საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პრინცესა მარია-ანტუანეტა ბაგრატიონი, ტატუთი "მეფე" - დავითისა და უგოს და, რომელიც ბარსელონაში ცნობილი ბიზნესვუმენია
ვინ არის პრინცესა მარია-ანტუანეტა ბაგრატიონი, ტატუთი "მეფე" - დავითისა და უგოს და, რომელიც ბარსელონაში ცნობილი ბიზნესვუმენია

ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ოჯა­ხის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც წლე­ბის წინ გაჩ­ნდა იდეა, რომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქია აღ­დგე­ნი­ლი­ყო. ამის­თვის ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლებ­მა, ორი შტოს მუხ­რა­ნე­ლე­ბი­სა და გრუ­ზინ­სკე­ბის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად და­ვი­თი და ანა და­ა­ქორ­წი­ნეს. პრინ­ცი და­ი­ბა­და, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა. და­ვი­თი ანას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ საყ­ვა­რელ ქალს, ირი­ნა ბე­გაშ­ვილს და­უბ­რუნ­და, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო შვი­ლი გო­გო­ნა ჰყავ­და.

ბევ­რი და­ი­წე­რა მე­დი­ა­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის უმ­ცროს ძმა­ზე, უგო­ზე, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის სა­სურ­ველ თე­მად იქცა, მაგ­რამ უგო და­ვი­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს და ეს­პა­ნეთ­ში ვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის ბიზ­ნე­სი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვი­თის კი­დევ ერთ ძმას, ირაკ­ლის, რო­მე­ლიც მას­ზე უფ­რო­სია, თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლია.

ძმებ ბაგ­რა­ტი­ო­ნებს ერთი უფ­რო­სი და ჰყავთ. მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს ერთი შვი­ლი. ქალ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მად­რიდ­ში მი­ი­ღო, ბაგ­რა­ტი­ონს ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი აქვს და ბარ­სე­ლო­ნა­ში პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ხა­ზის მფლო­ბე­ლია.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

The Vanity Haute Parfumerie - ასე ჰქვია ბრენ­დს, რომ­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც მა­რი­აა. კომ­პა­ნია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სუ­ნა­მო­ე­ბის და კოს­მე­ტი­კის იმ­პორ­ტს და დის­ტრი­ბუ­ცი­ას ეწე­ვა.

მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ფოტო. ერ­თდა­ერ­თი ნი­შა­ნი, რაც მას სამ­შობ­ლოს­თან აკავ­ში­რებს, მა­ჯა­ზე ქარ­თუ­ლად და­წე­რი­ლი ტა­ტუა - მეფე...

მა­რია აქ­ვეყ­ნებს ძმებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და უგოს "სიმ­პა­ტი­ურ ძმას" უწო­დებს. მა­მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ბავ­შო­ბის ფო­ტო­ზე კი წერს:

"მამა, 10 წე­ლია წა­სუ­ლი ხარ. ვი­სურ­ვებ­დი, შენს შვი­ლიშ­ვილს ხორ­ხეს შეხ­ვედ­რო­დი, რო­მელ­საც შენ­ნა­ი­რი თვა­ლე­ბი აქვს და გე­ნა­ხა, რომ მშვე­ნი­ე­რი ბიჭი გახ­და. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წახ­ვე­დი და ყვე­ლას დრო გვაკ­ლდა შენ­თან ყოფ­ნის­თვის. 10 წელი თა­ვი­სი კარ­გით და ცუ­დით, მაგ­რამ მოკ­ლედ, 10 წელი შენს გა­რე­შე. ჩვენ არ და­გი­ვი­წყებთ...“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და-ძმა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის დედა, პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ზორ­ზო­ნა ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი 2020 წელს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

პრინ­ცე­სა და­ი­ბა­და ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ მდრიდ­ში 1942 წლის 2 აგ­ვის­ტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორ­წი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ბა­ტო­ნიშ­ვილ გი­ორ­გი (ხორ­ხე) ბაგ­რა­ტი­ონ - მუხ­რან­ბა­ტო­ნიშ­ვილ­ზე. წყვილს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ: მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა, ირაკ­ლი და და­ვი­თი...

