სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე - ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს..." - კასიანოვი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს
"თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე - ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს..." - კასიანოვი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

"სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბის დღი­დან, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ არ მიგ­ვი­ღია პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სხვა ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ში გა­მარ­თულ წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა სრუ­ლად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან უკ­რა­ი­ნამ 1993 და 2008 წლის ომებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

"ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი და ღია ვი­ყა­ვით ჩვენს გან­ზრახ­ვებ­ში. კვლავ გვჯე­რა, რომ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თვა მოძ­მე სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი იმ დროს, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი მი­დი­ო­და გა­დარ­ჩე­ნა-არ გა­დარ­ჩე­ნა­ზე, სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდილ­ზე, სრუ­ლი­ად იყო გა­მარ­თლე­ბუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან ერთ დროს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა და­ეხ­მა­რა ქარ­თვე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ში სვა­ნე­თის მთებ­ში, გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ლი­ე­რე­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა 1993 წელს, ასე­ვე სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა 2008 წელს.

ასე­ვე გა­მარ­თლე­ბუ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში თავ­და­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის გაშ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, რო­მელ­თაც გა­და­წყვი­ტეს და­ეც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი სა­ერ­თო მტრის­გან - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­გან.

ასე­ვე, ჩვენ უარ­ვყოფთ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ერ ბრალ­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ომში ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ამ თე­მა­ზე მუდ­მი­ვი ბრალ­დე­ბე­ბი­თა და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

რო­გორც მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, ქარ­თვე­ლი მა­მა­ცი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გმი­რო­ბა და თავ­გან­წირ­ვა არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი ფა­შის­ტურ რუ­სეთ­ზე, ჩვენს სა­ერ­თო მტერ­ზე სა­ბო­ლოო და შე­უქ­ცე­ვად გა­მარ­ჯვე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Мери
0

საქართველოს სთხოვს იარაღის მიეოდებას უკრაინა? ჰმ ყვავს რა ჰქონდა ბუს გაჰქონდა. ნეტა რას გვაგულებენ? რომელი იარაღის მწარმოებრლი ქვეყანა ჩვენ ვართ '

Soso
0

სადმე გენერატორების ქარხანა გვაქ და არ ვიცი? წადით და იყიდეთ ტრილიინებით რომ ფინანსდებით სად მიგაქთ ის ფული კეთილდღეობას ხომ არ იწყობს ზელენსკის მთავრობა

ავტორი:

"თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე - ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს..." - კასიანოვი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

"თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე - ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს..." - კასიანოვი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

"სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისივე შეფასებით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების თხოვნა სრულად გამართლებულია, რადგან უკრაინამ 1993 და 2008 წლის ომებში საქართველოს დიდი ჰუმანიტარული, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია.

"ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.

ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.

ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ქართველი მამაცი მოხალისეების გმირობა და თავგანწირვა არის ქართველი ხალხის ფასდაუდებელი წვლილი ფაშისტურ რუსეთზე, ჩვენს საერთო მტერზე საბოლოო და შეუქცევად გამარჯვებაში.