მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია ISIS-ის წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი: რა კადრებს აქვეყნებს სუს-ი თბილისის აეროპორტიდან - "მან საქართველო 2015 წელს დატოვა..."
დაკავებულია ISIS-ის წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი: რა კადრებს აქვეყნებს სუს-ი თბილისის აეროპორტიდან - "მან საქართველო 2015 წელს დატოვა..."

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ტო­ხო­საშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2015 წელს და­ტო­ვა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და რე­გი­ონ­ში მოქ­მედ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ შე­უ­ერ­თდა.

"ტო­ხო­საშ­ვი­ლი, იგი­ვე „ემი­რი ისა“, საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად ით­ვლე­ბო­და „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რებს შო­რის. იგი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რო­რის­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ და­ნა­ყოფს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში. მას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ან ლი­დერ­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 წელს, ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ძმა ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი - „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ემი­რი ალ-ბარა ში­შა­ნი. ის სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იხ­დის.

კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 328-ე მუხ­ლით, უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე. ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით ათი­დან ჩვიდ­მეტ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია სუს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
7

ელოდე ელოდე მიშიკოს რვინაცარა

eh
37

მაგის დაკავება ღარიბაშვილი და კალაძე დაგეკავებინათ და მოგეტანებიათ ის მილიარდები რა მათ და მათმა საახლობლომ ქართველ ხალხს მოპარა.კორუფციული სქემებით და ატკატებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

დაკავებულია ISIS-ის წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი: რა კადრებს აქვეყნებს სუს-ი თბილისის აეროპორტიდან - "მან საქართველო 2015 წელს დატოვა..."

დაკავებულია ISIS-ის წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი: რა კადრებს აქვეყნებს სუს-ი თბილისის აეროპორტიდან - "მან საქართველო 2015 წელს დატოვა..."

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

"ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის.

კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ვიდეო: