პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დოკუმენტური სერიალის პრემიერა კარს მოგვადგა. "Harry & Meghan"-ის ტრეილერი, რომელიც "ნეტფლიქსმა" გაავრცელა, წყვილის ერთობლივ, პირადულ ფოტოებს გვიჩვენებს. პირველივე ფოტოში, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, ჰარი და მეგანი მინდორზე სხედან, პრინცს კი გიტარა უკავია ხელში.
მომდევნო ფოტოზე, რომელიც მეგანის გადაღებულია, წყვილი მხიარულად გამოიყურება და პრინცს მინდვრის ყვავილები უჭირავს ხელში.
ვიდეოს ბოლოს, ფილმის რეჟისორი, ლიზ გარბუსი კითხულობს: "რატომ ისურვეთ ამ დოკუმენტური ფილმის გადაღება?“
"ვერავინ ხედავს დახურულ კარს მიღმა რა ხდება. მე ყველაფრის გაკეთება მომიწია ჩემი ოჯახის დასაცავად“, - პასუხობს ჰარი.
"როცა ასეთი მაღალია ფსონები, ისევ ჩვენგან არ ჯობია ჩვენივე ისტორიის მოსმენა?“- კითხულობს მეგანი და ასე სრულდება სერიალის თრეილერი, რომელიც 6 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და Netflix-ზე 8 დეკემბერს გამოვა.
წყარო: insider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
პადკაბლუჩნიკი ჰარი!! ვისგან იცავდა ოჯახს? თავისივე ოჯახისგან?? სამართლიანად გამოაბუნძულეს სასახლიდან. იღოს ახლა სერიალები და იჭორიკნოს
ძალიან სასაცილოები არიან.