სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - საქართველოს პრეზიდენტი
"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - საქართველოს პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­აკ­რი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა მო­რალს უკი­თხა­ვენ, თა­ვის დრო­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ.

"ვიცი, რომ ეს აქ­ცია იყო არამ­ხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ამას თან ახ­ლდა სხვა­დას­ხვა მე­სი­ჯ­ბოქ­სე­ბი, რაც ვრცელ­დე­ბო­და ამ ბოლო დღე­ებ­ში. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, რომ მომ­ხდა­რი­ყო ზე­წო­ლა პრე­ზი­დენტზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, იმ პარ­ტი­ის­გან, რომ­ლის მე­თა­უ­რე­ბი არ­სად იყ­ვნენ 2007 წელს. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხდა­რი იყო და ნა­თე­ლი იყო. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მე­მუქ­რე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ფორ­მით, კა­რი­ე­რით თუ სხვა­დას­ხვა ფორ­მით. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად არ იყ­ვნენ მა­შინ. ახლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მი­კი­თხა­ვენ მო­რალს, რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლო სა­ა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც ახლა და­ცე­მუ­ლია... რას მი­კი­თხა­ვენ მო­რალს და რას მას­წავ­ლი­ან, თუნ­დაც ის ოთხე­უ­ლი, რო­მე­ლიც იქეთ-აქეთ დარ­ბი­ან.

აქ ნა­თე­ლია, რომ ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­შია სხვა­დას­ხვა ძა­ლის, რო­მე­ლიც ვი­თომ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან..." - თქვა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხალხოოო!!!!!
4

იმ კავშირში შესვლა, სადაც ერთი დამნაშავე ნაპრეზიდენტალის თავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ყოფნა არყოფნა, გინდათ? რა ვიცი, არადემოკრატიულია ერთი კაცის, გინდაც ქველმოქმედის ასე ავტორიტეტად ყოფნა, წაართვით ყველაფერი და დემოკრატიულ ქვეყნად ჩაგვთვლითო და ეს ერთი დამნაშავე რააა ნახევარი საქართველოა? ახლა პრორუსობა არ დამაბრალოთ რუსეთში დაფრთიანებულმა კაგებეშნიკებმა. ახლაც იქიდან რომ ფინასდებით.

სოლომონი
74

მიდი სალო მიდი, დამბაჩები აქვთ მაგათ მაგრამ მაინც არ შეგეშინდეს!!!

ავტორი:

"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - საქართველოს პრეზიდენტი

"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა მორალს უკითხავენ, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ.

"ვიცი, რომ ეს აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რაც ვრცელდებოდა ამ ბოლო დღეებში. ეს იყო მიზანმიმართული, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად იყვნენ 2007 წელს. მაშინ ყველაფერი მომხდარი იყო და ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით თუ სხვადასხვა ფორმით. ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ. ახლა ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია... რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, თუნდაც ის ოთხეული, რომელიც იქეთ-აქეთ დარბიან.

აქ ნათელია, რომ ერთობლივი თამაშია სხვადასხვა ძალის, რომელიც ვითომ დაპირისპირებულები არიან..." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: