საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს" - ალექსეი არესტოვიჩი
"თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს" - ალექსეი არესტოვიჩი

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნელი გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა, ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი სურ­ვი­ლით ჩა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და. მისი მოკ­ვლის ეში­ნი­ათ, გა­და­ცე­მი­საც ეში­ნი­ათ, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ნელა გა­ნად­გუ­რე­ბა. მით უმე­ტეს, რომ ამის დამ­ტკი­ცე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ისი­ნი იტყვი­ან, რომ რას ამ­ბობთ, გა­ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, და­ვი­ცა­ვით ყვე­ლა ნორ­მა, ექი­მი დღე­ში ორ­ჯერ მი­დი­ო­და და ასე შემ­დეგ და ასე შემ­დეგ“, - აღ­ნიშ­ნა არეს­ტო­ვიჩ­მა.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე­თი მას­შტა­ბის ფი­გუ­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­და­წო­ნის, ეში­ნი­ათ მისი და არ იცი­ან, რო­გორ მო­იქ­ცნენ.

კი­თხვა­ზე, უნდა ჩა­ე­რი­ოს თუ არა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი, არეს­ტო­ვიჩ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ იცის, შე­უძ­ლია თუ არა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, "ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია".

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შეს­თა­ვა­ზებ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­სა­მე ქვე­ყა­ნას გა­დას­ცენ.

"თუკი ის ცი­ხე­ში და­ი­ღუ­პე­ბა, მო­დით პირ­და­პირ ვთქვათ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას ვე­რას­დროს ჩა­მო­ი­რე­ცხავს, რო­გო­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც არ უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ არ და­ღუ­პუ­ლი­ყო“, - აღ­ნიშ­ნა არეს­ტო­ვიჩ­მა.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
0

ყველამ მასზე მისხმულის ჩამორეცხვაზე იზრუნოს, აჯობებს, მგონია...

ოსტაპ ბენდერი
14

ესენი ქვეყანას კარგავენ, რა დარჩება იმ ქვეყნიდან, რომელიც ტერიტორიით და მოსახლეობით, ევროპის ხუთეულში შედიოდნენ და ასეთ გაწამაწიაში და უდიდესი განსაცდელის ჟამს ჩვენ გვარიგებენ ჭკუას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს" - ალექსეი არესტოვიჩი

"თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს" - ალექსეი არესტოვიჩი

საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის ნელი განადგურება გადაწყვიტა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

"სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლებას ხელში ჩაუვარდა. მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი იტყვიან, რომ რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არესტოვიჩმა უპასუხა, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის, "ეს მისი გადასაწყვეტია".

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შესთავაზებდა, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ.

"თუკი ის ციხეში დაიღუპება, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ დაღუპულიყო“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.