სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ახალი კერპი: ტრანსგენდერი შეყვარებული და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია - როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე
მსოფლიოს ახალი კერპი: ტრანსგენდერი შეყვარებული და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია - როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე

კი­ლი­ან მბა­პეს მსოფ­ლი­ოს თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თის მთა­ვარ სა­ოც­რე­ბას უწო­დე­ბენ. 17 წლის ასაკ­ში ახალ­გაზ­რდა თავ­დამ­სხმე­ლი უკვე საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და. 18 წლის ახალ­გაზ­რდის­თვის კი უკვე პლა­ნე­ტის ცნო­ბი­ლი კლუ­ბე­ბი იბ­რძოდ­ნენ. მა­შინ კი­ლი­ან­მა ფრან­გუ­ლი "პარი სენ-ჟერ­მე­ნი" ამ­ჯო­ბი­ნა და ცოტა ხნით მი­ა­ტო­ვა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა - ეთა­მა­შა ლი­ო­ნელ მე­სის გვერ­დით.

კი­ლი­ა­ნი ბონდში, პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში 1998 წლის 20 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და. რთუ­ლია, ფეხ­ბურ­თელს მი­ა­კუთ­ვნო გარ­კვე­უ­ლი ეროვ­ნე­ბა, რად­გან მშობ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ სხვა­დას­ხვა ერს: მამა აფ­რი­კე­ლია, კა­მე­რუ­ნის მკვიდ­რი, დე­დის ფეს­ვე­ბი კი არა­ბე­თი­დან მო­დის, მისი წი­ნაპ­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში ალ­ჟი­რი­დან გა­და­სახ­ლდნენ. ფეხ­ბურ­თე­ლი იცავს საფ­რან­გე­თის ტრა­დი­ცი­ულ რე­ლი­გი­ას - ქრის­ტი­ა­ნო­ბას.

კი­ლი­ან მბა­პე მა­მას­თან და ძმას­თან ერ­თად

ბავ­შვო­ბი­დან მბა­პეს კერ­პე­ბი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ და ზი­ნე­დინ ზი­და­ნი, მისი საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბი კი მად­რი­დის "რე­ა­ლი“ იყო.

  • ოჯა­ხი

დედა პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ხელ­ბურ­თით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მამა თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მისი კა­რი­ე­რა მწვრთნე­ლად კლუბ "ბონდში“ გაგ­რძელ­და.

ახალ­გაზ­რდის ბი­ოგ­რა­ფია წი­ნას­წარ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. მამა ჯერ თა­ვად წვრთნი­და მემ­კვიდ­რეს, შემ­დეგ კი პრეს­ტი­ჟულ Clairefontaine Academy-ში ავარ­ჯი­შებ­და, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თე­ლებს ამ­ზა­დებს. მა­გა­ლი­თად, მისი კედ­ლე­ბი­დან გა­მო­ვიდ­ნენ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ტი­ე­რი ანრი და "ბარ­სე­ლო­ნას“ ლე­გენ­და­რუ­ლი მცვე­ლი ლი­ლი­ან ტუ­რა­მი.

სახ­ლსა და აკა­დე­მი­ას ერ­თმა­ნეთ­თან ათო­ბით კი­ლო­მეტ­რი აშო­რებ­და, მაგ­რამ მამა-შვი­ლი ვარ­ჯიშ­ზე თით­ქმის ყო­ველ დღე და­დი­ო­და. ძა­ლის­ხმე­ვა არ იყო უშე­დე­გო. 15 წლის მბა­პეს­თან კონ­ტრაქ­ტი "მო­ნა­კომ" გა­ა­ფორ­მა.

მბა­პე დე­დას­თან ერ­თად

კი­ლი­ან მბა­პემ "მო­ნა­კოს" ახალ­გაზ­რდულ გუნდში 2 წელი გა­ა­ტა­რა და ტი­ე­რი ან­რის რე­კორ­დი მოხ­სნა, რო­მე­ლიც ერთ დროს კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შის ტი­ტულს ატა­რებ­და. სა­დე­ბი­უ­ტო თა­მაშ­ში მან სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა, ერთი წლის შემ­დეგ კი გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც "მო­ნა­კოს­თვის" გოლი გა­ი­ტა­ნა..

