სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 დეკემბერს, თბილისში “კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი” ჩატარდება
10 დეკემბერს, თბილისში “კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი” ჩატარდება

HR hub–ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბით და და­საქ­მე­ბის ახა­ლი უნი­კა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის sfero.ge-ისა და კომ­პა­ნია Softswiss–ის მხარ­და­ჭე­რით, 10 დე­კემ­ბერს, სას­ტუმ­რო რუმ­სის გარ­დენ ჰოლ­ში (მის. მე­რაბ კოს­ტა­ვას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთ–ის ჩათ­ვლით კა­რი­ე­რის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბა დამ­საქ­მებ­ლებ­თან და და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა 60-მდე კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რი ვა­კან­სი­ე­ბით. HR მე­ნე­ჯე­რე­ბი გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან კან­დი­და­ტებს და ვა­კან­სი­ებ­სა და კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ კა­რი­ე­რულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­აც­ნო­ბენ.

ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მათი ვა­კან­სი­ე­ბის ნახ­ვა წი­ნას­წარ შე­საძ­ლე­ბე­ლია, www.sfero.ge -ზე.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის მარი ბურ­დუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თე­ბა.

კა­რი­ე­რის ფეს­ტი­ვალ­ზე კან­დი­და­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ გა­ი­ა­რონ კა­რი­ე­რუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ქო­უ­ჩინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (ICF) სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცე­ში. ქო­უ­ჩე­ბი მათ კი­თხვებს უპა­სუ­ხე­ბენ და შე­სა­ბა­მის კა­რი­ე­რულ რჩე­ვებ­საც მის­ცე­მენ.

ად­გილ­ზე დაგ­ხვდე­ბათ „კა­რი­ე­რის კუ­თხე“, სა­დაც სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ და გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ მო­სულ ადა­მი­ა­ნებს.

სპი­კე­რე­ბი:

  1. სან­დრო ბოლ­ქვა­ძე – www.sfero.ge – ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. თემა: sfero.ge – ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა ვა­კან­სი­ი­დან და­საქ­მე­ბამ­დე;
  2. ნინო აბა­ში­ძე – ICF ვიცე პრე­ზი­დენ­ტი. თემა: კა­რი­ე­რუ­ლი ქო­უ­ჩინ­გი;
  3. ლა­რი­სა პა­ტა­რა­ია – Start business solutions – ის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი თემა: Start Academy – ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი – დამ­საქ­მე­ბელ­ზე მორ­გე­ბუ­ლი რეკ­რუ­ტინ­გის მო­დე­ლი;
  4. მაკო ჯა­ოშ­ვი­ლი – Alterbridge University • უნი­ვერ­სი­ტე­ტი ალ­ტერბრი­ჯი – ს ვიცე რექ­ტო­რი. მას­ტერკლა­სი: თავ­მდაბ­ლო­ბი­დან თავ­და­ჯე­რე­ბამ­დე და პი­რი­ქით. თემა ეხე­ბა ქცე­ვის ცვლი­ლე­ბებს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ 3 უნა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას: დაკ­ვირ­ვე­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ნე­ბის­ყო­ფა.

კა­რი­ე­რის ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: sfero.ge, SOFTSWISS, Grant Thornton Georgia, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე KD4US.

დე­ტა­ლე­ბი: https://hrhub.ge/karieris-pestivali-2022/

კუკუშა
0

ეს რა დოზანაა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

10 დეკემბერს, თბილისში “კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი” ჩატარდება

10 დეკემბერს, თბილისში “კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი” ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ისა და კომპანია Softswiss–ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში (მის. მერაბ კოსტავას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთ–ის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. HR მენეჯერები გაესაუბრებიან კანდიდატებს და ვაკანსიებსა და კომპანიაში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია, www.sfero.ge -ზე.

ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კარიერის ფესტივალზე კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კარიერული კონსულტაციები ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს სივრცეში. ქოუჩები მათ კითხვებს უპასუხებენ და შესაბამის კარიერულ რჩევებსაც მისცემენ.

ადგილზე დაგხვდებათ „კარიერის კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ მოსულ ადამიანებს.

სპიკერები:

  1. სანდრო ბოლქვაძე – www.sfero.ge – ის დამფუძნებელი. თემა: sfero.ge – ყველაზე მარტივი გზა ვაკანსიიდან დასაქმებამდე;
  2. ნინო აბაშიძე – ICF ვიცე პრეზიდენტი. თემა: კარიერული ქოუჩინგი;
  3. ლარისა პატარაია – Start business solutions – ის მმართველი პარტნიორი თემა: Start Academy – ახალი პროფესიები – დამსაქმებელზე მორგებული რეკრუტინგის მოდელი;
  4. მაკო ჯაოშვილი – Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი – ს ვიცე რექტორი. მასტერკლასი: თავმდაბლობიდან თავდაჯერებამდე და პირიქით. თემა ეხება ქცევის ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ 3 უნარის გაძლიერებას: დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა და ნებისყოფა.

კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, SOFTSWISS, Grant Thornton Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

დეტალები: https://hrhub.ge/karieris-pestivali-2022/