სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი" - რას ჰყვება კალათბურთელის სიდედრი ქალიშვილის და სიძის ოჯახურ იდილიაზე
"ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი" - რას ჰყვება კალათბურთელის სიდედრი ქალიშვილის და სიძის ოჯახურ იდილიაზე

რო­გორ არ წარ­მიდ­გე­ნია ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი - ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, გა­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვა­რი, ღვაწლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი სი­დედ­რის წარ­დგე­ნა პირ­ვე­ლად მი­წევს. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი მსა­ხი­ო­ბი ზე­ი­ნაბ დვა­ლიშ­ვი­ლია, ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას სი­დედ­რი....

- სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით" უფრო ცნო­ბი­ლი გავ­ხდი, მაგ­რამ გული მწყდე­ბა, რომ სო­ხუ­მის თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის დროს, 1977-84 წლებ­ში, 30 მთა­ვა­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი და არა­ვის ახ­სოვს. ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი როლი გიჟი მარ­გო იყო, "მა­რა­დი­სო­ბის კა­ნონ­ში", რო­მე­ლიც გიზო ჟორ­და­ნი­ამ დად­გა. ის ჩემი პე­და­გო­გი იყო თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. ამ სპექ­ტაკ­ლით გა­იხ­სნა სო­ხუ­მის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი.

საქ­მე ის არის, რომ ზა­ზას მე-7 კლა­სი­დან ვიც­ნობ­დი. ჩემი მე­გობ­რის შვი­ლი და ზაზა ერ­თად და­დი­ოდ­ნენ კა­ლათ­ბურთზე. ერთ დღეს ეს მე­გო­ბა­რი მი­რე­კავს (მეგ­რე­ლე­ბის რძა­ლი ვარ), ძა­ლი­ან გთხოვ ზე­ი­კო, მოდი, კა­ლათ­ბურ­თის წრის მშობ­ლე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით და იქ­ნებ ღომი გაგ­ვი­კე­თოო. როცა მი­ვე­დი, მა­ღა­ლი, წარ­მო­სა­დე­გი ქალი უკვე ქუ­რას­თან იდგა და ღომს აკე­თებ­და. ვა­ი­მე, და­მაგ­ვი­ან­და-მეთ­ქი, შე­ვი­ცხა­დე. ზე­ი­კო, მა­რი­ნაც მეგ­რე­ლია და ის მო­ამ­ზა­დებ­სო, მი­თხრა მას­პინ­ძელ­მა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, მა­შინ მე ფქვილს ჩა­გიყ­რით-მეთ­ქი, გა­ვუ­ღი­მე. ბავ­შვე­ბი ამ დროს ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ. რო­დე­საც სუფ­რა გა­ი­შა­ლა და ისი­ნი ამო­ვიდ­ნენ, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­მა­ნიშ­ნა ყვე­ლა­ზე მა­ღალ, სე­რი­ო­ზულ, ცოტა და­კო­პილ ყმაწ­ვილ­ზე, ზე­ი­კო, ნახე, ეს მა­რი­ნას ბი­ჭია, ზაზა ფა­ჩუ­ლი­აო. ასე გა­ვი­ცა­ნი ზა­ზას დედა. გა­ვი­და წლე­ბი და ისევ ის მე­გო­ბა­რი მი­რე­კავს, ზე­ი­კო, ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ, გახ­სოვს, მა­რი­ნა რომ გა­გა­ცა­ნი, მისი ვაჟი NBA-ის რეკ­ლა­მა­ში­აო.

- ამის მერე რო­გორ გა­სი­დედ­რდით?

- ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი თიკა კონ­ცერ­ტზე მი­იწ­ვი­ეს. შეს­ვე­ნე­ბა­ზე ზაზა შე­სუ­ლა კუ­ლი­სებ­ში, უთ­ქვამს, ვგიჟ­დე­ბი სუ­ხიშ­ვი­ლებ­ზე და რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა, ვცდი­ლობ და­ვეს­წროო. თი­კას აუ­ხე­დავს და სი­მაღ­ლის გამო ეს ახედ­ვა დრო­ში ცოტა რომ გაგ­რძელ­და, ცხა­დია, და ამა­ზე თი­კას მე­გო­ბარს თურ­მე სი­ცი­ლი და­უ­წყია. კარ­გი, მა­შინ დავ­ჯდე­ბიო, ზა­ზა­საც ჩა­უ­ცი­ნია. თიკა შინ რომ მო­ვი­და, მი­ამ­ბო, დედა, იცი, რა უხერ­ხუ­ლად გა­მო­მი­ვი­და, კა­ლათ­ბურ­თე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლია გა­ვი­ცა­ნი, რომ ავ­ხე­დე და აღარ დამ­თავ­რდა, ამა­ზე სი­ცი­ლი ამი­ტყდაო. ასე გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი, მერე ნელ-ნელა სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღო მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ და და­ქორ­წინ­დნენ.

