პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - თბილისიდან კახეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი და საკუთარი შრომით შექმნილი სავანე წინანდალში
"ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - თბილისიდან კახეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი და საკუთარი შრომით შექმნილი სავანე წინანდალში

ნო­დარ იო­რა­მაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რია, წარ­მო­შო­ბით გო­რი­და­ნაა, სკო­ლა სო­ფელ ტი­ნის­ხიდ­ში და­ამ­თავ­რა, პრო­ფე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ე­უფ­ლა. გვე­უბ­ნე­ბა, რომ სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტიც არის. ერთხე­ლაც წი­ნან­დალ­ში ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში "რე­დი­სო­ნის" მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­ან­დეს.

"თე­ლავ­ში მო­მი­წია 7 თვე ცხოვ­რე­ბამ, თბი­ლის­ში სამი კვი­რის ბავ­შვი დავ­ტო­ვე და აქეთ გად­მოვ­სახ­ლდი. მერე უკვე ოჯა­ხიც, მე­უღ­ლე და ორ ბავ­შვი (პა­ტა­რა 3 თვის იყო) გად­მო­ვიყ­ვა­ნე. მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბის გად­მოყ­ვა­ნაც დაგ­ვჭირ­და, რომ მოგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ...

"რე­დი­სო­ნის" მშე­ნებ­ლო­ბა რომ დამ­თავ­რდა, მერე სხვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­და­ვერ­თე. წი­ნან­დალ­ში ვცხოვ­რობ­დი, კერ­ძო სახ­ლი მქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი დიდი ეზო­თი, ფან­ჩა­ტუ­რით, აუ­ზით - ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა აქეთ ყოფ­ნა. ბავ­შვე­ბი ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, დიდი სა­ნაც­ნო­ბო წრე გა­ვი­ჩი­ნე. 2018 წელს აქ გაც­ნო­ბილ­მა და შე­ძე­ნილ­მა მე­გო­ბარ­მა ვე­ნა­ხის 2 რიგი მა­ჩუ­ქა" - გვე­უბ­ნე­ბა ნო­დარ იო­რა­მაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კა­ხურ­მა ყო­ფამ, ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა იქ თა­ვი­სი გა­რე­მოს აშე­ნე­ბაც მო­ან­დო­მა.

"მინ­დო­და, ჩემი გა­რე­მო მქო­ნო­და, მი­წის ძი­ე­ბა და­ვი­წყე. მოკ­ლედ, რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე შე­ვი­ძი­ნე 1800 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი. პრო­ექ­ტი ახა­შენ­შიც გვქონ­და და იქაც ისე მო­მე­წო­ნა სი­ტუ­ა­ცია, ვე­ნა­ხი "ფაფ­რის მინ­დვ­რებ­ზე“, სა­ფე­რა­ვის მიკ­რო­ზო­ნა­ში შე­ვი­ძი­ნე. იქ რქა­წი­თე­ლი და სა­ფე­რა­ვი 90-იან წლებ­ში იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. შე­ვა­რე­მონ­ტე, მივ­ხე­დე, დავ­წუ­რე ყუ­რძე­ნი... მერე პან­დე­მია და­ემ­თხვა. იცით, რომ ბევ­რი რამ შე­ფერ­ხდა, და­კონ­სერვდა და 2021 წლის იან­ვრი­დან საქ­მი­ა­ნო­ბა თბი­ლის­ში გა­ვაგ­რძე­ლე".

ოჯახ­თან ერ­თად

- თუმ­ცა წი­ნან­დალ­ში შე­ძე­ნილ მი­წის ფარ­თობ­ზე მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყეთ...

