სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება - მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს" - ვიქტორ ჯაფარიძე
"არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება - მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს" - ვიქტორ ჯაფარიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, "ხალ­ხის ძა­ლის" წევ­რის, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის გან­ხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის კარ­გი არა­ფე­რი ემე­ტე­ბა, მისი სი­ტყვე­ბი "ძაღ­ლი მი­აკ­ვდა სულ­ში", უკან არ მი­აქვს, არ ეცო­დე­ბა და მისი სიკ­ვდი­ლიც არ ეწყი­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მან ჟურ­ნა­ლის­ტებს, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე გა­კე­თე­ბულ რეპ­ლი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

"მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა იმ­დე­ნი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ში, რომ მის­თვის მე არა­ფე­რი კარ­გი არ მე­მე­ტე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვა­პა­ტიო მე რაც დამ­მარ­თა, ვერ ვა­პა­ტი­ებ ვერც გირ­გვლი­ანს, ვერც გამ­ცემ­ლი­ძეს, ვერც თეთ­რა­ძეს, ვერც აფხა­ზეთს, ვერც სა­მა­ჩაბ­ლოს. იმის მა­გივ­რად, რომ ყო­ველ დღე ბო­დი­შე­ბი ეხა­და, ჩა­მო­ვი­და კონ­ტე­ი­ნე­რით, რომ უბე­დუ­რე­ბა მო­უ­წყოს ქვე­ყა­ნას, 300 ათა­სი კაცი პა­ტი­მა­რი ჰყავ­და. მე არა­ფე­რი უკან არ მი­მაქვს, არ მი­მაქვს ჩემი სი­ტყვე­ბი უკან, არ მე­ცო­დე­ბა - მეთ­ქი, მეტი რო­გორ გი­თხრათ, და­ა­ნე­ბეთ თავი მიშა სა­ა­კაშ­ვილს, შე­ეშ­ვით ამ ხალ­ხს, და­ა­ცა­დეთ ცხოვ­რე­ბა. მი­შა­ზე უფრო მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ასე­თი ლა­ჩა­რი პრე­ზი­დენ­ტი რომ გყავთ, არ გრცხვე­ნი­ათ? - მე მრცხვე­ნია, გვა­რა­მია ზის კა­ცუ­რად, ხმას არ იღებს. ვინ ტი­რო­და ასე, "ვა­ი­მე დე­დი­კო მიშ­ვე­ლე", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ.

კი­თხვა­ზე, როცა ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, უხერ­ხუ­ლი იყო თუ არა მისი რეპ­ლი­კა, ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ რას უსურ­ვებს სა­ა­კაშ­ვილს, მისი უფ­ლე­ბაა.

"რა ვქნა მერე, რა არის უხერ­ხუ­ლი? - მე პრე­ტენ­ზია მაქვს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის სა­პყრო­ბი­ლე­ში და არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ცო­ცხა­ლი იყოს და მე რას ვუ­სურ­ვებ ეს ჩემი უფ­ლე­ბაა. არ მე­ცო­დე­ბა. მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა­ზე უა­რესს, მას­ზე დიდი დამ­ნა­შა­ვე ქარ­თულ სამ­ყა­როს არ ჰყო­ლია. უხერ­ხუ­ლი იცით რა არის, ჩემი შვი­ლე­ბი რომ უჩე­მოდ გა­ი­ზარ­დნენ, ის იყო უხერ­ხუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი რომ ვი­ყა­ვი და ქვეყ­ნი­დან მაგ­დებ­დნენ, ეგ იყო უხერ­ხუ­ლი, მარ­ნე­ულ­ში რომ ქო­ნე­ბა ჩა­მო­მარ­თვეს.

