კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა - რამდენჯერ ექნება პირს გადავადების უფლება?
სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა - რამდენჯერ ექნება პირს გადავადების უფლება?

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ახა­ლი თავ­დაც­ვის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სი­ახ­ლე­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად გა­და­ი­ხე­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის მო­საკ­რებ­ლის ოდე­ნო­ბა და გა­ნი­სა­ზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მან­ძილ­ზე გა­და­ვა­დე­ბი­სათ­ვის.

"გა­და­ი­ხე­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის მო­საკ­რებ­ლის ოდე­ნო­ბა და ერთი წლის მან­ძილ­ზე გა­და­ვა­დე­ბი­სათ­ვის 10 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პირს მხო­ლოდ ერთხელ შე­ეძ­ლე­ბა. თან­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ვა­დე­ბა ყვე­ლას არ შე­ე­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლოა იყოს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მი­ზე­ზი არ გა­აჩ­ნია, თუმ­ცა არ მოხ­ვდეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯა­რის გა­საწ­ვევ­თა სი­ა­ში. 10 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ ერთი წლის გა­და­ვა­დე­ბის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქე ისევ მოხ­დე­ბა პი­რის გაწ­ვე­ვა“,- გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, უკვე მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გა­და­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში რჩე­ბა, რო­გო­რი­ცაა: ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი და სხვა.

„სამი წელი ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ იმის­თვის, რომ თავ­დაც­ვის ახა­ლი კო­დექ­სი სა­მარ­თლი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო, რა­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვაღ­წი­ეთ. მე გა­მაკ­რი­ტი­კეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯარი რომ არ მაქვს გავ­ლი­ლი, მაგ­რამ მქონ­და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი - ვი­ყა­ვი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი და სტუ­დენ­ტო­ბი­სას სამ­ხედ­რო კა­თედ­რა გა­ვი­ა­რე. უკვე მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გა­და­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში რჩე­ბა, რო­გო­რი­ცაა: ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი და სხვა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატალინ ჩხიკვაძე.
1

უნიჭო, უტვინო, არა ქართული აზროვნების მქონე პირებისგან მიღებული კანონია, რომელიც მოაზროვნე ხალხს კიდევ ერთხელ გამოაფხიზლებს, რომ საქ. არ ყავს გონიერი მთავრობა. მაფია.

ამირან
2

ადრე 90 წლებშიც ეგრე იყო ეს უფრო კორუფციას შეუწყობს ხელს წვევანდელს შესთავაზებენ მესამედის გადახდას და მორჩა

ავტორი:

სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა - რამდენჯერ ექნება პირს გადავადების უფლება?

სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა - რამდენჯერ ექნება პირს გადავადების უფლება?

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის.

"გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, მოქალაქე ისევ მოხდება პირის გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა.

„სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.