სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის (დეკემბერ-თებერვლის) ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის (დეკემბერ-თებერვლის) ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის” ზამ­თრის ნო­მე­რი #5 (126), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

“ფან­ჯა­რა” ორი ათა­სი წლის მიღ­მა

შთამ­ბეჭ­და­ვი პორ­ტრე­ტი ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე არ გახ­ლავთ რო­მე­ლი­მე კლა­სი­კო­სი მხატ­ვრის ნა­მუ­შე­ვა­რი და არც მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რია გა­მო­სა­ხუ­ლი. ეგ­ვიპ­ტე­ში, ფა­ი­უმ­ში, ახ.წ. I-III სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შექ­მნი­ლი ფერ­წე­რუ­ლი პორ­ტრე­ტე­ბი პირ­ვე­ლად 1615 წელს იპო­ვეს. ისი­ნი იტა­ლი­ელ­მა მოგ­ზა­ურ­მა პი­ეტ­რო დელა ვა­ლემ აღ­წე­რა. ფა­ი­უ­მის პორ­ტრე­ტებ­მა, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი “ფან­ჯა­რაა” ორი ათა­სი წლის მიღ­მა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ად­რექ­რის­ტი­ა­ნულ ხატ­წე­რა­ზე. მათ ხატ­წე­რის წი­ნა­მორ­ბე­დებ­საც უწო­დე­ბენ. პორ­ტრე­ტებს აქვთ ბუ­ნებ­რივ­ზე დიდი თვა­ლე­ბი. ძვე­ლეგ­ვიპ­ტელ­თა რწმე­ნით, ადა­მი­ა­ნის გაფ­რე­ნი­ლი სული უკან თვა­ლე­ბი­დან ბრუნ­დე­ბა. თვა­ლე­ბი “სუ­ლის კა­რიბ­ჭეა”, ხოლო მათი და­ფარ­ვა სა­ში­ნელ შუ­რის­ძი­ე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. დღეს სულ 900-მდე ასე­თი პორ­ტრე­ტია ცნო­ბი­ლი, ისი­ნი მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი მუ­ზე­უ­მე­ბის ექ­სპო­ზი­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია.

რა ხდე­ბო­და ხრუშ­ჩო­ვის მმარ­თვე­ლო­ბის მი­წუ­რულ

სსრ კავ­ში­რის ლი­დე­რად აღ­ზე­ვე­ბუ­ლი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი არ სწყა­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თველ ერს... თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რულს ხრუშ­ჩო­ვი შე­ე­ცა­და, აფხა­ზე­თის ასსრ გა­მო­ეყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბი­დან და რუ­სე­თის­თვის შე­ე­ერ­თე­ბი­ნა. ამ სურ­ვილს სსრ კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი რუსი შო­ვი­ნის­ტე­ბი ფა­რუ­ლად ყო­ველ­თვის ელო­ლი­ა­ვე­ბოდ­ნენ, ხოლო დრო­დად­რო აშ­კა­რა­დაც გა­მო­ხა­ტავ­დნენ. 1963 წლის აგ­ვის­ტო­ში ეს კი­დევ ერთხელ გამ­ჟღავ­ნდა. იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე დევი სტუ­რუა იგო­ნებ­და: “მჟა­ვა­ნა­ძემ და­მი­რე­კა და მთხო­ვა, მას­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მის კა­ბი­ნეტ­ში აფხა­ზე­თის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი მი­ხე­ილ ბღაჟ­ბა იჯდა. მჟა­ვა­ნა­ძემ რუ­სუ­ლად მი­მარ­თა: - აბა, გა­ი­მე­ო­რე ის, რა მო­მი­ყე­ვი.

აქ მომ­ყავს თით­ქმის უც­ვლე­ლად მი­ხე­ილ ბღაჟ­ბას ნა­ამ­ბო­ბი:

- ამას წი­ნათ ხრუშ­ჩოვ­მა დამ­პა­ტი­ჟა სა­დი­ლად ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­ზე. კარ­გად რომ შე­ქე­ი­ფი­ან­და, უეც­რად მკი­თხა, წა­ი­კი­თხე თუ არა “პრავ­და­ში” და­ბეჭ­დი­ლი ან­გა­რი­ში უცხო­ელ სტუ­მარ­თან ჩემი შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზეო. არა-მეთ­ქი, გა­მო­ვუ­ტყდი. ხრუშ­ჩოვ­მა თა­ნა­შემ­წეს “პრავ­დის” ნო­მე­რი მო­ა­ტა­ნი­ნა და მი­მა­ნიშ­ნა ხსე­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. მე ის უცებ გა­და­ვი­კი­თხე.

- რა წე­რია, სად მი­ვი­ღე სტუ­მა­რი? - იკი­თხა ხრუშ­ჩოვ­მა და თვი­თონ­ვე უპა­სუ­ხა: აქ, აი, ამ ოთახ­ში. გა­ზეთ­ში კი რა წე­რია? - სო­ჭის რა­ი­ონ­შიო, მი­მიხ­ვდი?