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
K. T.
0

არასოდეს დამავიწყდება, უცხოელი ახალგაზრდა ბიჭის მთელს მკლავზე ტატუ ქართულად:"დედოფალი ანნა" 😊 ნეტავ რა დანიშნულებით გაიკეთა? 

დ.ჯ.
2

მაინტერესებს , ქართული იცის?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვინ არის პრინცესა მარია-ანტუანეტა ბაგრატიონი, ტატუთი "მეფე" - დავითისა და უგოს და, რომელიც ბარსელონაში ცნობილი ბიზნესვუმენია

ვინ არის პრინცესა მარია-ანტუანეტა ბაგრატიონი, ტატუთი "მეფე" - დავითისა და უგოს და, რომელიც ბარსელონაში ცნობილი ბიზნესვუმენია

ბაგრატიონების ოჯახის გარშემო ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც წლების წინ გაჩნდა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოში მონარქია აღდგენილიყო. ამისთვის ბაგრატიონების შთამომავლებმა, ორი შტოს მუხრანელებისა და გრუზინსკების გასაერთიანებლად დავითი და ანა დააქორწინეს. პრინცი დაიბადა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. დავითი ანასთან დაშორების შემდეგ საყვარელ ქალს, ირინა ბეგაშვილს დაუბრუნდა, რომელთანაც საერთო შვილი გოგონა ჰყავდა.

ბევრი დაიწერა მედიაში დავით ბაგრატიონის უმცროს ძმაზე, უგოზე, რომელიც გამორჩეული გარეგნობის წყალობით ქართული მედიისთვის სასურველ თემად იქცა, მაგრამ უგო დავითისგან განსხვავებით საქართველოში არ ცხოვრობს და ესპანეთში ვილების გაყიდვის ბიზნესითაა დაკავებული. რაც შეეხება დავითის კიდევ ერთ ძმას, ირაკლის, რომელიც მასზე უფროსია, თითქმის არაფერია ცნობილია.

ძმებ ბაგრატიონებს ერთი უფროსი და ჰყავთ. მარია ანტუანეტა ბაგრატიონი ესპანეთში ცხოვრობს. დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი. ქალმა უმაღლესი განათლება მადრიდში მიიღო, ბაგრატიონს ხელოვნების ისტორიაში ბაკალავრის ხარისხი აქვს და ბარსელონაში პარფიუმერული ხაზის მფლობელია.

მეუღლესთან ერთად

The Vanity Haute Parfumerie - ასე ჰქვია ბრენდს, რომლის თანადამფუძნებელიც მარიაა. კომპანია ძვირადღირებული სუნამოების და კოსმეტიკის იმპორტს და დისტრიბუციას ეწევა.

მარია ანტუანეტას სოციალურ ქსელში არ აქვს გამოქვეყნებული საქართველოში გადაღებული არცერთი ფოტო. ერთდაერთი ნიშანი, რაც მას სამშობლოსთან აკავშირებს, მაჯაზე ქართულად დაწერილი ტატუა - მეფე...

მარია აქვეყნებს ძმებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და უგოს "სიმპატიურ ძმას" უწოდებს. მამასთან ერთად გადაღებულ ბავშობის ფოტოზე კი წერს:

"მამა, 10 წელია წასული ხარ. ვისურვებდი, შენს შვილიშვილს ხორხეს შეხვედროდი, რომელსაც შენნაირი თვალები აქვს და გენახა, რომ მშვენიერი ბიჭი გახდა. ძალიან ახალგაზრდა წახვედი და ყველას დრო გვაკლდა შენთან ყოფნისთვის. 10 წელი თავისი კარგით და ცუდით, მაგრამ მოკლედ, 10 წელი შენს გარეშე. ჩვენ არ დაგივიწყებთ...“

შეგახსენებთ, რომ და-ძმა ბაგრატიონების დედა, პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორზონა ბაგრატიონ-მუხრანელი 2020 წელს პანდემიის პერიოდში გარდაიცვალა...

პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე. წყვილს სამი შვილი შეეძინათ: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი...