტში და მთავრდება დეკემბერში, მერე იწყება ზაფხულის არდადეგები. წლის ბოლოს სახელმწიფო სკოლაში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ბავშვები კერძო სკოლაში შევიყვანეთ".

პოლინა ვინოგრადოვა, მუსიკოსი, მთარგმნელი (ურუგვაი)

"2022 წლის აგვისტოში ერთი ჩემოდნით ჩამოვედი ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. მხოლოდ დედას დავემშვიდობე. დიდი ხანი ვოცნებობდი უფრო ლიბერალურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. ომმა ამისკენ მიბიძგა... ეს არ არის ჩემი პირველი ემიგრაცია, ამიტომ ვიცი, რომ ყველაზე რთული პირველი ექვსი თვე ან ერთი წელია. ეს ის დროა, როცა ეჩვევი ახალ ქვეყანას და ებრძვი დაბრუნების სურვილს.

გადაადგილებისას მთავარი პრობლემა იყო საქართველოდან ბრაზილიის მიმართულებით ხანგრძლივი ფრენა, რომელიც ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა. საზღვარზე განსაკუთრებული არაფერი უკითხავთ...

მე და ჩემი ქმარი ერთ ბიზნესში ვართ. მე ვმუშაობ დისტანციურად და არ მინდა, რამის შეცვლა. ერთადერთი ისაა, რომ რუსეთთან დროის სხვაობის გამო, მუშაობას დაახლოებით დილის 7 საათზე ვიწყებ და 3 საათზე ვამთავრებ. აქ არ არის რთული მიგრაციის დოკუმენტების მიღება. ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების სამი წლის შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფოს მუდმივ ბინადრობაზე. მთავარია საარსებო საშუალებების ჩვენება და ნასამართლეობის არქონა.

ურუგვაიში მშვიდი ცხოვრებისთვის ადამიანს თვეში, დაახლოებით, ორი ათასი დოლარი სჭირდება. კომფორტული ოროთახიანი ბინის დაქირავება თვეში 1,2 ათასი დოლარი ღირს. სასიამოვნოდ მიკვირს, რომ ურუგვაიში ჩემი სოციალიზაცია კარგად მიდის. რუსეთში ცხოვრების 10 წლის განმავლობაში ჩემს ჯგუფში მუსიკოსები ვერ ვიპოვე და ურუგვაის სოციალური ქსელების საშუალებით, მაშინვე აღმოვაჩინე რუსები: რეგულარულად ვატარებთ რეპეტიციებს, ვემზადებით სტუდიაში ჩასაწერად. მე უკვე ბევრი მეგობარი მყავს: ურუგვაელებიც და ჩემნაირი ჩამოსული რუსებიც. ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ "ინსტაგრამზე", ხანდახან ვხვდებით პირადადაც".

ოლგა ბასტრონი, პროექტის მენეჯერი (კოსტა-რიკა):

"მე და ჩემი ოჯახი კოსტა-რიკაში ივლისის ბოლოს გადავედით. თებერვალში მივხვდით, რომ რუსეთში დარჩენა უსაფრთხო არ იყო და მარტში დავიწყე ძებნა, სად შეგვეძლო წასვლა. თავდაპირველად დანიშნულების ქვეყანა ისრაელი იყო: რეპატრიაციის საბუთები მზად გვქონდა. მაგრამ რამდენიმე კვირის განხილვის შემდეგ კოსტა-რიკაში გადავწყვიტეთ. ის შედარებით შორს არის მიმდინარე მოვლენებისგან, შეიარაღებული კონფლიქტებისგან და მას არ ჰყავს რეგულარული არმია 1949 წლიდან.

ვფიქრობდით, რომ ისეთ გარემოში, სადაც არ არის აგრესია და ტერიტორიის დაყოფასთან დაკავშირებული კონფლიქტები, ბავშვები შედარებით უსაფრთხოდ იქნებიან. გარდა ამისა, ეს ქვეყანა წამყვან ადგილზეა ბედნიერების რეიტინგში.

სასწრაფოდ ვიპოვნეთ საცხოვრებელი: არანაირი სირთულე არ ყოფილა. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ სამსახურს. ვსწავლობ ენას, ვმუშაობ მოხალისედ სკოლაში. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაეგოთ საიდან ვიყავით და თანაგრძნობა არ გამოეჩინათ იმის მიმართ, რაც ხდება. ისინი არ უჭერენ მხარს აგრესიას.

იმ ცხოვრების დონესთან შედარებით, რაც რუსეთში გვქონდა, ახალ ქვეყანაში ცხოვრება უფრო ძვირი გვიჯდება. ჩვენ გვაქვს დანაზოგი და მცირე პასიური შემოსავალი და ჩემი სამუშაო საშუალებას მაძლევს, დისტანციურად ვიშოვო ფული.

ჯერ არ გვაქვს ბინადრობის ნებართვა, რადგან ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, რომელიც მოითხოვს საბუთების დიდ რაოდენობას და თანაც ძვირი ჯდება. ბინადრობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ ძვირადღირებული ჯანმრთელობის დაზღვევა - 400 დოლარი თვეში ოთხსულიან ოჯახზე. შესაბამისად, მოქალაქეობის მიღებამდე ეს არის სავალდებულო. ბინადრობის ნებართვის მისაღებად უმარტივესი გზაა აქ უძრავი ქონების ინვესტიცია, რომელიც ასევე არ არის იაფი. ჩვენ ჯერ კიდევ ლეგალიზაციის გზების სხვადასხვა ვარიანტების განხილვის ეტაპზე ვართ".

რუსი ემიგრანტების ნაწილი ინტერვიუებში ყვებიან, რომ მათ ხშირად უწევთ იმისი დამალვა თუ საიდან არიან, რადგან ეშინიათ რუსების მიმართ მსოფლიოში გამეფებული აგრესიის, თუმცა ამბობენ, რომ ძალადობრივ რეჟიმს გაექცნენ რუსეთიდან. მათივე თქმით, მართალია ამჟამად რუსეთში ონლაინ მუშაობენ, მაგრამ მალე შესაძლოა შევიდეს ახალი კანონი ძალაში, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყანაში მცხოვრები რუსებისთვის ონლაინმუშაობა აიკრძალება...