პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია, - ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო" - რას წერს ექსპრეზიდენტის ვაჟის მეუღლე
"ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია, - ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო" - რას წერს ექსპრეზიდენტის ვაჟის მეუღლე

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე, ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ანას თქმით, ზუს­ტად სამი წლის წინ ოთხმა ლა­ჩარ­მა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა მათი და­ლა­გე­ბუ­ლი და დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა და მო­უს­პო სი­ცო­ცხლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სიმ­შვი­დით ტკბო­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა… ჯა­ბა­უ­რი აქვე ცოტ­ნეს­თვის იმ ტრა­გი­კულ დღეს მი­ყე­ნე­ბულ ჭრი­ლო­ბებ­ზე წერს და ამ­ბობს, რომ მიმ­ტე­ვებ­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს დამ­ნა­შა­ვე­ებს აპა­ტი­ოს...

ანა ჯა­ბა­უ­რი:

"მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი. გულ­მკერ­დის ნა­წი­ლის ღია ჭრი­ლო­ბა. გულ­მკერ­დის მარ­ცხე­ნა ნა­ხევ­რის ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა. გულ­მკერ­დის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის ტრავ­მა. გულ­მკერ­დის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა ფილ­ტვის გამ­ჭო­ლი და­ზი­ა­ნე­ბით. ფილ­ტვის სხვა ტრავ­მე­ბი, გუმლკერ­დის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა. ტრავ­მუ­ლი ჰე­მოპ­ნევ­მო­თო­რაქ­სი და ღია პნევ­მო­თო­რაქ­სი. მხრის სარ­ტყლის და სხვა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ნა­წი­ლე­ბის ღია ჭრი­ლო­ბა, ლა­ვიწ-აკ­რო­მი­ო­ნის შე­სახ­სრე­ბის ად­გი­ლას ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა. თა­ვის მრავ­ლო­ბი­თი ღია ჭრი­ლო­ბე­ბი. თა­ვის მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მე­ბი. ქა­ლა­სარ­ქვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, მარ­ცხნივ შუბ­ლის თხე­მის ძვლე­ბის მრა­ვალფ­რაგ­მენ­ტუ­ლი, იმპრე­სი­უ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა. ტრავ­მუ­ლი სუბ­დუ­რუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვა, მარ­ცხე­ნა ჰე­მის­ფე­როს სუბ­დუ­რუ­ლი ჰე­მა­ტო­მა მთელ სივ­რცე­ზე. მარ­ჯვე­ნა ჰე­მის­ფე­როს და ჰე­მის­ფე­რო­თა­შო­რი­სი სივ­რცის სუბ­დუ­რუ­ლი ჰე­მო­რა­გია. თა­ვის ქა­ლის გა­ჭყლე­ტა.

ესაა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლი­თაც მო­მაკ­ვდა­ვი ცოტ­ნე, ზუს­ტად სამი წლის წინ, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ზო­მის და­ნე­ბი­თა და ბას­რი ია­რა­ღე­ბით, ალუ­მი­ნის ყა­ვარ­ჯნე­ბით, ას­ფალ­ტის ბელ­ტი­თა და ჩვენ­თვის უც­ნო­ბი მძი­მე, ბლაგ­ვი საგ­ნე­ბით. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თაც სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი თით­ქმის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გა­ხა­და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის…

მა­ნამ­დე, ერთი სა­ა­თით ადრე, სა­ში­ნაო ტა­ნი­სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბილ, სახ­ლი­დან არ­ხე­ი­ნად გა­სულ ცოტ­ნეს ჭიშ­კარ­თან ოთხი ნა­ძი­რა­ლა უსაფ­რდე­ბა, ქურ­დუ­ლად ეს­ხმის თავს და სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტებს.

