სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მაგარი ბიჭები დავკარგეთ, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი" - რას ჰყვება ვანო ნადირაძე ბახმუტში არსებულ ვითარებაზე?
"ძალიან მაგარი ბიჭები დავკარგეთ, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი" - რას ჰყვება ვანო ნადირაძე ბახმუტში არსებულ ვითარებაზე?

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ვანო ნა­დი­რა­ძე აცხა­დებს, რომ ბახ­მუტ­თან ვი­თა­რე­ბა უც­ვლე­ლია. ამ დრო­ის­თვის იქ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე კვლავ თავს იცავს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ღუ­პუ­ლი ქარ­თე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნას ბრძო­ლის ვე­ლი­დან, ნა­დი­რა­ძის თქმით, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა, იგეგ­მე­ბა მიც­ვა­ლე­ბულ­თა ცხედ­რე­ბის გაც­ვლა უკ­რა­ი­ნულ და რუ­სულ მხა­რე­ებს შო­რის.

"სი­ტუ­ა­ცია იგი­ვეა ბახ­მუტ­თან. და­ღუ­პუ­ლე­ბი არ არი­ან გა­მოყ­ვა­ნი­ლე­ბი. ჩვენც გვყავს იმა­თი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი და გაც­ვლა მოხ­დე­ბა.

40 ტაქ­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნი ჰყავს რუ­სეთს მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­რო­ლი­ლი. ბახ­მუ­ტი არ წარ­მო­ად­გენს რა­ი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქა­ლაქს. ამას რუ­სე­თი აკე­თებს თა­ვი­სი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის, და­ა­ნა­ხონ ხალ­ხს, რომ რა­ღაც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი აი­ღეს. ამ ქა­ლა­ქის აღე­ბა ძნე­ლია.

ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ის­რო­ლეს ყვე­ლა­ფე­რი, თუ რა­ი­მე ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი გა­აჩ­ნი­ათ რუ­სებს. ცალ­კე "ვაგ­ნე­რის" დაჯ­გუ­ფე­ბას და "კა­დი­რო­ვე­ლებს "ვერ გა­მოვ­ყოფ, იქ არი­ან ორი­ვე დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ვანო ნა­დი­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში".

მი­სი­ვე თქმით, ბახ­მუტ­თან გა­ცი­ლე­ბით მეტი რუსი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ომ­რე­ბი.

"ჩვენ დავ­კარ­გეთ ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი, მაგ­რამ რუ­სე­ბის მხა­რეს, და­მი­ჯე­რეთ, 100-ჯერ დი­დია მსხვერ­პლი. თი­თო­ე­უ­ლი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ ათე­უ­ლო­ბით მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გაჰ­ყავთ. ყო­ველ­გვა­რი ტაქ­ტი­კის გა­რე­შე გა­და­დი­ან შე­ტე­ვა­ზე.

რუ­სე­ბი ბახ­მუტ­თან ხა­ფან­გში არი­ან და ათე­უ­ლო­ბით მე­ო­მა­რი ეხო­ცე­ბათ. უკვე შე­სუ­ლე­ბი არი­ან და უკან და­ხე­ვა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ", - ამ­ბობს ნა­დი­რა­ძე.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის 30% უკვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, ხოლო 25%-მდე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ბრძო­ლი ვე­ლი­დან გა­იქ­ცა.

"ევ­რო­პუ­ლი დახ­მა­რე­ბა უკვე თვალ­ში სა­ცე­მია. ზა­პო­რო­ჟი­ეს სამ­ხრე­თი­დან გარ­ბი­ან რუ­სის ჯა­რე­ბი.

მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის 30% ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, 20-25% კი უკან გა­იქ­ცა", - ამ­ბობს ნა­დი­რა­ძე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
0

შედეგი რა არის ეგაა მთავარი!!

dss
10

ვანო დასაფასებელია მანდ ბიჭების თავგანწირვა, მაგრამ შენ არ ხარ კარგი კაცი, არ გიყვარს შენი ქვეყანა

ავტორი:

"ძალიან მაგარი ბიჭები დავკარგეთ, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი" - რას ჰყვება ვანო ნადირაძე ბახმუტში არსებულ ვითარებაზე?

"ძალიან მაგარი ბიჭები დავკარგეთ, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი" - რას ჰყვება ვანო ნადირაძე ბახმუტში არსებულ ვითარებაზე?

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ ბახმუტთან ვითარება უცვლელია. ამ დროისთვის იქ უკრაინული მხარე კვლავ თავს იცავს. რაც შეეხება დაღუპული ქართელი მებრძოლების გამოყვანას ბრძოლის ველიდან, ნადირაძის თქმით, ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა, იგეგმება მიცვალებულთა ცხედრების გაცვლა უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის.

"სიტუაცია იგივეა ბახმუტთან. დაღუპულები არ არიან გამოყვანილები. ჩვენც გვყავს იმათი მიცვალებულები და გაცვლა მოხდება.

40 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავს რუსეთს მაგ ტერიტორიაზე გადმოსროლილი. ბახმუტი არ წარმოადგენს რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს. ამას რუსეთი აკეთებს თავისი აუდიტორიისთვის, დაანახონ ხალხს, რომ რაღაც დასახლებული პუნქტი აიღეს. ამ ქალაქის აღება ძნელია.

ბახმუტის მიმართულებით გადაისროლეს ყველაფერი, თუ რაიმე ბრძოლისუნარიანი გააჩნიათ რუსებს. ცალკე "ვაგნერის" დაჯგუფებას და "კადიროველებს "ვერ გამოვყოფ, იქ არიან ორივე დაჯგუფების წევრები", - განაცხადა ვანო ნადირაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში".

მისივე თქმით, ბახმუტთან გაცილებით მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ვიდრე უკრაინელი მეომრები.

"ჩვენ დავკარგეთ ძალიან მაგარი ბიჭები, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი. თითოეული შეტაკების შემდეგ ათეულობით მიცვალებული გაჰყავთ. ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე გადადიან შეტევაზე.

რუსები ბახმუტთან ხაფანგში არიან და ათეულობით მეომარი ეხოცებათ. უკვე შესულები არიან და უკან დახევასაც ვერ ახერხებენ", - ამბობს ნადირაძე.

ქართველი სამხედროს ინფორმაციით, რუსი მობილიზებულების 30% უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო 25%-მდე მობილიზებული ბრძოლი ველიდან გაიქცა.

"ევროპული დახმარება უკვე თვალში საცემია. ზაპოროჟიეს სამხრეთიდან გარბიან რუსის ჯარები.

მობილიზებულების 30% ლიკვიდირებულია, 20-25% კი უკან გაიქცა", - ამბობს ნადირაძე.