უიმე დე­დას ბიჭი, გახ­და, ხომ? რამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი გა­იყ­ვა­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ, რამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი იხო­ცე­ბო­და წლი­დან წლამ­დე? ერთი პა­ტი­მა­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ ჰყავ­და გაყ­ვა­ნი­ლი, ანა­ლიზს არ უკე­თებ­დნენ, "ცე“ ვირუს­ზე რომ სამ­კურ­ნა­ლო არ ყო­ფი­ლი­ყო. ვის­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით?! ჩემი ნება ხომ არის, მი­შამ ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს უსურ­ვა სიკ­ვდი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

კი­თხვა­ზე, გა­უ­ხარ­დე­ბა თუ არა მისი სიკ­ვდი­ლი, ჯა­ფა­რი­ძემ თავ­და­პირ­ვე­ლად თქვა - "ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, ვინ­მეს სიკ­ვდი­ლი მი­ხა­რო­დეს", კი­თხვა­ზე რა­ტომ უსურ­ვა მა­შინ ასე­თი რამ, ჯა­ფა­რი­ძე პა­სუ­ხობს, რომ მას სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ეცო­დე­ბა და მან ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს უსურ­ვა სიკ­ვდი­ლი".

გან­მე­ო­რე­ბით კი­თხვა­ზე, გა­უ­ხარ­დე­ბა თუ არა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სიკ­ვდი­ლი, ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს: "არ მე­წყი­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში".

" ის ამ წუთ­ში პრე­ზი­დენ­ტი კი არა სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეა და ბევ­რი სის­ხლი უს­ვია ხე­ლებ­ზე , "- გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის დე­რე­ფან­ში, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს­თან, რო­მე­ლიც მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს აკე­თებ­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ანა წით­ლი­ძე მი­ვი­და და მას "მონა" და "ნა­ძი­რა­ლა, არა­კა­ცი" უწო­და, რა­ზეც ჯა­ფა­რი­ძე უპა­სუ­ხა - "არა­კა­ცე­ბი სახ­ლში მო­ი­კი­თხე, ბო­დი­ში შენ აღარ გე­ლა­პა­რა­კე­ბი, მა­ინც ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბი".

წით­ლი­ძის თქმით, ჯა­ფა­რი­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს სვამ­და, როცა ის მეს­ტი­ა­ში ჩა­დი­ო­და.

"მონა ხარ შენ ვი­ტია ჯა­ფა­რი­ძე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მეს­ტი­ა­ში რომ ჩა­მო­დი­ო­და წი­თელ ხა­ლი­ჩას უგებ­დი, მონა იყა­ვი მის სა­დღეგ­რძე­ლოს სვამ­დი, ნა­ძი­რა­ლა! ", - მი­მარ­თა წით­ლი­ძემ ჯა­ფა­რი­ძეს, რა­ზეც ჯა­ფა­რი­ძე პა­სუ­ხობს - "დე­დას ვა­გი­ნებ­დი".

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას შემ­დე­გი რეპ­ლი­კით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „მოკ­ვდე­ბა და ძაღ­ლი მიჰკვდო­მია სულ­ში კი­დევ“. დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­კი­თხზე, პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევრ დე­პუ­ტატ პა­ა­ტა მან­ჯა­გა­ლა­ძეს­თან იკა­მა­თა. შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლამ“ გა­ავ­რცე­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარი
0

ვიქტორ ჯაფარიძე კაცი მეგონა და ჩვეულებრივი მედროვეა. ჯერ მიშასთან იყო ნაცებში, მერე დაყნოსა და ქოცებში გადავიდა, ხვალ ზეგ ალბათ სხვა ძალას რომ დაინახავს, იმათ მიეტმასნება

Maria
0

ვიქტორია ჯაფარიძეს ამკვეყანაზედ სენნაირები მინახავს ყფლისგან დირექტორი დაწესებული წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე. AMIN

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება - მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს" - ვიქტორ ჯაფარიძე

"არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება - მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს" - ვიქტორ ჯაფარიძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, "ხალხის ძალის" წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის განხადებით, სააკაშვილისთვის კარგი არაფერი ემეტება, მისი სიტყვები "ძაღლი მიაკვდა სულში", უკან არ მიაქვს, არ ეცოდება და მისი სიკვდილიც არ ეწყინება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებს, სხდომათა დარბაზში მის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ რეპლიკასთან დაკავშირებით განუცხადა.

"მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება. შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს. იმის მაგივრად, რომ ყოველ დღე ბოდიშები ეხადა, ჩამოვიდა კონტეინერით, რომ უბედურება მოუწყოს ქვეყანას, 300 ათასი კაცი პატიმარი ჰყავდა. მე არაფერი უკან არ მიმაქვს, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება - მეთქი, მეტი როგორ გითხრათ, დაანებეთ თავი მიშა სააკაშვილს, შეეშვით ამ ხალხს, დააცადეთ ცხოვრება. მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საავადმყოფოში, ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ? - მე მრცხვენია, გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს. ვინ ტიროდა ასე, "ვაიმე დედიკო მიშველე", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, როცა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, უხერხული იყო თუ არა მისი რეპლიკა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ რას უსურვებს სააკაშვილს, მისი უფლებაა.

"რა ვქნა მერე, რა არის უხერხული? - მე პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საპყრობილეში და არის საავადმყოფოში.

ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ ცოცხალი იყოს და მე რას ვუსურვებ ეს ჩემი უფლებაა. არ მეცოდება. მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე დიდი დამნაშავე ქართულ სამყაროს არ ჰყოლია. უხერხული იცით რა არის, ჩემი შვილები რომ უჩემოდ გაიზარდნენ, ის იყო უხერხული, პარლამენტის წევრი რომ ვიყავი და ქვეყნიდან მაგდებდნენ, ეგ იყო უხერხული, მარნეულში რომ ქონება ჩამომართვეს.

უიმე დედას ბიჭი, გახდა, ხომ? რამდენი პატიმარი გაიყვანა სააკაშვილმა ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ, რამდენი პატიმარი იხოცებოდა წლიდან წლამდე? ერთი პატიმარი საავადმყოფოში არ ჰყავდა გაყვანილი, ანალიზს არ უკეთებდნენ, "ცე“ ვირუსზე რომ სამკურნალო არ ყოფილიყო. ვისზე მელაპარაკებით?! ჩემი ნება ხომ არის, მიშამ ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მისი სიკვდილი, ჯაფარიძემ თავდაპირველად თქვა - "ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს", კითხვაზე რატომ უსურვა მაშინ ასეთი რამ, ჯაფარიძე პასუხობს, რომ მას სააკაშვილი არ ეცოდება და მან ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი".

განმეორებით კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, ჯაფარიძე აცხადებს: "არ მეწყინება, ყოველ შემთხვევაში".

" ის ამ წუთში პრეზიდენტი კი არა სისხლის სამართლის დამნაშავეა და ბევრი სისხლი უსვია ხელებზე , "- განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის დერეფანში, ვიქტორ ჯაფარიძესთან, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მივიდა და მას "მონა" და "ნაძირალა, არაკაცი" უწოდა, რაზეც ჯაფარიძე უპასუხა - "არაკაცები სახლში მოიკითხე, ბოდიში შენ აღარ გელაპარაკები, მაინც ქალბატონი ბრძანდები".

წითლიძის თქმით, ჯაფარიძე სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა, როცა ის მესტიაში ჩადიოდა.

"მონა ხარ შენ ვიტია ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილს მესტიაში რომ ჩამოდიოდა წითელ ხალიჩას უგებდი, მონა იყავი მის სადღეგრძელოს სვამდი, ნაძირალა! ", - მიმართა წითლიძემ ჯაფარიძეს, რაზეც ჯაფარიძე პასუხობს - "დედას ვაგინებდი".

ინფორმაციისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „მოკვდება და ძაღლი მიჰკვდომია სულში კიდევ“. დეპუტატმა აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯაგალაძესთან იკამათა. შესაბამისი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

იხილეთ ასევე: