კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული და სილამაზეა" - მშობიარობის გართულებით გარდაცვლილი მხატვრის ულამაზესი ნამუშევრები: რაზე ოცნებობდა მაიკო კუჭავა?
"ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული და სილამაზეა" - მშობიარობის გართულებით გარდაცვლილი მხატვრის ულამაზესი ნამუშევრები: რაზე ოცნებობდა მაიკო კუჭავა?

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრის მაია კუ­ჭა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. 33 წლის ქალი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, მისი ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამ­ბო­ბენ, რომ ექიმ­მა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ აიყ­ვა­ნეს, პა­ცი­ენტს სა­თა­ნა­დოდ არ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ოჯახს ექი­მე­ბი უმა­ლავ­დნენ, რომ ქალი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

მაია კუ­ჭა­ვას­თვის ეს მე­ო­რე ორ­სუ­ლო­ბა იყო. მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა მე-4 თვე­ზე შე­წყდა, ამი­ტო­მაც ახალ­გაზ­რდა ქალი მე­ო­რე ორ­სუ­ლო­ბას დიდი ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბო­და: ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და­გეგ­მა, ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე თვი­დან ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო.

  • მაია აფხა­ზეთ­ში და­ი­ბა­და, ომის შემ­დეგ ყა­ზა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­და, სამ­ხატ­ვრო კო­ლე­ჯი და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ამ­თავ­რა. ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე მო­დის ჩვე­ნე­ბა და ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და პორ­ტრე­ტე­ბის ხატ­ვა.

სა­მო­მავ­ლოს პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვას გე­გამვდა და ოც­ნე­ბობ­და, რომ ტან­საც­მლის ხაზ­ზე ემუ­შა­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ი­კოს ოც­ნე­ბებს ახ­დე­ნა არ ეწე­რა... ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრის პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი მე­უღ­ლე იყო.

"მინ­და ვთქვა, რომ ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო - სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ლა­მა­ზეა. სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან მინ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვა და ჩემი ტან­საც­მლის ხაზ­ზე ვოც­ნე­ბობ.

ვხა­ტავ პე­ი­ზა­ჟებს, ნა­ტურ­მორ­ტებს, პორ­ტრე­ტებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს პორ­ტრე­ტე­ბის ხატ­ვა. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ის­რა­ელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი არა­ბი მომ­ღერ­ლის, იშ­ტარ ალა­ბი­ნას შე­მოქ­მე­დე­ბა და მისი პორ­ტრე­ტის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტე.

იგი საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. პორ­ტრე­ტი 2013 წელს დავ­ხა­ტე და ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ვა­თავ­სე, მა­ლე­ვე გა­მო­მეხ­მა­უ­რა მომ­ღე­რა­ლი და მთხო­ვა, მის­თვის მე­ჩუ­ქე­ბი­ნა, მეც გა­ვუგ­ზავ­ნე საფ­რან­გეთ­ში ნა­ხა­ტი, მერე და­მი­კავ­შირ­და და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და.

ცოტა ხნის შემ­დეგ ჩემი ნა­ხა­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ასე­თი სა­ხით ახა­ლი 2014 წე­ლიც მო­მი­ლო­ცა", - ეს არის ამო­ნა­რი­დი ა.წ. ოქ­ტომ­ბერ­ში ვე­ბპორ­ტალ "კვი­რის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან...

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მაია კუ­ჭა­ვას შე­მოქ­მე­დე­ბა:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,,,
1

ასეთი ახალგაზრდა, ლამაზი და ნიჭიერი.... დაუჯერებელია, რომ, 21-ე საუკუნეში ადამიანი მშობიარობის გართულების შედეგად გარდაიცვალა... ოჯახს გამძლეობა. სიტყვებს ვერ ვპოულობ.

ჰმ
0

მარადიული ნათელი გარდაცვლილის სულს . ეს ფულის ტომარა ექიმები ნამდვილად დასასჯელები არიან კანონის შესაბამისად , კი მაგრამ ამდენი შეცდომები საიდან , ასეთი გულგრილობა რატომ , რა ხდება საერთოდ მედიცინაში . ძალიან ხშირად ხდება უმძიმესი ფაქტები და გამკითხავი არავინ არ არის , მხოლოდ ისევ სიკვდილიანობა და რ ა ტ ო მ . ალბათ ეს ყვალაფერი უცოდინრობის ბრალია და როდემდის უნდა გაგრძელდეს ასე , როდისღაც ხომ უნდა მოეღოს ბოლო განუკითხაობას .

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული და სილამაზეა" - მშობიარობის გართულებით გარდაცვლილი მხატვრის ულამაზესი ნამუშევრები: რაზე ოცნებობდა მაიკო კუჭავა?

"ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული და სილამაზეა" - მშობიარობის გართულებით გარდაცვლილი მხატვრის ულამაზესი ნამუშევრები: რაზე ოცნებობდა მაიკო კუჭავა?

დღეს სრულიად საქართველო შეძრა ახალგაზრდა მხატვრის მაია კუჭავას გარდაცვალებამ. 33 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მისი ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ექიმმა, რომელიც წინასწარ აიყვანეს, პაციენტს სათანადოდ არ მიაქცია ყურადღება. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის ოჯახს ექიმები უმალავდნენ, რომ ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

მაია კუჭავასთვის ეს მეორე ორსულობა იყო. მისივე თქმით, პირველი ორსულობა მე-4 თვეზე შეწყდა, ამიტომაც ახალგაზრდა ქალი მეორე ორსულობას დიდი ყურადღებით ეკიდებოდა: ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, ორსულობის პირველივე თვიდან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

  • მაია აფხაზეთში დაიბადა, ომის შემდეგ ყაზახეთში ცხოვრობდა, სამხატვრო კოლეჯი და სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა. ჰქონდა რამდენიმე მოდის ჩვენება და ჯგუფური გამოფენები. განსაკუთრებით უყვარდა პორტრეტების ხატვა.

სამომავლოს პერსონალური გამოფენის გამართვას გეგამვდა და ოცნებობდა, რომ ტანსაცმლის ხაზზე ემუშავა. სამწუხაროდ, მაიკოს ოცნებებს ახდენა არ ეწერა... ახალგაზრდა მხატვრის პირველი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მეუღლე იყო.

"მინდა ვთქვა, რომ ჩემი შთაგონების წყარო - სიყვარული და სილამაზეა. სამომავლოდ ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გამართვა და ჩემი ტანსაცმლის ხაზზე ვოცნებობ.

ვხატავ პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს. განსაკუთრებით მიყვარს პორტრეტების ხატვა. ძალიან მომწონდა ისრაელში დაბადებული არაბი მომღერლის, იშტარ ალაბინას შემოქმედება და მისი პორტრეტის შექმნა გადავწყვიტე.

იგი საფრანგეთში მოღვაწეობს. პორტრეტი 2013 წელს დავხატე და ინტერნეტში განვათავსე, მალევე გამომეხმაურა მომღერალი და მთხოვა, მისთვის მეჩუქებინა, მეც გავუგზავნე საფრანგეთში ნახატი, მერე დამიკავშირდა და მადლობა გადამიხადა.

ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ნახატი გამოაქვეყნა და ასეთი სახით ახალი 2014 წელიც მომილოცა", - ეს არის ამონარიდი ა.წ. ოქტომბერში ვებპორტალ "კვირისთვის" მიცემული ინტერვიუდან...

დაათვალიერეთ მაია კუჭავას შემოქმედება: