პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორივე - ლაიმა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა ძალიან უშიშარი ქალბატონები არიან! ამხელა აგრესიულ მანქანას დაეჯახო, წარმოუდგენელი რამეა!" - დავით ოქიტაშვილი
"ორივე - ლაიმა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა ძალიან უშიშარი ქალბატონები არიან! ამხელა აგრესიულ მანქანას დაეჯახო, წარმოუდგენელი რამეა!" - დავით ოქიტაშვილი

"გა­ა­ჩე­რეთ ომი, გე­მუ­და­რე­ბით!“ - ამ ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ცნო­ბილ­მა ლატ­ვი­ელ­მა მომ­ღე­რალ­მა ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლემ ჯერ კი­დევ მარ­ტის და­სა­წყის­ში, აშშ-დან გა­ავ­რცე­ლა. ის ამა­ვე ვი­დე­ო­ში ჰყვე­ბო­და თა­ვის კი­ე­ველ მე­გო­ბარ მუ­სი­კოს­ზე, რო­მე­ლიც ბომ­ბებს თავ­შე­სა­ფარ­ში ემა­ლე­ბო­და... ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლე ომის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რია. ივ­ლის­ში, კონ­ცერ­ტზე, ის სცე­ნა­ზე უკ­რა­ი­ნის ლურჯ-ყვი­თე­ლი დრო­შით გა­ვი­და...

"რუ­სე­თი და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას და წერ­ტი­ლი, აქ არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბის მო­ძებ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. ლა­პა­რა­კო­ბენ, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი იღუ­პე­ბი­ა­ნო, სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხეთ, - რა­ტომ? რა­ტომ იღუ­პე­ბი­ან ისი­ნი? რას აკე­თე­ბენ ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში? თუ არ გინ­დათ, რომ ისი­ნი იღუ­პე­ბოდ­ნენ, წა­დით! წა­დით, თქვენ არა­ვინ გე­ლით! თქვენ არა­ვის უნ­დი­ხართ! იძა­ხი­ან, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის და­სა­ცა­ვად წა­ვე­დი­თო და ამი­ტომ ბომ­ბავთ ხარ­კოვს?", - წერ­და მომ­ღე­რა­ლი...

ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რმა არ იცის, რომ ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ზეც უსა­ზღვროდ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და 2008 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დრო­საც სა­ქარ­თვე­ლოს ბედს მწვა­ვედ გა­ნიც­დი­და... ამის შე­სა­ხებ და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს...

- იურ­მა­ლას კონ­კურ­სზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და ერ­თმა­ნე­თი იქ გა­ვი­ცა­ნით, ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით და ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლე შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვიწ­ვიე. აქ ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი თა­ვად გა­მოთ­ქვა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, იგი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და და ბა­თუ­მის "ინ­ტუ­რის­ტში“ მღე­რო­და.

- 2008 წელს გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია?

- ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ არა­სო­დეს გა­ნე­ლე­ბუ­ლა... 2008 წელს მა­ნაც, ისე­ვე, რო­გორც ალა პუ­გა­ჩო­ვამ, თა­ვი­სი პო­ზი­ცია მკაც­რად და­ა­ფიქ­სი­რა. ეს ორი ქალ­ბა­ტო­ნი ისე­დაც მე­გობ­რე­ბი არი­ან და ყო­ველ­თვის იქ დგა­ნან, სა­დაც სი­მარ­თლეა! მათი სიყ­ვა­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ იმ­დე­ნად დი­დია, სულ კი­თხუ­ლო­ბენ, ჩვენს თავს რა ხდე­ბა...

მინ­და, დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლეს ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რა­საც სულ იჩენს ჩვენ მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს, უდი­დე­სი სურ­ვი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს შეხ­ვედ­რო­და და შეხ­ვდა კი­დეც... იმ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იმ სიყ­ვა­რულ­ზე ისა­უბ­რეს, რაც ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბობს.

- პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა თქვენ მო­უ­წყვეთ?

