სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურებოდნენ მინისტრების მეუღლეები საზეიმო წვეულებაზე - ფოტოები საახალწლო ღონისძიებიდან
როგორ გამოიყურებოდნენ მინისტრების მეუღლეები საზეიმო წვეულებაზე - ფოტოები საახალწლო ღონისძიებიდან

ორი დღის წინ, პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს­თან ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ა­ხალ­წლო მი­ღე­ბა­ზე უმას­პინ­ძლა. სა­ღა­მოს ელ­ჩე­ბის გარ­და, ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრე­ბიც სტუმ­რობ­დნენ, ზო­გიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნიც მარ­ტო...

სა­ღა­მო­ზე, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სტუმ­რებს კლა­სი­კურ სა­მოს­ში შეხ­ვდა. პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლეს შავი ფე­რის პი­ჯა­კი და ქვე­და­ბო­ლო ეცვა. შავი კა­ბე­ბი ეც­ვათ მი­ნის­ტრე­ბის ცო­ლებ­საც...

სა­ღა­მო­ზე მე­უღ­ლე­ე­ბის გა­რე­შე მი­ვიდ­ნენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრე­გა­ძე. ისი­ნი პრე­მი­ერ­თან ერ­თად უს­ხდნენ მა­გი­დას.

სა­ღა­მოს ეს­წრე­ბო­და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი თეა ახვლე­დი­ა­ნი. სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ წვე­უ­ლე­ბა­ზე კლა­სი­კურ, ყა­ვის­ფერ კა­ბა­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­ე­რო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი წვე­უ­ლე­ბას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ეს­წრო. ნინო ვა­შა­კი­ძე, "ერი­სი­ო­ნის" ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. წყვილს 4 შვი­ლის ჰყავს: სოფო, ალექ­სან­დრე, გი­ორ­გი და და­ნი­ე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­უღ­ლეს­თან ერა­თად პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. ია ჭა­ნუყ­ვა­ძე გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდში პროგ­რა­მის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობს.

პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ოთარ შა­მუ­გი­ას მე­უღ­ლეც. მა­რი­ამ შა­მუ­გია სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის უფ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობს.

ვიცე-პრე­მი­ე­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი სა­ღა­მოს, მე­უღ­ლე, თეა ფარ­ქო­სა­ნი­ძეს­თან ერ­თად და­ეს­წრო.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, შო­რე­ნა ქო­ქაშ­ვილ­თან ერ­თად...

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, რუ­სუ­დან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან ერ­თად და­ეს­წრო სა­ღა­მოს...

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

აუ რა ლამაზი ცოლი ყავს დარჩიაშვილს

nia
0

საახალწლო ღონისძიებაა თუ პანაშვიდი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ გამოიყურებოდნენ მინისტრების მეუღლეები საზეიმო წვეულებაზე - ფოტოები საახალწლო ღონისძიებიდან

როგორ გამოიყურებოდნენ მინისტრების მეუღლეები საზეიმო წვეულებაზე - ფოტოები საახალწლო ღონისძიებიდან

ორი დღის წინ, პრემიერმა ღარიბაშვილმა მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. საღამოს ელჩების გარდა, ქართველი მინისტრებიც სტუმრობდნენ, ზოგიც მეუღლესთან ერთად და ზოგიერთი მათგანიც მარტო...

საღამოზე, ნუნუკა თამაზაშვილი სტუმრებს კლასიკურ სამოსში შეხვდა. პრემიერის მეუღლეს შავი ფერის პიჯაკი და ქვედაბოლო ეცვა. შავი კაბები ეცვათ მინისტრების ცოლებსაც...

საღამოზე მეუღლეების გარეშე მივიდნენ თავდაცვის მინისტრი ვახტანგ გომელაური და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ისინი პრემიერთან ერთად უსხდნენ მაგიდას.

საღამოს ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. საჯარო მოხელემ წვეულებაზე კლასიკურ, ყავისფერ კაბაზე გააკეთა არჩევანი.

საქართველოს საგაერო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წვეულებას მეუღლესთან ერთად დაესწრო. ნინო ვაშაკიძე, "ერისიონის" ყოფილი მოცეკვავეა. წყვილს 4 შვილის ჰყავს: სოფო, ალექსანდრე, გიორგი და დანიელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფართო საზოგადოებაში მეუღლესთან ერათად პირველად გამოჩნდა. ია ჭანუყვაძე გაეროს ბავშვთა ფონდში პროგრამის ასისტენტად მუშაობს.

პირველად ვნახეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას მეუღლეც. მარიამ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობს.

ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილი საღამოს, მეუღლე, თეა ფარქოსანიძესთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მეუღლესთან, შორენა ქოქაშვილთან ერთად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მეუღლესთან, რუსუდან ჯავახიშვილთან ერთად დაესწრო საღამოს...