კი­ლი­ა­ნი 17 წლის ჯერ კი­დევ არ იყო, როცა უფ­რო­სებ­თან თა­მა­ში და­ი­წყო, თავ­დამ­სხმე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. მბა­პე, რო­მელ­მაც მი­ი­ღო მეტ­სა­ხე­ლი "დო­ნა­ტე­ლო“ მულ­ტფილ­მის Tenage Mutant Ninja Turtles პერ­სო­ნაჟ­თან მსგავ­სე­ბის გამო, კო­მე­ტის სის­წრა­ფით აფ­რინ­და ფრან­გუ­ლი ფეხ­ბურ­თის ოლიმ­პო­ზე. ძი­რი­თად გუნდში შეს­ვლის შემ­დეგ მან ერთ სე­ზონ­ში 26 გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა. კლუბ­მა საგ­რძნობ­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა სტა­ტის­ტი­კა და ნი­ჭი­ერ სპორ­ტსმენ­თან ერ­თად ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დე­რი გახ­და.

პა­ტა­რა კი­ლი­ა­ნი და ტი­ე­რი ანრი

2017 წლის ზა­ფხუ­ლის­თვის ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო. მბა­პე სურ­და "ბარ­სე­ლო­ნას“, ლონ­დო­ნის "არ­სე­ნალს“ და მად­რი­დის "რე­ალს”. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სია "პარი სენ-ჟერ­მენ­მა" შე­ავ­სო. თავ­დამ­სხმელ­მა არ­ჩე­ვა­ნი ამ უკა­ნას­კნელ­ზე შე­ა­ჩე­რა. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვი იყო - მას სამ­შობ­ლო­დან წას­ვლა არ სურ­და.

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს კი­ლი­ა­ნი პსჟ-ში წა­ვი­და, ერთი წლის შემ­დეგ კი კლუბ­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. ტრანსფე­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 180 მი­ლი­ო­ნი ევრო იყო, ხელ­ფა­სი კი 17,5 მი­ლი­ო­ნი ევრო წე­ლი­წად­ში. ფეხ­ბურ­თელ­მა 29 ნომ­რი­ა­ნი ფორ­მა ჩა­იც­ვა და მა­შინ­ვე გუნ­დის ერთ-ერთ ლი­დე­რად გა­და­იქ­ცა. უკვე დე­კემ­ბრის­თვის კი­ლი­ან­მა მი­აღ­წია ახალ რე­კორდს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე 10 გო­ლის გა­ტა­ნით.

მბა­პეს ოთა­ხი ძა­ლი­ან ჰგავ­და ბევ­რი პა­ტა­რა, მე­ოც­ნე­ბე ბი­ჭის ოთახს. მისი ფა­ვო­რი­ტი ფეხ­ბურ­თე­ლი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ იყო.

ლუ­კას მო­უ­რას წას­ვლის შემ­დეგ, მბა­პემ ნო­მე­რი 7-ით შეც­ვა­ლა. სტა­ტის­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2018 წელს სპორ­ტსმე­ნი პირ­ვე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ტეჯი სა­ვა­ნი­ერ­თან და­ვის გამო, წი­თე­ლი ბა­რა­თის მი­ღე­ბი­სას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "ლი­ონ­თან“ მატჩში კი­ლი­ან­მა კვლავ მოხ­სნა რე­კორ­დი 4 გო­ლის გა­ტა­ნით თა­მა­შის მე-13 წუთ­ზე. ჟურ­ნალ­მა France Football-მა თავ­დამ­სხმე­ლის წარ­მა­ტე­ბა და­ა­ფა­სა და "კოპა" გა­დას­ცა. ერთი წლის შემ­დეგ, თავ­დამ­სხმე­ლი მოხ­ვდა FIFA-ს სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მო­თა­მა­შე­ე­ბის ჯილ­დოს მოკ­ლე სი­ა­ში.

მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის მთა­ვა­რი სატ­რანსფე­რო ინ­ტრი­გა იყო კი­ლი­ა­ნის შე­საძ­ლო ტრანსფე­რი მად­რი­დის "რე­ალ­ში“. მე­დია წერ­და, რომ აგენტ ბრუ­ნო სა­ტი­ნის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ფეხ­ბურ­თელ­სა და გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის შე­თან­ხმე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე მიღ­წე­უ­ლი იყო, მაგ­რამ "პსჟ“-ს პრე­ზი­დენ­ტმა ნა­სერ ალ-ხე­ლა­ი­ფიმ უარ­ყო არ­გუ­მენ­ტე­ბი სპორ­ტსმე­ნის გარ­და­უ­ვა­ლი წას­ვლის შე­სა­ხებ.

  • საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბი

2015 წლი­დან მბა­პემ და­ი­წყო თა­მა­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში მიწ­ვე­ვამ არ და­ა­ყოვ­ნა. მალე, ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი შე­უ­ერ­თდა საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ გუნდს და გა­ემ­გზავ­რა 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რუ­სეთ­ში. ვარ­ჯი­ში ტრავ­მით და­ი­წყო. ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე 2 დღით ადრე მბა­პემ გუნ­დის მცველ ადილ რა­მის­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას ტერ­ფი და­ი­ზი­ა­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ტრავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი არ იყო.

გუნ­დი C ჯგუფ­ში მოხ­ვდა, რო­მელ­შიც ასე­ვე შე­დი­ოდ­ნენ ავ­სტრა­ლია, და­ნია და პერუ. 16 ივ­ნისს ფრან­გებ­მა ავ­სტრა­ლია ან­გა­რი­შით 2:1 და­ა­მარ­ცხეს. 21 ივ­ნისს კი "ტრი­კო­ლო­რებ­მა" პე­რუს­თან ითა­მა­შეს. მე­ტო­ქეს­თან ერ­თა­დერ­თი გოლი მბა­პემ გა­ი­ტა­ნა და გუნ­დის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პლეი-ოფში ნა­ად­რე­ვი გას­ვლა უზ­რუნ­ველ­ჰყო.

პლეი-ოფის ყვე­ლა ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ, ფრან­გე­ბი ფი­ნალ­ში გა­ვიდ­ნენ. 2018 წლის 15 ივ­ლისს, "ლუ­ჟ­ნი­კის“ სტა­დი­ონ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალს უმას­პინ­ძლა. ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში პირ­ვე­ლად გა­ვი­და, საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­თან ან­გა­რი­შით 2:4 და­მარ­ცხდა.

სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლად ულტრას­წრა­ფი კი­ლი­ან მბა­პე და­სა­ხელ­და, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ო­ნატ­ში 3 გოლი გა­ი­ტა­ნა, 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ კი ხორ­ვა­ტი ლუკა მოდ­რი­ჩი და­სა­ხელ­და.

  • რამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს კი­ლი­ან მბა­პე?

2019 წელს Forbes-მა მბა­პე მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან ფეხ­ბურ­თე­ლად და­ა­სა­ხე­ლა. მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 12-მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ფას­და.

2022 წელს, პსჟ-სთან ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მბა­პემ კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბის­თვის პრე­მია მი­ი­ღო 300 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით. ამას­თან, მისი წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 100 მი­ლი­ო­ნია გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­რე­შე. Marca-ს ცნო­ბით, ამის შემ­დეგ თავ­დამ­სხმე­ლი გახ­და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სპორ­ტსმე­ნი მსოფ­ლი­ო­ში.

