პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავგეგმოთ ღონისძიება ღია ცის ქვეშ - 5 პრაქტიკული რჩევა
როგორ დავგეგმოთ ღონისძიება ღია ცის ქვეშ - 5 პრაქტიკული რჩევა

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ღია სივ­რცე­ში ჩა­ტა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ტრენ­დუ­ლი გახ­და. სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­დღე­სას­წა­უ­ლო თუ საქ­მი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ღია ცის ქვეშ იგეგ­მე­ბა, რაც სტუმ­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნოა. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, გარე ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვა რთუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის, რად­გან ამ დროს ბევ­რად მეტი სა­კი­თხი­სა და დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უწევთ, ვიდ­რე და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

ტოპ 5 სა­კი­თხი კი, რო­მე­ლიც ღია ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვის დროს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ამინ­დი

ღო­ნის­ძი­ე­ბის თა­რი­ღის შერ­ჩე­ვამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა სან­დო ამინ­დის პროგ­ნო­ზი. შე­ხე­დეთ არა მხო­ლოდ ნა­ვა­რა­უ­დებ ტემ­პე­რა­ტუ­რას, არა­მედ ღრუბ­ლი­ა­ნო­ბის დო­ნეს, ქა­რის სიმ­ძლავ­რეს, წვი­მის ალ­ბა­თო­ბას, ტე­ნი­ა­ნო­ბას. თქვენს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თი­თო­ე­ულ­მა ამ სა­კი­თხმა შე­იძ­ლე­ბა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, ამი­ტომ სა­თა­ნა­დოდ უნდა მო­ემ­ზა­დოთ რო­გორც მზის­თვის, ისე წვი­მის­თვის. თუ სხვა გზა არ გაქვთ და ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვა წვი­მი­ან ამინ­დში გი­წევთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მი­წის ზე­და­პირს. თუ არა­ფე­რია და­გე­ბუ­ლი, სტუმ­რე­ბი არც მზემ უნდა შე­ა­წუ­ხოს. ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ქოლ­გე­ბი და ტენ­ტე­ბი დაგ­ჭირ­დე­ბათ.

ელექტრო­ე­ნერ­გია

ღია ცის ქვეშ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვის დროს ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კი­თხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. ხში­რად კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გია არ არის მიყ­ვა­ნი­ლი, რაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ზედ­მეტ სირ­თუ­ლე­ებს უჩენს. ამ დროს სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რია.

პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი სა­რე­ზერ­ვო კვე­ბის ელე­მენ­ტია, რო­მე­ლიც იტე­ნე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში დენ­ზე, მზის პა­ნე­ლი­დან და მან­ქა­ნა­ში, შემ­დეგ კი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით გვა­მა­რა­გებს სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. EcoFlow-ს პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ხმა­რე­ბელ­სა და მის კომ­ფორტზე მორ­გე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბია. მას აქვს სხვა­დას­ხვა ტი­პის აუთ­ფუ­თი, რათა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­მა­ტე­ბი­თი გა­დამ­ყვა­ნე­ბის გა­რე­შე შეძ­ლოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­ერ­თე­ბა.

EcoFlow-ს პორ­ტა­ტულ ელექტრო­სად­გურს აქვს ეკ­რა­ნი, რო­მელ­ზეც ნა­ხავთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რამ­დენს მო­იხ­მარს და­ერ­თე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რამ­დე­ნი ხანს შეძ­ლებს მის­თვის ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბას, და­სა­ტე­ნად რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბა და სხვა. ასე­ვე სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, EcoFlow-ს აქვს აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მისი დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რე­ბით საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

და­მა­ტე­ბი­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა

და­მა­ტე­ბით ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში ძი­რი­თა­დად სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა. ეს და­გეგ­მვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ნა­წი­ლია, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ ის უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩეს. ეცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და­ახ­ვედ­როთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს, რათა მათ მო­მა­ვალ­ში თქვენს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოს­ვლა კვლავ მო­უნ­დეთ.

და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბი

ღია ცის ქვეშ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვის დროს ხში­რად დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გსურ­დეთ, რომ სტუმ­რებ­მა სა­ღო­ნის­ძი­ე­ბო სივ­რცე­ში ბევ­რი ია­რონ, და­ათ­ვა­ლი­ე­რონ, მაგ­რამ და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­სურ­ვე­ლია, სივ­რცის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის სკა­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ, მი­სა­ღე­ბია პუ­ფე­ბიც, ჰა­მა­კე­ბიც, ხის მო­რე­ბიც. გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი თქვენს სივ­რცეს უფრო ლა­მაზ­სა და კომ­ფორ­ტულს გახ­დის.

კვე­ბა

ღია ცის ქვეშ ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­წყო­ბის დროს დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კვე­ბის სა­კითხს. საკ­ვე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ღია სივ­რცე­ში, სით­ბო­ში ყოფ­ნის დროს სწრა­ფად ფუჭ­დე­ბა. ეს სა­კი­თხი მე­ნი­უს შერ­ჩე­ვის დროს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. ასე­ვე მო­ე­რი­დეთ კრე­მი­ან სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმს. ერთი მხრივ, ის მალ­ფუ­ჭე­ბა­დია, მე­ო­რე მხრივ კი შე­იძ­ლე­ბა ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი ან სხვა მწე­რე­ბი და­ე­სი­ოს.

ლევანი
3

ძალიან საინტერესო რჩევებია, აქ მოყვანილი რჩევები იმდენად ღრმა აზრის მატარებელია, რომ ამ რჩევებში გარკვეულ საფასურსაც უნდა იღებდეთ.

ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ,

ერთი კითხვა მაქვს ავტორთან,

ეს თქვენ თავად მოიფიქრეთ თუ დაგეხმარათ ვინმე ?

 

მადლობა და წარმატებები !

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ დავგეგმოთ ღონისძიება ღია ცის ქვეშ - 5 პრაქტიკული რჩევა

როგორ დავგეგმოთ ღონისძიება ღია ცის ქვეშ - 5 პრაქტიკული რჩევა

21-ე საუკუნეში ღონისძიებების ღია სივრცეში ჩატარება განსაკუთრებით ტრენდული გახდა. სხვადასხვა ტიპის სადღესასწაულო თუ საქმიანი ღონისძიება ღია ცის ქვეშ იგეგმება, რაც სტუმრებისთვის საკმაოდ სასიამოვნოა. თუმცა, მეორე მხრივ, გარე ღონისძიების დაგეგმვა რთულია ორგანიზატორებისთვის, რადგან ამ დროს ბევრად მეტი საკითხისა და დეტალის გათვალისწინება უწევთ, ვიდრე დახურულ სივრცეში.

ტოპ 5 საკითხი კი, რომელიც ღია ღონისძიების დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინოთ, ასე გამოიყურება:

ამინდი

ღონისძიების თარიღის შერჩევამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა სანდო ამინდის პროგნოზი. შეხედეთ არა მხოლოდ ნავარაუდებ ტემპერატურას, არამედ ღრუბლიანობის დონეს, ქარის სიმძლავრეს, წვიმის ალბათობას, ტენიანობას. თქვენს ღონისძიებაზე თითოეულმა ამ საკითხმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს, ამიტომ სათანადოდ უნდა მოემზადოთ როგორც მზისთვის, ისე წვიმისთვის. თუ სხვა გზა არ გაქვთ და ღონისძიების დაგეგმვა წვიმიან ამინდში გიწევთ, ყურადღება მიაქციეთ მიწის ზედაპირს. თუ არაფერია დაგებული, სტუმრები არც მზემ უნდა შეაწუხოს. ამისთვის სპეციალური ქოლგები და ტენტები დაგჭირდებათ.

ელექტროენერგია

ღია ცის ქვეშ ღონისძიებების დაგეგმვის დროს ერთ-ერთი აუცილებელი საკითხი ელექტროენერგიით უზრუნველყოფაა. ხშირად კონკრეტულ ლოკაციებზე ელექტროენერგია არ არის მიყვანილი, რაც ორგანიზატორებს ზედმეტ სირთულეებს უჩენს. ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება პორტატული ელექტროსადგურია.

პორტატული ელექტროსადგური სარეზერვო კვების ელემენტია, რომელიც იტენება უმოკლეს დროში დენზე, მზის პანელიდან და მანქანაში, შემდეგ კი ელექტროენერგიით გვამარაგებს საათების განმავლობაში. EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურები, რომლებიც საქართველოში ოფიციალურად ხელმისაწვდომია, მაქსიმალურად მომხმარებელსა და მის კომფორტზე მორგებული მოწყობილობებია. მას აქვს სხვადასხვა ტიპის აუთფუთი, რათა მომხმარებელმა დამატებითი გადამყვანების გარეშე შეძლოს მრავალფეროვანი მოწყობილობების შეერთება.

EcoFlow-ს პორტატულ ელექტროსადგურს აქვს ეკრანი, რომელზეც ნახავთ ინფორმაციას, თუ რამდენს მოიხმარს დაერთებული მოწყობილობა, რამდენი ხანს შეძლებს მისთვის ენერგიის მიწოდებას, დასატენად რამდენი დრო სჭირდება და სხვა. ასევე სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, EcoFlow-ს აქვს აპლიკაცია, რომელიც მისი დისტანციურად მართვის საშუალებას იძლევა.

პორტატული ელექტროსადგურებით საკმაოდ მასშტაბური ღონისძიების ელექტროენერგიით უზრუნველყოფაც შესაძლებელია.

დამატებითი ინფრასტრუქტურა

დამატებით ინფრასტრუქტურაში ძირითადად საპირფარეშოები იგულისხმება. ეს დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ის უყურადღებოდ არ დარჩეს. ეცადეთ მაქსიმალურად მოწესრიგებული საპირფარეშოები დაახვედროთ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, რათა მათ მომავალში თქვენს ღონისძიებაზე მოსვლა კვლავ მოუნდეთ.

დასაჯდომი ადგილები

ღია ცის ქვეშ ღონისძიების დაგეგმვის დროს ხშირად დაშვებულ შეცდომებს მიეკუთვნება დასაჯდომი ადგილების გაუთვალისწინებლობა. შეიძლება გსურდეთ, რომ სტუმრებმა საღონისძიებო სივრცეში ბევრი იარონ, დაათვალიერონ, მაგრამ დასაჯდომი ადგილები აუცილებელი და მნიშვნელოვანია. სასურველია, სივრცის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ტიპის სკამები გამოიყენოთ, მისაღებია პუფებიც, ჰამაკებიც, ხის მორებიც. გამოიყენეთ ყველაფერი თქვენს სივრცეს უფრო ლამაზსა და კომფორტულს გახდის.

კვება

ღია ცის ქვეშ ღონისძიების მოწყობის დროს დიდი ყურადღება მიაქციეთ კვების საკითხს. საკვების გარკვეული ნაწილი ღია სივრცეში, სითბოში ყოფნის დროს სწრაფად ფუჭდება. ეს საკითხი მენიუს შერჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ. ასევე მოერიდეთ კრემიან საკონდიტრო ნაწარმს. ერთი მხრივ, ის მალფუჭებადია, მეორე მხრივ კი შეიძლება ჭიანჭველები ან სხვა მწერები დაესიოს.