- კი, ძა­ლი­ან მინ­დო­და სა­კუ­თა­რი ხის კო­ტე­ჯი მქო­ნო­და, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ხე ძა­ლი­ან მომ­წონს. მერე ჩემი იდეა ჩემს მი­წას მო­ვარ­გე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლის პრო­ექ­ტი შევ­ქმე­ნი. ნე­ბარ­თვე­ბი თე­ლავ­ში ავი­ღე და მშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყე, რა­შიც მამა და­მეხ­მა­რა. თე­ლავ­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნე და ერთი წელი აქეთ ცხოვ­რობ­და, შრო­მობ­და. მე პრო­ექ­ტე­ბი მქონ­და აღე­ბუ­ლი და არ მე­ცა­ლა.

- ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს...

- სამ ეტა­პად მოგ­ვცეს სეს­ხი და უკვე ბო­ლო­შიც გა­ვე­დი. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ეზოს სხვა­ნა­ი­რად გა­კე­თე­ბა მო­მინ­და, ფან­ტას­ტი­კუ­რი თონე გა­ვა­კე­თე, და­ვა­მა­ტე აუზი თა­ვის გა­სახ­დე­ლით და წყლის გა­დავ­ლე­ბით... მა­რა­ნი, ქვევ­რე­ბი მაქვს ჩაყ­რი­ლი და ნერ­გე­ბიც დავრგე. 25 დე­კემ­ბერს ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა გავ­ხსნა ჩემი შექ­მნი­ლი სივ­რცე. ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხზეა გათ­ვლი­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით დატ­ვირ­თვას ვა­პი­რებ.

- ისე ქარ­თლელ­მა კა­ხეთ­ში რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ და­სახ­ლე­ბა?

- გორ­შიც მაქვს გეგ­მა­ში რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა, იქაც ეკო­ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა... კა­ხეთ­მა ღვი­ნით, ვე­ნა­ხით და ბევ­რი რა­მით მომ­ხიბ­ლა, თან, ტუ­რიზ­მი უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზეა. ბევ­რი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს. მე­უღ­ლე და­ვი­თან­ხმე, წი­ნან­დალ­ში გად­მო­სუ­ლი­ყო, მერე მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბიც, მა­მაც, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ერ­თო და ქარ­თლი­დან კა­ხეთ­ში გად­მო­ვი­და...

- მგო­ნი, ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი მკვეთ­რად გა­მო­გარ­ჩევთ სხვე­ბის­გან. ამას­თან თქვე­ნი სჯე­რათ, გენ­დო­ბი­ან და მოგ­ყვე­ბი­ან...

- კი, ლი­დე­რო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მა­ხა­სი­ა­თებს, თუმ­ცა მე­უღ­ლეს­თან თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, უფრო შე­გუ­ე­ბის მო­მენ­ტი იყო. არა­ვინ ჰყავ­და კა­ხეთ­ში, არც მე­გო­ბა­რი, ნაც­ნო­ბი, მაგ­რამ. სამი თვის მერე თბი­ლის­ში აღარ მომ­ყვე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე თბი­ლის­ში ვართ, აქე­დან ვკუ­რი­რებ ყვე­ლა­ფერს. თუმ­ცა მთე­ლი ოჯა­ხი შა­ბათ-კვი­რას იქ ვართ და ბავ­შვებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ იქა­უ­რო­ბა. ახლა აქ რომ ვარ, ესეც სამ­სა­ხუ­რის გა­მოა, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ვარ და ამის ბრა­ლია... მერე მინ­და, წი­ნან­დალ­ში მიწა კი­დევ ვი­ყი­დო და ჩემ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ავი­შე­ნო, ოჯა­ხი რომ წა­მო­ვიყ­ვა­ნო. ხომ ვთქვი, აქ ბევ­რი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი ყვე­ლა სფე­რო­ში, დავ­მე­გობ­რდი ოჯა­ხე­ბით, მი­მი­ღო კა­ხეთ­მა და მეც მი­ვი­ღე. ერ­თმა­ნეთს გვერ­დში მე­გობ­რუ­ლად ვუდ­გა­ვართ.

- ბევრ რა­მეს თქვე­ნით მი­აღ­წი­ეთ. ყვე­ლას შე­უძ­ლია მიზ­ნის ასე მიღ­წე­ვა?