ფრანგ ფეხ­ბურ­თელს უყ­ვარს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, აქვს შე­სა­ბა­მი­სი კო­ლექ­ცია. მის ავ­ტო­პარკში ნა­ხავთ მერ­სე­დესს, აუ­დის, ფერ­ა­რი­სა და BMW-ს ძვი­რა­დღი­რე­ბულ მო­დე­ლებს.

Transfermarkt-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მბა­პეს ფასი 160 მი­ლი­ო­ნი ევ­როა. (იხი­ლეთ ვრცლად)

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ფეხ­ბურ­თე­ლი ერი­დე­ბა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შეშ­ვე­ბას. პრე­სას უწევს ბრძო­ლა სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბის მო­სა­ძებ­ნად. ამ­ბობ­დნენ, რომ კი­ლი­ა­ნი ერთ დროს ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის, გრე­ის კე­ლის შვი­ლიშ­ვილს ხვდე­ბო­და.

ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრე­სა­ში გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ პსჟ-ს ფორ­ვარდს რო­მა­ნი ჰქონ­და ბრუ­ნო მარ­კე­სი­ნის­თან, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ნე­ი­მა­რის გა­ტა­ცე­ბა იყო. თუმ­ცა, შემ­დგომ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გა­ა­ქარ­წყლა ჭო­რე­ბი - გო­გო­ნამ ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ან­თან გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

ასე­ვე ყვი­თე­ლი პრე­სა წერ­და, რომ მბა­პე "მის საფ­რან­გეთ 2017"-ს ალი­სია აი­ლისს ხვდე­ბო­და. გო­გო­ნა პა­რიზ­ში სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან ჩა­ვი­და. ახლა ის სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას იწყობს, ცნო­ბი­ლია მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა Intimissimi-სა და Nina Ricci-სთან. ლა­მაზ­მა­ნი გა­ნათ­ლე­ბას არ ივი­წყებს - იუ­რი­დი­ულ­ზე სწავ­ლობს და ად­ვო­კა­ტო­ბა­საც გეგ­მავს.

მბა­პე და ინე­სი

ინეს რაუ

2022 წელს პრე­სა­ში და­ი­წე­რა ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლის, ინეს რა­უ­სის რო­მა­ნის შე­სა­ხებ. წყვი­ლი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და იახ­ტა­ზე დას­ვე­ნე­ბის დროს ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს. თუმ­ცა არც კი­ლი­ა­ნი და არც ინე­სი ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

  • მბა­პე ახლა

2022 წელს თავ­დამ­სხმე­ლის შე­საძ­ლო ტრანსფერ­ზე სა­უ­ბა­რი გაგ­რძელ­და. სხვა­თა შო­რის, პსჟ-მ ფეხ­ბურ­თელს ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი შეს­თა­ვა­ზა, წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი ევრო. თუ კი­ლი­ა­ნი და­თან­ხმდე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში მოხ­ვდე­ბო­და. გარ­და ამი­სა, ფრან­გუ­ლი კლუ­ბი მბა­პეს გუნ­დის კა­პიტ­ნის წო­დე­ბას დაჰ­პირ­და.

ამა­სო­ბა­ში "რე­ალ­მა“ სპორ­ტსმენს ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზა. კი­ლი­ან­მა პა­რი­ზულ კლუბ­ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი 2025 წლამ­დეა ძა­ლა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად მბა­პეს შთამ­ბეჭ­და­ვი თა­მა­ში­სა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში მე­ტო­ქე არ­გენ­ტი­ნას 2 წუთ­ში 2 გოლი გა­უ­ტა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ კი ჰეთ-თრი­კი შე­ას­რუ­ლა, ფრან­გებ­მა ფი­ნა­ლი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში წა­ა­გეს. წა­გე­ბის შემ­დეგ კი­ლი­ანს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად კა­ტარ­ში ჩა­სუ­ლი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მი­უ­ახ­ლოვ­და, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თე­ლის მხარ­და­ჭე­რას ცდი­ლობ­და.

მუნ­დი­ა­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით - გა­ტა­ნი­ლი რვა გო­ლით, მბა­პე 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რად და­სა­ხელ­და

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ას
10

ამ ასაკში კაცი მილიარდერია, ლამის საქართველოა ბიუჯეტისხელა ფული უდევს ანგარიშზე, მსოფლიო იცნობს, უყვარს და ეს ნაცარქექია ხალხი ზის და იძახის, აღარ გვიყვარსო )))))) უბრალოდ საცოდავები ხართ, მეტი უნდა უჭირდეს ამ ქვეყანას, ამდენი ,,მოაზროვნე,, რომ გვყავს 

!!!
2

ვეთანხმები გერონტის!!! მის დაკვირვებულ თვალს არაფერი გამორჩენია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მსოფლიოს ახალი კერპი: ტრანსგენდერი შეყვარებული და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია - როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე

მსოფლიოს ახალი კერპი: ტრანსგენდერი შეყვარებული და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია - როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე

კილიან მბაპეს მსოფლიოს თანამედროვე ფეხბურთის მთავარ საოცრებას უწოდებენ. 17 წლის ასაკში ახალგაზრდა თავდამსხმელი უკვე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. 18 წლის ახალგაზრდისთვის კი უკვე პლანეტის ცნობილი კლუბები იბრძოდნენ. მაშინ კილიანმა ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ამჯობინა და ცოტა ხნით მიატოვა ბავშვობის ოცნება - ეთამაშა ლიონელ მესის გვერდით.

კილიანი ბონდში, პარიზის გარეუბანში 1998 წლის 20 დეკემბერს დაიბადა. რთულია, ფეხბურთელს მიაკუთვნო გარკვეული ეროვნება, რადგან მშობლები წარმოადგენენ სხვადასხვა ერს: მამა აფრიკელია, კამერუნის მკვიდრი, დედის ფესვები კი არაბეთიდან მოდის, მისი წინაპრები საფრანგეთში ალჟირიდან გადასახლდნენ. ფეხბურთელი იცავს საფრანგეთის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას.

კილიან მბაპე მამასთან და ძმასთან ერთად

ბავშვობიდან მბაპეს კერპები კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი, მისი საყვარელი კლუბი კი მადრიდის "რეალი“ იყო.

  • ოჯახი

დედა პროფესიულ დონეზე ხელბურთით იყო დაკავებული. მამა თამაშობდა ფეხბურთს, მოგვიანებით კი, მისი კარიერა მწვრთნელად კლუბ "ბონდში“ გაგრძელდა.

ახალგაზრდის ბიოგრაფია წინასწარ იყო განსაზღვრული. მამა ჯერ თავად წვრთნიდა მემკვიდრეს, შემდეგ კი პრესტიჟულ Clairefontaine Academy-ში ავარჯიშებდა, რომელიც ცნობილ ფეხბურთელებს ამზადებს. მაგალითად, მისი კედლებიდან გამოვიდნენ მსოფლიო ჩემპიონი ტიერი ანრი და "ბარსელონას“ ლეგენდარული მცველი ლილიან ტურამი.

სახლსა და აკადემიას ერთმანეთთან ათობით კილომეტრი აშორებდა, მაგრამ მამა-შვილი ვარჯიშზე თითქმის ყოველ დღე დადიოდა. ძალისხმევა არ იყო უშედეგო. 15 წლის მბაპესთან კონტრაქტი "მონაკომ" გააფორმა.

მბაპე დედასთან ერთად

კილიან მბაპემ "მონაკოს" ახალგაზრდულ გუნდში 2 წელი გაატარა და ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა, რომელიც ერთ დროს კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულს ატარებდა. სადებიუტო თამაშში მან საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოსთვის" გოლი გაიტანა..