მახ­სოვს ზა­ზას პირ­ვე­ლად მოს­ვლა ჩვენ­თან. მე თმის რკა­ლუ­რას ვა­ტა­რებ, რომ შე­მო­ვი­და და ავი­ხე­დე, იმ­ხე­ლა­ზე გა­დავ­წიე თავი უკან, რომ გა­დამძვრა. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი სი­ძე­სი­დედ­რო­ბა. მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე დღის ჩა­სუ­ლი ვარ ამე­რი­კა­ში, ზა­ზას სტუმ­რე­ბი ჰყავ­და მოწ­ვე­უ­ლი. გრძელ მა­გი­დას­თან უზარ­მა­ზა­რი სკა­მე­ბი შე­მო­ე­წყოთ და ზაზა ით­ვლი­და სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. მე ვუ­თხა­რი, ამ­დე­ნი ხალ­ხი რომ ვერ და­ვა­ტი­ოთ, ცოტა პა­ტა­რა სკა­მე­ბი არა გაქვთ-მეთ­ქი? ქალ­ბა­ტო­ნო ზე­ი­ნაბ, ამ სახ­ლში პა­ტა­რას ვე­რა­ფერს იპო­ვით, სი­დედ­რის გარ­დაო, მი­პა­სუ­ხა სხარ­ტად. ადა­მი­ანს თუ იუ­მო­რი არა აქვს, არ შე­მიძ­ლია მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამა­შიც გა­ვუ­გეთ სიძე-სი­დედრმა ერ­თმა­ნეთს.

ერთხელ მა­რი­ამს (თი­კას მე­სა­მე შვი­ლი) ვა­სე­ირ­ნებ ეზო­ში. მო­პირ­და­პი­რედ თიკა და ზაზა სხე­დან და იცი­ნი­ან. რა იყო-მეთ­ქი, ვი­კი­თხე, და ზაზა ეუბ­ნე­ბა, არ უთხრაო, თი­კამ, არა, უნდა ვუ­თხრაო. დედა, იცი, რას ამ­ბობს, ეს ბავ­შვე­ბი სი­მაღ­ლით ზე­ი­კოს ხომ არ და­ემ­სგავ­სე­ბი­ა­ნო. მე ვუ­თხა­რი, შენ­სი­მაღ­ლე გო­გოს ჩემ­სი­მაღ­ლე გერ­ჩივ­ნოს-მეთ­ქი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
1

ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ ზაზა ქართველი სპორტსმენებიდან,მაგრად გაფასებ!!!!

ირაკლი
1

ზაზა ფაჩულია!ყველაზე მაგარი კაცი და სპორტსმენი,გაიხარე შენ საყვარელ ოჯახთან ერთად ზაზა❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი" - რას ჰყვება კალათბურთელის სიდედრი ქალიშვილის და სიძის ოჯახურ იდილიაზე

"ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი" - რას ჰყვება კალათბურთელის სიდედრი ქალიშვილის და სიძის ოჯახურ იდილიაზე

როგორ არ წარმიდგენია ჩემი რესპონდენტები - ცნობილი მსახიობი, გამოჩენილი მხატვარი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, მრავალშვილიანი დედა, მაგრამ ცნობილი სპორტსმენის ცნობილი მსახიობი სიდედრის წარდგენა პირველად მიწევს. ჩემი რესპონდენტი მსახიობი ზეინაბ დვალიშვილია, ცნობილი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას სიდედრი....

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" უფრო ცნობილი გავხდი, მაგრამ გული მწყდება, რომ სოხუმის თეატრში მუშაობის დროს, 1977-84 წლებში, 30 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები და არავის ახსოვს. ჩემი ყველაზე საყვარელი როლი გიჟი მარგო იყო, "მარადისობის კანონში", რომელიც გიზო ჟორდანიამ დადგა. ის ჩემი პედაგოგი იყო თეატრალურ ინსტიტუტში. ამ სპექტაკლით გაიხსნა სოხუმის ქართული თეატრი.

საქმე ის არის, რომ ზაზას მე-7 კლასიდან ვიცნობდი. ჩემი მეგობრის შვილი და ზაზა ერთად დადიოდნენ კალათბურთზე. ერთ დღეს ეს მეგობარი მირეკავს (მეგრელების რძალი ვარ), ძალიან გთხოვ ზეიკო, მოდი, კალათბურთის წრის მშობლები ვიკრიბებით და იქნებ ღომი გაგვიკეთოო. როცა მივედი, მაღალი, წარმოსადეგი ქალი უკვე ქურასთან იდგა და ღომს აკეთებდა. ვაიმე, დამაგვიანდა-მეთქი, შევიცხადე. ზეიკო, მარინაც მეგრელია და ის მოამზადებსო, მითხრა მასპინძელმა. სასიამოვნოა, მაშინ მე ფქვილს ჩაგიყრით-მეთქი, გავუღიმე. ბავშვები ამ დროს ეზოში თამაშობდნენ. როდესაც სუფრა გაიშალა და ისინი ამოვიდნენ, ჩემმა მეგობარმა მიმანიშნა ყველაზე მაღალ, სერიოზულ, ცოტა დაკოპილ ყმაწვილზე, ზეიკო, ნახე, ეს მარინას ბიჭია, ზაზა ფაჩულიაო. ასე გავიცანი ზაზას დედა. გავიდა წლები და ისევ ის მეგობარი მირეკავს, ზეიკო, ტელევიზორს უყურებ, გახსოვს, მარინა რომ გაგაცანი, მისი ვაჟი NBA-ის რეკლამაშიაო.

- ამის მერე როგორ გასიდედრდით?

- ჩემი ქალიშვილი თიკა კონცერტზე მიიწვიეს. შესვენებაზე ზაზა შესულა კულისებში, უთქვამს, ვგიჟდები სუხიშვილებზე და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ვცდილობ დავესწროო. თიკას აუხედავს და სიმაღლის გამო ეს ახედვა დროში ცოტა რომ გაგრძელდა, ცხადია, და ამაზე თიკას მეგობარს თურმე სიცილი დაუწყია. კარგი, მაშინ დავჯდებიო, ზაზასაც ჩაუცინია. თიკა შინ რომ მოვიდა, მიამბო, დედა, იცი, რა უხერხულად გამომივიდა, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი, მერე ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო მათმა ურთიერთობამ და დაქორწინდნენ.

მახსოვს ზაზას პირველად მოსვლა ჩვენთან. მე თმის რკალურას ვატარებ, რომ შემოვიდა და ავიხედე, იმხელაზე გადავწიე თავი უკან, რომ გადამძვრა. ასე დაიწყო ჩვენი სიძესიდედრობა. მახსოვს, რამდენიმე დღის ჩასული ვარ ამერიკაში, ზაზას სტუმრები ჰყავდა მოწვეული. გრძელ მაგიდასთან უზარმაზარი სკამები შემოეწყოთ და ზაზა ითვლიდა სტუმრების რაოდენობას. მე ვუთხარი, ამდენი ხალხი რომ ვერ დავატიოთ, ცოტა პატარა სკამები არა გაქვთ-მეთქი? ქალბატონო ზეინაბ, ამ სახლში პატარას ვერაფერს იპოვით, სიდედრის გარდაო, მიპასუხა სხარტად. ადამიანს თუ იუმორი არა აქვს, არ შემიძლია მასთან ურთიერთობა. ამაშიც გავუგეთ სიძე-სიდედრმა ერთმანეთს.

ერთხელ მარიამს (თიკას მესამე შვილი) ვასეირნებ ეზოში. მოპირდაპირედ თიკა და ზაზა სხედან და იცინიან. რა იყო-მეთქი, ვიკითხე, და ზაზა ეუბნება, არ უთხრაო, თიკამ, არა, უნდა ვუთხრაო. დედა, იცი, რას ამბობს, ეს ბავშვები სიმაღლით ზეიკოს ხომ არ დაემსგავსებიანო. მე ვუთხარი, შენსიმაღლე გოგოს ჩემსიმაღლე გერჩივნოს-მეთქი. გააგრძელეთ კითხვა