- ვი­ღა­ცას მშობ­ლე­ბი­დან მოჰ­ყვე­ბა რა­ღაც, მე ყვე­ლა­ფერს მარ­თლა ჩე­მით მი­ვაღ­წიე... ეკო­მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ მაქვს ოც­ნე­ბე­ბი. ქარ­თლში, ატე­ნის ხე­ო­ბა­ში პა­ტა­რა წე­რეთ­ში მაქვს მიწა. ზღვის დო­ნი­დან 1700 მეტრზეა ნა­სახ­ლა­რე­ბი, ნა­სოფ­ლა­რია, არა­ვინ ცხოვ­რობს, დგას წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია. ეკ­ლე­სი­ის გვერ­დი­თაა ჩემი მიწა. გეგ­მა­ში მაქვს, ხის კო­ტე­ჯე­ბი ჩავ­დგა და ეკო­გა­რე­მო შევ­ქმნა. ისე­თი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბაა, არც ინ­ტერ­ნე­ტია და არც ტე­ლე­ფო­ნი იჭერს. ეს ეკო­გა­რე­მო მათ­თვის იქ­ნე­ბა, ვი­საც ამ ყვე­ლაფ­რის­გან დრო­ე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბუ­ნე­ბაა და ბუ­ნებ­რი­ვი წყა­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ყვე­ლა შეძ­ლებს თუ არა ასე საქ­მის კე­თე­ბას, გე­ტყვით, რომ შეძ­ლებს, თუ სი­ზარ­მა­ცეს დაძ­ლევს.

მი­ზა­ნი უნდა და­ი­სა­ხონ და მერე სი­ზარ­მა­ცის გა­რე­შე, საქ­მეს დიდი შრო­მით მიჰ­ყვნენ. დღეს გა­სა­კე­თე­ბე­ლი დღეს­ვე უნდა გა­ა­კე­თო, შემ­დე­გის­თვის არ უნდა გა­და­დო. არა­ფერს უნდა და­ნებ­დე. შე­იძ­ლე­ბა ბედ­მა გი­ღა­ლა­ტოს, საქ­მე არ წა­ვი­დეს, ხელი არ მო­გე­მარ­თოს, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად არ უნდა გა­ტყდე. უნდა გა­ნაგ­რძო. ბოლო წლე­ბია, ბევ­რი სხვა­დას­ხვა საქ­მის კე­თე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მი­წევს და არ ვწუ­წუ­ნებ. ამის გარ­და, ოჯახ­შიც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი. მინ­და, დრო ყვე­ლას და­ვუთ­მო და სწო­რად გა­ვა­ნა­წი­ლო, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გან­ვსა­ზღვრო. ახალ­გაზ­რდებს, ვინც ჯერ კი­დევ გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან, ვურ­ჩევ­დი, წა­ვიდ­ნენ, ნა­ხონ უცხო ქვეყ­ნე­ბი, იმოგ­ზა­უ­რონ. ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რე, სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ვი­წყე, თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე მო­ვი­ა­რე - ყვე­ლა კუ­თხეს კარ­გად ვიც­ნობ თა­ვის ტრა­დი­ცი­ე­ბით, კუ­თხუ­რი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით და იუ­მო­რით.

- რო­მელ ქვეყ­ნებ­ში იყა­ვით?

- ევ­რო­პა­ში ბევ­რგან ვი­მოგ­ზა­უ­რე, ასე­ვე აფ­რი­კა­ში, არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­ტად და­ვა­ფა­სე სა­კუ­თა­რი მიწა, კუ­თხე, ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერთ ქვე­ყა­ნა­ზე წინ ვერ და­ვა­ყე­ნებ. მინ­და, ახალ­გაზ­რდებ­მა მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლი, ჩვე­ნი ბიზ­ნე­სით სხვე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ. ეს იქ­ნე­ბა ჩემი რჩე­ვა მათ­თვის, ვი­საც თავ­ში ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა უტ­რი­ა­ლებს. არც ერთი შრო­მა სა­თა­კი­ლო არ არის. ფი­ზი­კუ­რი შრო­მით არ დავკნინ­დე­ბით.

- ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ არ ავ­ხსე­ნით რომ წი­ნან­დალ­ში იმ კომ­პლექსს, რო­მე­ლიც შექ­მე­ნით, "პან­ტე­რა-წი­ნან­და­ლი" და­არ­ქვით. რა­ტომ პან­ტე­რა?

- ბრენ­დინ­გის კურ­სე­ბი რომ გა­ვი­ა­რე, იქ მი­თხრეს, ისე­თი უნდა იყოს სა­ხე­ლი, ადა­მი­ანს კარ­გად და­ა­მახ­სოვ­რდე­სო. სა­ძებ­ნე­ლიც და გა­მო­სა­გო­ნე­ბე­ლიც არა­ფე­რი იყო, რად­გან ჩემს დიდ პა­პას სის­წრა­ფი­დან და სიძ­ლი­ე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პან­ტე­რა ერ­ქვა. პან­ტე­რა ერ­ქვა პა­პას, ასე ეძა­ხი­ან მა­მა­ჩემს, მე, ჩემს ძმას, ჩვენს გვარს. ბევ­რი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით არც მიც­ნობს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ამაზე კარგი კაცმა რა უნდა გააკეთოს ? 

მარკი
12

ფინანსური გამჭვირვალობა აკლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - თბილისიდან კახეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი და საკუთარი შრომით შექმნილი სავანე წინანდალში

"ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - თბილისიდან კახეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი და საკუთარი შრომით შექმნილი სავანე წინანდალში

ნოდარ იორამაშვილი პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, წარმოშობით გორიდანაა, სკოლა სოფელ ტინისხიდში დაამთავრა, პროფესიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაეუფლა. გვეუბნება, რომ სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიც არის. ერთხელაც წინანდალში ერთ-ერთი კომპანიის პროექტის ფარგლებში "რედისონის" მშენებლობის ხელმძღვანელობა მიანდეს.

"თელავში მომიწია 7 თვე ცხოვრებამ, თბილისში სამი კვირის ბავშვი დავტოვე და აქეთ გადმოვსახლდი. მერე უკვე ოჯახიც, მეუღლე და ორ ბავშვი (პატარა 3 თვის იყო) გადმოვიყვანე. მეუღლის მშობლების გადმოყვანაც დაგვჭირდა, რომ მოგვხმარებოდნენ...

"რედისონის" მშენებლობა რომ დამთავრდა, მერე სხვა სასტუმროს მშენებლობაზე გადავერთე. წინანდალში ვცხოვრობდი, კერძო სახლი მქონდა დაქირავებული დიდი ეზოთი, ფანჩატურით, აუზით - ძალიან მოგვეწონა აქეთ ყოფნა. ბავშვები ბაღში მივიყვანეთ, ბევრი ადამიანი გავიცანი, დიდი სანაცნობო წრე გავიჩინე. 2018 წელს აქ გაცნობილმა და შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - გვეუბნება ნოდარ იორამაშვილი, რომელსაც კახურმა ყოფამ, ურთიერთობებმა იქ თავისი გარემოს აშენებაც მოანდომა.

"მინდოდა, ჩემი გარემო მქონოდა, მიწის ძიება დავიწყე. მოკლედ, რაღაც პერიოდის მერე შევიძინე 1800 კვადრატული მეტრი. პროექტი ახაშენშიც გვქონდა და იქაც ისე მომეწონა სიტუაცია, ვენახი "ფაფრის მინდვრებზე“, საფერავის მიკროზონაში შევიძინე. იქ რქაწითელი და საფერავი 90-იან წლებში იყო გაშენებული. შევარემონტე, მივხედე, დავწურე ყურძენი... მერე პანდემია დაემთხვა. იცით, რომ ბევრი რამ შეფერხდა, დაკონსერვდა და 2021 წლის იანვრიდან საქმიანობა თბილისში გავაგრძელე".