მი­უ­ხე­და­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმის მი­ზე­ზე­ბის მი­მართ დღემ­დე გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სი­სა, ჩემი მხრი­დან, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის გა­რე­შე, ჰი­პო­ტე­ტურ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ად მი­მაჩ­ნია. ამი­ტომ, ერთ, ჩემ­თვის კარ­გად ცნო­ბილ და უტყუ­არ მი­ზეზს და­ვა­სა­ხე­ლებ მხო­ლოდ - ეს ოთხი­ვე თავ­დამ­სხმე­ლის ლაჩ­რო­ბა და არა­კა­ცო­ბაა. (აბა, გა­ე­ბე­და რო­მე­ლი­მეს ცოტ­ნეს­თან მარ­ტოს შერ­კი­ნე­ბა!). არ­ცერ­თს, არ­ცერ­თს არ აღ­მო­აჩ­ნდა ღირ­სე­ბის ნა­ტა­მა­ლი, წინ აღ­დგო­მო­და, არ ეკად­რა ყოვ­ლად სა­მარ­ცხვი­ნო, მხე­ცუ­რი, მუხ­თა­ლი და ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმა ერთ შე­უ­ია­რა­ღე­ბელ კაც­ზე. არ­ცერ­თს არ აღ­მო­აჩ­ნდა იო­ტი­სო­დე­ნა ადა­მი­ა­ნო­ბა, მხე­ცუ­რად არ გას­წო­რე­ბოდ­ნენ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ ჰქონ­და…

ერთ-ერთ ჩან­ჩუ­რას თა­ვიც კი მო­უ­წო­ნე­ბია - ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ავ­ჩე­ხეო. რა ქნას საბ­რა­ლომ, იცის, ამა­ზე "ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი’’არც არა­ფე­რი მოხ­დე­ბა ოდეს­მე მის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი არ­სის მაქ­სი­მუმს ევ­რო­პის სა­ვაჭ­რო ობიქ­ტე­ბი­დან ჭინ­ჭე­ბის ქურდბა­ცა­ცო­ბა, შე­დე­გად პა­ტიმ­რო­ბა და გა­მო­ძე­ვე­ბა, უკან შე­პარ­ვის­თვის სა­კუ­თარ გვარ­ზე უა­რის თქმა და ცო­ლის გვარს ამო­ფა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. ანა­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რია მე­ო­რე არა­კა­ცის "სა­ა­მა­ყო’’ ბი­ოგ­რა­ფი­ა­შიც იძებ­ნე­ბა - ევ­რო­პა­ში ქუდ­ბა­ცა­ცო­ბის­თვის და­პა­ტიმ­რე­ბა, გა­მო­ძე­ვე­ბა და უკან შე­პარ­ვის მიზ­ნით სა­კუ­თარ გვარ­ზე უა­რის თქმა. მე­სა­მე მში­შა­რა არა­კა­ცი ცოტ­ნეს მე­ზო­ბე­ლია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი გარ­დაც­ვლი­ლი ძმის გა­მო­ყე­ნე­ბაც კი არ ითა­კი­ლა ბინ­ძუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რის ასას­რუ­ლებ­ლად და მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­ი­ტყუა ცოტ­ნე. სწო­რედ იქ და­ახ­ვედ­რა (და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სახ­ლის ჭიშ­კარ­თა­ნაც) და­ნარ­ჩე­ნი სამი არა­კა­ციც.

საქ­მე იმა­შია, რომ წლე­ბის წინ, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ცოტ­ნეს­თან მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ცოტ­ნეს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბის გამო, გულ­ში ბოღ­მა და შუ­რის­ძი­ე­ბა ჩა­ი­დო და არ­ნა­ხუ­ლი ლაჩ­რუ­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მო­უ­წყო წლე­ბის შემ­დეგ…

ალ­ბათ, ყვე­ლას გვი­ნა­ხავს კად­რე­ბი, რო­მელ­შიც მსხვერ­პლის დე­დე­ბი სა­კუ­თარ შვილ­თა მკვლე­ლებს გულ­ში იკ­რა­ვენ, პა­ტი­ო­ბენ, თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან და სი­ცო­ცხლეს აგ­რძე­ლე­ბენ.

კარ­გად ვიცი, ვე­რა­სო­დეს, ვერ­ცერთ მათ­განს ვერ ვა­პა­ტი­ებ ვე­რა­ნა­ი­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სუ­ლის ცხო­ნე­ბის ფა­სად, რი­თაც კი­დევ უფრო მე­ტად და­ვიმ­ძი­მებ ჯვარს, რო­მელ­საც სამი წე­ლია ვა­ტა­რებ. მაგ­რამ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის პა­ტი­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია; რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც უად­გი­ლოა პი­რო­ბი­თო­ბი­სა თუ ფარ­დო­ბი­თო­ბის ცნე­ბა­თა ხსე­ნე­ბაც კი; რომ­ლის დრო­საც მე­დალს მხო­ლოდ ერთი მხა­რე აქვს და დამ­ნა­შა­ვეს ერთი ვერ­დიქ­ტი!