კილიანი 17 წლის ჯერ კიდევ არ იყო, როცა უფროსებთან თამაში დაიწყო, თავდამსხმელის პოზიციაზე. მბაპე, რომელმაც მიიღო მეტსახელი "დონატელო“ მულტფილმის Tenage Mutant Ninja Turtles პერსონაჟთან მსგავსების გამო, კომეტის სისწრაფით აფრინდა ფრანგული ფეხბურთის ოლიმპოზე. ძირითად გუნდში შესვლის შემდეგ მან ერთ სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა. კლუბმა საგრძნობლად გააუმჯობესა სტატისტიკა და ნიჭიერ სპორტსმენთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერი გახდა.

პატარა კილიანი და ტიერი ანრი

2017 წლის ზაფხულისთვის ფეხბურთელისთვის ბრძოლა დაიწყო. მბაპე სურდა "ბარსელონას“, ლონდონის "არსენალს“ და მადრიდის "რეალს”. მოგვიანებით სია "პარი სენ-ჟერმენმა" შეავსო. თავდამსხმელმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. მიზეზი მარტივი იყო - მას სამშობლოდან წასვლა არ სურდა.

აგვისტოს ბოლოს კილიანი პსჟ-ში წავიდა, ერთი წლის შემდეგ კი კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 180 მილიონი ევრო იყო, ხელფასი კი 17,5 მილიონი ევრო წელიწადში. ფეხბურთელმა 29 ნომრიანი ფორმა ჩაიცვა და მაშინვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად გადაიქცა. უკვე დეკემბრისთვის კილიანმა მიაღწია ახალ რეკორდს ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანით.

მბაპეს ოთახი ძალიან ჰგავდა ბევრი პატარა, მეოცნებე ბიჭის ოთახს. მისი ფავორიტი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყო.

ლუკას მოურას წასვლის შემდეგ, მბაპემ ნომერი 7-ით შეცვალა. სტატისტიკის გაუმჯობესების მიუხედავად, 2018 წელს სპორტსმენი პირველად გაათავისუფლეს ტეჯი სავანიერთან დავის გამო, წითელი ბარათის მიღებისას. მიუხედავად ამისა, "ლიონთან“ მატჩში კილიანმა კვლავ მოხსნა რეკორდი 4 გოლის გატანით თამაშის მე-13 წუთზე. ჟურნალმა France Football-მა თავდამსხმელის წარმატება დააფასა და "კოპა" გადასცა. ერთი წლის შემდეგ, თავდამსხმელი მოხვდა FIFA-ს საუკეთესო მამაკაცი მოთამაშეების ჯილდოს მოკლე სიაში.

მომავალი სეზონის მთავარი სატრანსფერო ინტრიგა იყო კილიანის შესაძლო ტრანსფერი მადრიდის "რეალში“. მედია წერდა, რომ აგენტ ბრუნო სატინის მუშაობის შედეგად, ფეხბურთელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება გაზაფხულზე მიღწეული იყო, მაგრამ "პსჟ“-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უარყო არგუმენტები სპორტსმენის გარდაუვალი წასვლის შესახებ.

  • საფრანგეთის ნაკრები

2015 წლიდან მბაპემ დაიწყო თამაში ეროვნული ნაკრების ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში. საფრანგეთის ნაკრების რიგებში მიწვევამ არ დააყოვნა. მალე, ამომავალი ვარსკვლავი შეუერთდა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს და გაემგზავრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში. ვარჯიში ტრავმით დაიწყო. ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე მბაპემ გუნდის მცველ ადილ რამისთან შეჯახებისას ტერფი დაიზიანა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ იყო.

გუნდი C ჯგუფში მოხვდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ ავსტრალია, დანია და პერუ. 16 ივნისს ფრანგებმა ავსტრალია ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. 21 ივნისს კი "ტრიკოლორებმა" პერუსთან ითამაშეს. მეტოქესთან ერთადერთი გოლი მბაპემ გაიტანა და გუნდის ჩემპიონატის პლეი-ოფში ნაადრევი გასვლა უზრუნველჰყო.