ოჯახთან ერთად

- თუმცა წინანდალში შეძენილ მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყეთ...

- კი, ძალიან მინდოდა საკუთარი ხის კოტეჯი მქონოდა, ნატურალური ხე ძალიან მომწონს. მერე ჩემი იდეა ჩემს მიწას მოვარგე, განსხვავებული დიზაინის ორსართულიანი საცხოვრებლის პროექტი შევქმენი. ნებართვები თელავში ავიღე და მშენებლობა დავიწყე, რაშიც მამა დამეხმარა. თელავში გადმოვიყვანე და ერთი წელი აქეთ ცხოვრობდა, შრომობდა. მე პროექტები მქონდა აღებული და არ მეცალა.

- ფინანსები სჭირდებოდა ამ ყველაფერს...

- სამ ეტაპად მოგვცეს სესხი და უკვე ბოლოშიც გავედი. მშენებლობის პროცესში ეზოს სხვანაირად გაკეთება მომინდა, ფანტასტიკური თონე გავაკეთე, დავამატე აუზი თავის გასახდელით და წყლის გადავლებით... მარანი, ქვევრები მაქვს ჩაყრილი და ნერგებიც დავრგე. 25 დეკემბერს ოფიციალურად უნდა გავხსნა ჩემი შექმნილი სივრცე. ჩვენთან სტუმრობა ყველა კატეგორიის ხალხზეა გათვლილი. ამ ყველაფრის სხვადასხვა მიმართულებით დატვირთვას ვაპირებ.

- ისე ქართლელმა კახეთში რატომ გადაწყვიტეთ დასახლება?

- გორშიც მაქვს გეგმაში რაღაცების გაკეთება, იქაც ეკოვარიანტი იქნება... კახეთმა ღვინით, ვენახით და ბევრი რამით მომხიბლა, თან, ტურიზმი უფრო მაღალ საფეხურზეა. ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მეუღლე დავითანხმე, წინანდალში გადმოსულიყო, მერე მეუღლის მშობლებიც, მამაც, რომელიც სამშენებლო სამუშაოებში ჩაერთო და ქართლიდან კახეთში გადმოვიდა...

- მგონი, ლიდერის თვისებები მკვეთრად გამოგარჩევთ სხვებისგან. ამასთან თქვენი სჯერათ, გენდობიან და მოგყვებიან...

- კი, ლიდერობა ბავშვობიდან მახასიათებს, თუმცა მეუღლესთან თავიდან გამიჭირდა, უფრო შეგუების მომენტი იყო. არავინ ჰყავდა კახეთში, არც მეგობარი, ნაცნობი, მაგრამ. სამი თვის მერე თბილისში აღარ მომყვებოდა. ამ ეტაპზე თბილისში ვართ, აქედან ვკურირებ ყველაფერს. თუმცა მთელი ოჯახი შაბათ-კვირას იქ ვართ და ბავშვებსაც ძალიან უყვართ იქაურობა. ახლა აქ რომ ვარ, ესეც სამსახურის გამოა, სამშენებლო კომპანიის ტექნიკური დირექტორი ვარ და ამის ბრალია... მერე მინდა, წინანდალში მიწა კიდევ ვიყიდო და ჩემთვის საცხოვრებელი სახლი ავიშენო, ოჯახი რომ წამოვიყვანო. ხომ ვთქვი, აქ ბევრი ხალხი გავიცანი ყველა სფეროში, დავმეგობრდი ოჯახებით, მიმიღო კახეთმა და მეც მივიღე. ერთმანეთს გვერდში მეგობრულად ვუდგავართ.

- ბევრ რამეს თქვენით მიაღწიეთ. ყველას შეუძლია მიზნის ასე მიღწევა?

- ვიღაცას მშობლებიდან მოჰყვება რაღაც, მე ყველაფერს მართლა ჩემით მივაღწიე... ეკომიმართულებით კიდევ მაქვს ოცნებები. ქართლში, ატენის ხეობაში პატარა წერეთში მაქვს მიწა. ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა ნასახლარები, ნასოფლარია, არავინ ცხოვრობს, დგას წმინდა გიორგის ეკლესია. ეკლესიის გვერდითაა ჩემი მიწა. გეგმაში მაქვს, ხის კოტეჯები ჩავდგა და ეკოგარემო შევქმნა. ისეთი ველური ბუნებაა, არც ინტერნეტია და არც ტელეფონი იჭერს. ეს ეკოგარემო მათთვის იქნება, ვისაც ამ ყველაფრისგან დროებით გათავისუფლება უნდა. შესანიშნავი ბუნებაა და ბუნებრივი წყალიც. რაც შეეხება იმას, ყველა შეძლებს თუ არა ასე საქმის კეთებას, გეტყვით, რომ შეძლებს, თუ სიზარმაცეს დაძლევს.

მიზანი უნდა დაისახონ და მერე სიზარმაცის გარეშე, საქმეს დიდი შრომით მიჰყვნენ. დღეს გასაკეთებელი დღესვე უნდა გააკეთო, შემდეგისთვის არ უნდა გადადო. არაფერს უნდა დანებდე. შეიძლება ბედმა გიღალატოს, საქმე არ წავიდეს, ხელი არ მოგემართოს, მაგრამ შინაგანად არ უნდა გატყდე. უნდა განაგრძო. ბოლო წლებია, ბევრი სხვადასხვა საქმის კეთება ერთდროულად მიწევს და არ ვწუწუნებ. ამის გარდა, ოჯახშიც აქტიურად ვარ ჩართული. მინდა, დრო ყველას დავუთმო და სწორად გავანაწილო, პრიორიტეტები განვსაზღვრო. ახალგაზრდებს, ვინც ჯერ კიდევ განათლების პროცესში არიან, ვურჩევდი, წავიდნენ, ნახონ უცხო ქვეყნები, იმოგზაურონ. ბევრი ვიმოგზაურე, საქართველოდან დავიწყე, თითქმის ყველა კუთხე მოვიარე - ყველა კუთხეს კარგად ვიცნობ თავის ტრადიციებით, კუთხური გემრიელობებით და იუმორით.

- რომელ ქვეყნებში იყავით?

- ევროპაში ბევრგან ვიმოგზაურე, ასევე აფრიკაში, არაბულ ქვეყნებში და აქედან გამომდინარე მეტად დავაფასე საკუთარი მიწა, კუთხე, ქვეყანა. საქართველოს ვერც ერთ ქვეყანაზე წინ ვერ დავაყენებ. მინდა, ახალგაზრდებმა მეტად განვავითაროთ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი კაპიტალი, ჩვენი ბიზნესით სხვები დავაინტერესოთ. ეს იქნება ჩემი რჩევა მათთვის, ვისაც თავში ამ ქვეყნიდან წასვლა უტრიალებს. არც ერთი შრომა სათაკილო არ არის. ფიზიკური შრომით არ დავკნინდებით.

- ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ არ ავხსენით რომ წინანდალში იმ კომპლექსს, რომელიც შექმენით, "პანტერა-წინანდალი" დაარქვით. რატომ პანტერა?

- ბრენდინგის კურსები რომ გავიარე, იქ მითხრეს, ისეთი უნდა იყოს სახელი, ადამიანს კარგად დაამახსოვრდესო. საძებნელიც და გამოსაგონებელიც არაფერი იყო, რადგან ჩემს დიდ პაპას სისწრაფიდან და სიძლიერიდან გამომდინარე პანტერა ერქვა. პანტერა ერქვა პაპას, ასე ეძახიან მამაჩემს, მე, ჩემს ძმას, ჩვენს გვარს. ბევრი საკუთარი სახელით არც მიცნობს...