ვერ და­გამ­ძი­მებთ იმ ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ტან­ჯვის დე­ტა­ლე­ბით, რა­საც სი­ცო­ცხლი­სა და იმე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის არა­ერთ ფრონტზე ერ­თდრო­უ­ლი ბრძო­ლა ჰქვია. ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე, რომ­ლის მი­ღე­ბას მტერ­საც ვერ ვუ­სურ­ვებ…

ზუს­ტად სამი წლის წინ ოთხმა ლა­ჩარ­მა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა ჩვე­ნი და­ლა­გე­ბუ­ლი და დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა. ზუს­ტად სამი წლის წინ სა­მუ­და­მოდ მოგ­ვეს­პო სი­ცო­ცხლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სიმ­შვი­დით ტკბო­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა…

P.S. არა­და, თით­ქოს არც არა­ფე­რი უქად­და ცუდს ჩვენს ფე­რად ცხოვ­რე­ბას, რომ­ლის პრობ­ლე­მე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა თით­ქმის აღარ სცილ­დე­ბო­და ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის ფარ­გლებს…"

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევან თავბერიძე
1

ის რაც ცოტნეს გაუკეთეს არაკაცობაა და მხეცობა, მადლობა უფალს რომ გადარჩა ბიჭი

გოგა
24

არანაკლები აქვთ ამისქმარსაც და მის ძმებსაც ნაკეთები.უბრალოდ გაიმართლად პრეზიდენტის შვილები რომ იყვნენ და არიან.გამოიყვანეს ანგელოზი რა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია, - ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო" - რას წერს ექსპრეზიდენტის ვაჟის მეუღლე

"ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია, - ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო" - რას წერს ექსპრეზიდენტის ვაჟის მეუღლე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ანას თქმით, ზუსტად სამი წლის წინ ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა მათი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება და მოუსპო სიცოცხლით, სიყვარულითა და სიმშვიდით ტკბობის ყველანაირი შესაძლებლობა… ჯაბაური აქვე ცოტნესთვის იმ ტრაგიკულ დღეს მიყენებულ ჭრილობებზე წერს და ამბობს, რომ მიმტევებლური ბუნებისა და ტოლერანტობის მიუხედავად, ვერასოდეს შეძლებს დამნაშავეებს აპატიოს...

ანა ჯაბაური:

"მრავლობითი ტრავმა დაუზუსტებელი. გულმკერდის ნაწილის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გულმკერდის ღრუს ორგანოების ტრავმა. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. ფილტვის სხვა ტრავმები, გუმლკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი და ღია პნევმოთორაქსი. მხრის სარტყლის და სხვა დაუზუსტებელი ნაწილების ღია ჭრილობა, ლავიწ-აკრომიონის შესახსრების ადგილას ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის მრავლობითი ღია ჭრილობები. თავის მრავლობითი ტრავმები. ქალასარქვლის მოტეხილობა, მარცხნივ შუბლის თხემის ძვლების მრავალფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობა. ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, მარცხენა ჰემისფეროს სუბდურული ჰემატომა მთელ სივრცეზე. მარჯვენა ჰემისფეროს და ჰემისფეროთაშორისი სივრცის სუბდურული ჰემორაგია. თავის ქალის გაჭყლეტა.

ესაა დაზიანებების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც მომაკვდავი ცოტნე, ზუსტად სამი წლის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზიანებები, მიყენებული სხვადასხვა ზომის დანებითა და ბასრი იარაღებით, ალუმინის ყავარჯნებით, ასფალტის ბელტითა და ჩვენთვის უცნობი მძიმე, ბლაგვი საგნებით. დაზიანებები, რომელთაც სასიცოცხლო მაჩვენებლები თითქმის შეუთავსებელი გახადა სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლისთვის…

მანამდე, ერთი საათით ადრე, საშინაო ტანისამოსში გამოწყობილ, სახლიდან არხეინად გასულ ცოტნეს ჭიშკართან ოთხი ნაძირალა უსაფრდება, ქურდულად ესხმის თავს და სასიკვდილოდ იმეტებს.

