სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს - მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში" - რატი ბრეგაძე
"სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს - მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში" - რატი ბრეგაძე

ეს ადა­მი­ა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, მოქ­მე­დებს ისევ თვით­და­ზი­ა­ნე­ბის რე­ჟიმ­ში, რო­გორც მოქ­მე­დებ­და, მა­გა­ლი­თად №12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­დე­საც ის არ იღებ­და მისი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებს,- ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს არ ემორ­ჩი­ლე­ბა.

"ის იღებს მის­თვის სა­სურ­ველ საკ­ვებს, მის­თვის სა­სურ­ველ დროს და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ ემორ­ჩი­ლე­ბა იმ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, რო­მე­ლიც შერ­ჩე­უ­ლი არის უშუ­ა­ლოდ ექი­მე­ბის მიერ. ბუ­ნებ­რი­ვია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტსა და მკურ­ნალ ექიმს შო­რის იმი­ტომ, რომ სხვაგ­ვა­რად, რა გან­კურ­ნე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ხაზ­გას­მით ვი­ტყვი, თუკი ადა­მი­ა­ნი და მისი გა­რე­მოც­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გან­კურ­ნე­ბით, და არა მხო­ლოდ და მხო­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ტომ არ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს ექიმ­თან?

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, აუხ­სნე­ლია და მრა­ვალ კი­თხვის ნი­შანს ტო­ვებს. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, აქაც ხაზ­გას­მით უნდა ით­ქვას ისიც, რომ ეს არის, გარ­კვე­ულ­წი­ლად მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს თვით­და­ზი­ა­ნე­ბას და ეს ადა­მი­ა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, მოქ­მე­დებს ისევ თვით­და­ზი­ა­ნე­ბის რე­ჟიმ­ში, რო­გორც მოქ­მე­დებ­და, მა­გა­ლი­თად №12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­დე­საც ის არ იღებ­და მისი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებს", – გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­თან“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BLACK_WOLFS
2

დამტკიცეთ და გვანახეთ რომ ცუდათ არ არის

ჯუნა
10

უკვე შემოსული რუსი უფრო მეტია საქართველოში ვიდრე ჩვენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და თითოეულ გოჯა მიწას. ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს. დაეხმარეთ გამოჯანმრთელებაში და მერე აგოს კანონის წინ ყველამ. ნუ ღლიცინებთ როცა საუბარია სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე. ყველა შვილების პატრონი ვართ, გეშუნოდეთ ღმერთის.

ავტორი:

"სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს - მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში" - რატი ბრეგაძე

"სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს - მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში" - რატი ბრეგაძე

ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.

"ის იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის იმიტომ, რომ სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. ხაზგასმით ვიტყვი, თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, და არა მხოლოდ და მხოლოდ, თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან?

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედთან“.