- დიახ... და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თი ის­ხდნენ და სა­უბ­რობ­დნენ, როცა შეხ­ვედ­რა სულ ოცი წუ­თით იყო და­გეგ­მი­ლი.. ლა­ი­მამ მთხო­ვა, მე მსურს ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, თუ რა დი­დია ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის კავ­ში­რი და ამას ყვე­ლა­ზე კარ­გად უწ­მინ­დე­სი გა­მი­გებს, მიხ­ვდე­ბა, მე რომ გულ­წრფე­ლი ვარო... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მარინა
1

ძლივს პოზიტივი და დავინახე, სიმართლე გითხრათ ცოტა არ იყოს გამაკვირვა.რაო ომი გინდათ ბატონო ჩემო... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ორივე - ლაიმა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა ძალიან უშიშარი ქალბატონები არიან! ამხელა აგრესიულ მანქანას დაეჯახო, წარმოუდგენელი რამეა!" - დავით ოქიტაშვილი

"ორივე - ლაიმა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა ძალიან უშიშარი ქალბატონები არიან! ამხელა აგრესიულ მანქანას დაეჯახო, წარმოუდგენელი რამეა!" - დავით ოქიტაშვილი

"გააჩერეთ ომი, გემუდარებით!“ - ამ შინაარსის ვიდეომიმართვა ცნობილმა ლატვიელმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, აშშ-დან გაავრცელა. ის ამავე ვიდეოში ჰყვებოდა თავის კიეველ მეგობარ მუსიკოსზე, რომელიც ბომბებს თავშესაფარში ემალებოდა... ლაიმა ვაიკულე ომის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინის მხარდამჭერია. ივლისში, კონცერტზე, ის სცენაზე უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშით გავიდა...

"რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და წერტილი, აქ არანაირი გამართლების მოძებნა არ შეიძლება. ლაპარაკობენ, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიანო, საკუთარ თავს ჰკითხეთ, - რატომ? რატომ იღუპებიან ისინი? რას აკეთებენ ისინი უკრაინაში? თუ არ გინდათ, რომ ისინი იღუპებოდნენ, წადით! წადით, თქვენ არავინ გელით! თქვენ არავის უნდიხართ! იძახიან, უკრაინაში რუსების დასაცავად წავედითო და ამიტომ ბომბავთ ხარკოვს?", - წერდა მომღერალი...

ალბათ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ლაიმა ვაიკულე საქართველოზეც უსაზღვროდ არის შეყვარებული და 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც საქართველოს ბედს მწვავედ განიცდიდა... ამის შესახებ დავით ოქიტაშვილი გვიამბობს...

- იურმალას კონკურსზე ვიმყოფებოდი და ერთმანეთი იქ გავიცანით, ძალიან დავახლოვდით და ლაიმა ვაიკულე შემდეგ საქართველოში რამდენჯერმე მოვიწვიე. აქ ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა. გარკვეული პერიოდი, იგი ბათუმში ცხოვრობდა და ბათუმის "ინტურისტში“ მღეროდა.

- 2008 წელს გამოხატა თავისი პოზიცია?

- ლაიმა ვაიკულეს დამოკიდებულება და სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ არასოდეს განელებულა... 2008 წელს მანაც, ისევე, როგორც ალა პუგაჩოვამ, თავისი პოზიცია მკაცრად დააფიქსირა. ეს ორი ქალბატონი ისედაც მეგობრები არიან და ყოველთვის იქ დგანან, სადაც სიმართლეა! მათი სიყვარული საქართველოს მიმართ იმდენად დიდია, სულ კითხულობენ, ჩვენს თავს რა ხდება...

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ლაიმა ვაიკულეს ამ სიყვარულისთვის, რასაც სულ იჩენს ჩვენ მიმართ. საქართველოში ყოფნის დროს, უდიდესი სურვილი ჰქონდა საქართველოს პატრიარქს შეხვედროდა და შეხვდა კიდეც... იმ ურთიერთობებზე, იმ სიყვარულზე ისაუბრეს, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.

- პატრიარქთან შეხვედრა თქვენ მოუწყვეთ?

- დიახ... დაახლოებით ორი საათი ისხდნენ და საუბრობდნენ, როცა შეხვედრა სულ ოცი წუთით იყო დაგეგმილი.. ლაიმამ მთხოვა, მე მსურს ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ, თუ რა დიდია ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი და ამას ყველაზე კარგად უწმინდესი გამიგებს, მიხვდება, მე რომ გულწრფელი ვარო... გააგრძელეთ კითხვა