მიუხედავად საზოგადოების მხრიდან თავდასხმის მიზეზების მიმართ დღემდე გაუნელებელი ინტერესისა, ჩემი მხრიდან, ზუსტი ინფორმაციის ფლობის გარეშე, ჰიპოტეტურ გარემოებებზე მსჯელობა სპეკულაციად მიმაჩნია. ამიტომ, ერთ, ჩემთვის კარგად ცნობილ და უტყუარ მიზეზს დავასახელებ მხოლოდ - ეს ოთხივე თავდამსხმელის ლაჩრობა და არაკაცობაა. (აბა, გაებედა რომელიმეს ცოტნესთან მარტოს შერკინება!). არცერთს, არცერთს არ აღმოაჩნდა ღირსების ნატამალი, წინ აღდგომოდა, არ ეკადრა ყოვლად სამარცხვინო, მხეცური, მუხთალი და ჯგუფური თავდასხმა ერთ შეუიარაღებელ კაცზე. არცერთს არ აღმოაჩნდა იოტისოდენა ადამიანობა, მხეცურად არ გასწორებოდნენ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა…

ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია - ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო. რა ქნას საბრალომ, იცის, ამაზე "ღირშესანიშნავი’’არც არაფერი მოხდება ოდესმე მის ცხოვრებაში, რომლის რეალური არსის მაქსიმუმს ევროპის სავაჭრო ობიქტებიდან ჭინჭების ქურდბაცაცობა, შედეგად პატიმრობა და გამოძევება, უკან შეპარვისთვის საკუთარ გვარზე უარის თქმა და ცოლის გვარს ამოფარება წარმოადგენს. ანალოგიური ისტორია მეორე არაკაცის "საამაყო’’ ბიოგრაფიაშიც იძებნება - ევროპაში ქუდბაცაცობისთვის დაპატიმრება, გამოძევება და უკან შეპარვის მიზნით საკუთარ გვარზე უარის თქმა. მესამე მშიშარა არაკაცი ცოტნეს მეზობელია, რომელმაც საკუთარი გარდაცვლილი ძმის გამოყენებაც კი არ ითაკილა ბინძური ჩანაფიქრის ასასრულებლად და მის დაბადების დღეზე მიიტყუა ცოტნე. სწორედ იქ დაახვედრა (და მოგვიანებით სახლის ჭიშკართანაც) დანარჩენი სამი არაკაციც.

საქმე იმაშია, რომ წლების წინ, თანაბარ პირობებში ცოტნესთან მომხდარი დაპირისპირებისას ცოტნეს დიდი უპირატესობის გამო, გულში ბოღმა და შურისძიება ჩაიდო და არნახული ლაჩრული ანგარიშსწორება მოუწყო წლების შემდეგ…

ალბათ, ყველას გვინახავს კადრები, რომელშიც მსხვერპლის დედები საკუთარ შვილთა მკვლელებს გულში იკრავენ, პატიობენ, თავისუფლდებიან და სიცოცხლეს აგრძელებენ.

კარგად ვიცი, ვერასოდეს, ვერცერთ მათგანს ვერ ვაპატიებ ვერანაირი გათავისუფლებისა და სულის ცხონების ფასად, რითაც კიდევ უფრო მეტად დავიმძიმებ ჯვარს, რომელსაც სამი წელია ვატარებ. მაგრამ არსებობს დანაშაული, რომლის პატიება შეუძლებელია; რომლის შემთხვევაშიც უადგილოა პირობითობისა თუ ფარდობითობის ცნებათა ხსენებაც კი; რომლის დროსაც მედალს მხოლოდ ერთი მხარე აქვს და დამნაშავეს ერთი ვერდიქტი!

ვერ დაგამძიმებთ იმ ჯოჯოხეთური ტანჯვის დეტალებით, რასაც სიცოცხლისა და იმედის შენარჩუნებისთვის არაერთ ფრონტზე ერთდროული ბრძოლა ჰქვია. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია გამოცდილების გარეშე, რომლის მიღებას მტერსაც ვერ ვუსურვებ…

ზუსტად სამი წლის წინ ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება. ზუსტად სამი წლის წინ სამუდამოდ მოგვესპო სიცოცხლით, სიყვარულითა და სიმშვიდით ტკბობის ყველანაირი შესაძლებლობა…

P.S. არადა, თითქოს არც არაფერი უქადდა ცუდს ჩვენს ფერად ცხოვრებას, რომლის პრობლემების სერიოზულობა თითქმის აღარ სცილდებოდა ჩემი სამსახურიდან დროულად დაბრუნების ფარგლებს…"