პლეი-ოფის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ფრანგები ფინალში გავიდნენ. 2018 წლის 15 ივლისს, "ლუჟნიკის“ სტადიონმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა. ხორვატიის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა, საფრანგეთის ნაკრებთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ულტრასწრაფი კილიან მბაპე დასახელდა, რომელმაც ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კი ხორვატი ლუკა მოდრიჩი დასახელდა.

  • რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე?

2019 წელს Forbes-მა მბაპე მსოფლიოს მეოთხე ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად დაასახელა. მისი წლიური შემოსავალი 12-მილიონ ევროდ შეფასდა.

2022 წელს, პსჟ-სთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ კონტრაქტის გაფორმებისთვის პრემია მიიღო 300 მილიონი ევროს ოდენობით. ამასთან, მისი წლიური ხელფასი 100 მილიონია გადასახადების გარეშე. Marca-ს ცნობით, ამის შემდეგ თავდამსხმელი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი მსოფლიოში.

ფრანგ ფეხბურთელს უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, აქვს შესაბამისი კოლექცია. მის ავტოპარკში ნახავთ მერსედესს, აუდის, ფერარისა და BMW-ს ძვირადღირებულ მოდელებს.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, მბაპეს ფასი 160 მილიონი ევროა. (იხილეთ ვრცლად)

  • პირადი ცხოვრება

ფეხბურთელი ერიდება გულშემატკივრების პირად ცხოვრებაში შეშვებას. პრესას უწევს ბრძოლა საინტერესო ფაქტების მოსაძებნად. ამბობდნენ, რომ კილიანი ერთ დროს ამერიკელი მსახიობის, გრეის კელის შვილიშვილს ხვდებოდა.

ცოტა მოგვიანებით, პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ პსჟ-ს ფორვარდს რომანი ჰქონდა ბრუნო მარკესინისთან, რომელიც წარსულში ნეიმარის გატაცება იყო. თუმცა, შემდგომმა მოვლენებმა გააქარწყლა ჭორები - გოგონამ ურთიერთობა სრულიად სხვა ადამიანთან გაასაჯაროვა.

ასევე ყვითელი პრესა წერდა, რომ მბაპე "მის საფრანგეთ 2017"-ს ალისია აილისს ხვდებოდა. გოგონა პარიზში სამხრეთ ამერიკიდან ჩავიდა. ახლა ის სამოდელო კარიერას იწყობს, ცნობილია მისი თანამშრომლობა Intimissimi-სა და Nina Ricci-სთან. ლამაზმანი განათლებას არ ივიწყებს - იურიდიულზე სწავლობს და ადვოკატობასაც გეგმავს.

მბაპე და ინესი

ინეს რაუ

2022 წელს პრესაში დაიწერა ფეხბურთელისა და ტრანსგენდერი მოდელის, ინეს რაუსის რომანის შესახებ. წყვილი კანის კინოფესტივალზე და იახტაზე დასვენების დროს ერთად დააფიქსირეს. თუმცა არც კილიანი და არც ინესი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

  • მბაპე ახლა

2022 წელს თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზე საუბარი გაგრძელდა. სხვათა შორის, პსჟ-მ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, წლიური ანაზღაურებით 100 მილიონი ევრო. თუ კილიანი დათანხმდებოდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგის სათავეში მოხვდებოდა. გარდა ამისა, ფრანგული კლუბი მბაპეს გუნდის კაპიტნის წოდებას დაჰპირდა.

ამასობაში "რეალმა“ სპორტსმენს ოდნავ განსხვავებული პირობები შესთავაზა. კილიანმა პარიზულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ახალი კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში.

მიუხედავად მბაპეს შთამბეჭდავი თამაშისა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეტოქე არგენტინას 2 წუთში 2 გოლი გაუტანა, საბოლოოდ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფრანგებმა ფინალი პენალტების სერიაში წააგეს. წაგების შემდეგ კილიანს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად კატარში ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიუახლოვდა, რომელიც ფეხბურთელის მხარდაჭერას ცდილობდა.

მუნდიალის შედეგების მიხედვით - გატანილი რვა გოლით, მბაპე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა