სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - ძებნილმა პირმა არალეგალური თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოს ერთ-ერთ ბანკში 7 000 000 ლარზე მეტი განათავსა
გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - ძებნილმა პირმა არალეგალური თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოს ერთ-ერთ ბანკში 7 000 000 ლარზე მეტი განათავსა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, უცხო ქვეყ­ნის ძებ­ნილ­მა მო­ქა­ლა­ქემ, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და არა­ლე­გა­ლუ­რი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­სნილ პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით, 7 000 000 ლარ­ზე მეტი თან­ხე­ბი გა­ნა­თავ­სა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბექა კვი­ცი­ან­მა გან­მარ­ტა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო და მას ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მო­რი­გი ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის უცხო ქვეყ­ნის ძებ­ნილ­მა მო­ქა­ლა­ქემ, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და არა­ლე­გა­ლუ­რი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­სნილ პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით, 7 000 000 ლარ­ზე მეტი თან­ხე­ბი გა­ნა­თავ­სა.

თან­ხე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ბანკს აწ­ვდი­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ნას­ყი­დო­ბის შე­სა­ხებ ყალბ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც თით­ქოს­და მან სა­ზღვარ­გა­რეთ მო­ახ­დი­ნა მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის გას­ხვი­სე­ბა, ხოლო ნას­ყი­დო­ბის სა­ფა­სუ­რი თით­ქოს­და ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ქა­ლაქ ბა­თუმ­ში მი­ი­ღო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, ბრალ­დე­ბულ­მა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და არა­ლე­გა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის ნამ­დვი­ლი ბუ­ნე­ბის, წარ­მო­შო­ბის წყა­როს და­მალ­ვი­სა და შე­ნიღბვის მიზ­ნით, სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მის პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე 7 000 000 ლარ­ზე მეტი თან­ხე­ბი გა­ნა­თავ­სა.

გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ყა­და­ღა და­ე­დო ბრალ­დე­ბუ­ლის გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გან­თავ­სე­ბულ, არა­ლე­გა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის თან­ხას, რი­თაც ამ უკა­ნას­კნელს არ მი­ე­ცა მისი გან­კარ­გვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. და­ყა­და­ღე­ბუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი თან­ხის სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­მორ­თმე­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს გა­ა­ტა­რებს.

ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­უს­წრებ­ლად და­ი­წყო უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა შე­საძ­ლო პი­რე­ბის დად­გე­ნის, ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და კვი­ცი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - ძებნილმა პირმა არალეგალური თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოს ერთ-ერთ ბანკში 7 000 000 ლარზე მეტი განათავსა

გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - ძებნილმა პირმა არალეგალური თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოს ერთ-ერთ ბანკში 7 000 000 ლარზე მეტი განათავსა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის სააგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა განმარტა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.

თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო.

აღნიშნული გზით, ბრალდებულმა დაუსაბუთებელი და არალეგალური შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.

გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც ამ უკანასკნელს არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირების დადგენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - განაცხადა კვიციანმა.