რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ მის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა ჯერ ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების რეაქციას.
„მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გადმომცეს და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით - ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილს დახმარებისთვის, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, დავიწყებთ მოქმედებას, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში ყველა უნდა ჩაერთოს”, - წერს მარკ ფეიგინი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს, მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს.
სააკაშვილი და მისი აქაური და უცხოელი მხარდამჭერები ათამაშებენ იმ კარტს, რომ თითქოსდა ის პუტინის პირადი პატიმარია, რომელსაც პუტინის მხარდამჭერი დღევანდელი ხელისუფლება ჯერ ციხეში და ახლა სამკურნალო დაწესებულებებში აწამებენ.
ბოლო პერიოდში გაყალბებული დიაგნოზებით დაუმატეს, რომ თითქოსდა მოწამლეს და სულ ახლახან თქვეს, რომ KGB-სა და FSB-ს ყოფილი თანამშრომელი ლიტვინენკოსავით პოლონიუმით არის მოწამლულიო.
ცოტა ხანში ალბათ იმასაც დაუმატებენ, რომ მამა-შვილი სკრიპალებისა და უფლებადამცავი ნავალნის მსგავსად ნოვიჩოკითაც ყოფილა მოწამლულიო.
მოკლედ რომ ვთქვათ, სააკაშვილი გამოყავთ წამებულად.....
ამ ფეიკ-ნიუსების ნაცვლად ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებს სამართლებრივი გზებისათვის მიემართად და სტრასბურგის სასამართლოში შეეტანათ საჩივარი.
პ.ს. რახან ამდენ ხანს არ შეიტანეს საჩივარი-ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად იციან თუ რა შედეგით დამთავრდება საერთაშორისო სასამართლო.
პირველად მესმის დემენციანს ამდენი წერილის წერის სურვილი აღეძრას.