- ვერა-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე.

- რა მიხ­ვედ­რა უნდა? - გაბ­რაზ­და ხრუშ­ჩო­ვი, - სად მი­ვი­ღე სტუ­მა­რი? - ბიჭ­ვინ­თა­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი წე­რია - “სო­ჭის რა­ი­ონ­შიო”. ახლა კი წადი და მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი გა­ამ­ზა­დე ჩემს სა­ხელ­ზე.

ახ­ლა­ღა მივ­ხვდი, ხრუშ­ჩო­ვი მა­ვა­ლებ­და მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თის წარ­დგე­ნას აფხა­ზე­თის კრას­ნო­და­რის მხა­რეს­თან მი­ერ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე. მე, რა თქმა უნდა, ამის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ, ვი­ნა­ი­დან ეს აფხა­ზი ხალ­ხის­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია.

- რომ და­გა­ძა­ლონ? - ვკი­თხე მე.

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ამას არ გა­ვა­კე­თებ.

- ვინ­მე ეს­წრე­ბო­და ამ სა­უ­ბარს?

- ხრუშ­ჩო­ვის მე­უღ­ლე და მისი თა­ნა­შემ­წე­ე­ბი - ლე­ბე­დე­ვი და შევ­ჩენ­კო.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლოდ შე­ი­ნა­ხეთ, - და­ას­კვნა მჟა­ვა­ნა­ძემ, - თუ და­წო­ლა გაძ­ლი­ერ­და, იმ­წამ­სვე შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეთ...”

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის სა­თა­ვე­ებ­თან - ორი გზა პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის­თვის

1917 წლის თე­ბერ­ვალ­ში რუ­სეთ­ში ცა­რიზ­მი და­ემ­ხო, კი­ევ­ში შე­იქ­მნა ცენ­ტრა­ლუ­რი რადა. და­ი­წყო პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მი­ხა­ი­ლო გრუ­შევ­სკის, ვლა­დი­მირ ვი­ნი­ჩენ­კო­სა და სი­მონ პეტ­ლი­უ­რას სა­ხე­ლებს. ამ სა­მე­უ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ უამ­რავ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა ოფი­ცერ­მა, რო­მელ­საც მშობ­ლი­უ­რი ენა კარ­გა ხნის და­ვი­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და, გა­იხ­სე­ნა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლია... “იქ, სა­დაც ორი უკ­რა­ი­ნე­ლია, უკვე სამი ჰეტ­მა­ნი არ­სე­ბობს” - ასე­თი უკ­რა­ი­ნუ­ლი ან­და­ზაც არ­სე­ბობს.

მი­ხა­ი­ლო გრუ­შევ­სკი დიდი უკ­რა­ი­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი და მწე­რა­ლია. ის და­ი­ბა­და ქა­ლაქ ხელმში (პო­ლო­ნე­თი), სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კი კი­ევ­ში მი­ი­ღო. სწო­რედ გრუ­შევ­სკის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­უ­ლი სკო­ლის შექ­მნა. მისი წვლი­ლი ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც ჩვენ­თან ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა. უდი­დე­სი ფი­გუ­რა იყო ვლა­დი­მირ ვი­ნი­ჩენ­კოც. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც უკ­რა­ი­ნის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის შექ­მნა, ასე­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ევ­რო­პულ სი­მაღ­ლემ­დე აყ­ვა­ნაც. ვი­ნი­ჩენ­კოს რო­მა­ნე­ბი მრა­ვალ ენა­ზე ითარ­გმნა. ევ­რო­პე­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი მას კნუტ ჰამ­სუ­ნის ან გაბ­რი­ე­ლე დ’ანუნ­ცი­ოს გვერ­დით აყე­ნებ­დნენ. სი­მონ ვა­სი­ლი­ე­ვიჩ პეტ­ლი­უ­რას სა­ხე­ლიც ფარ­თოდ იყო ცნო­ბი­ლი. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­გორც უკ­რა­ი­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი, ისე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ე­ბის შექ­მნა­ში. სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც თე­ატ­რა­ლურ­მა კრი­ტი­კოს­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა. სა­მი­ვე პი­როვ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მოღ­ვა­წე იყო... დიდი მეც­ნი­ე­რი გრუ­შევ­სკი და დიდი მწე­რა­ლი ვი­ნი­ჩენ­კო სუს­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. მათ ვერც ერ­თმა­ნეთ­თან გა­მო­ძებ­ნეს სა­ერ­თო ენა და ვერც ქმე­დი­თი პროგ­რა­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა იყო ბოლ­შე­ვიზ­მი­სად­მი გულ­მო­წყა­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე მძი­მე შეც­დო­მა კი სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო. გრუ­შევ­სკი­ცა და ვი­ნი­ჩენ­კოც და­ჯე­რე­ბუ­ლი პა­ცი­ფის­ტე­ბი იყ­ვნენ. მათ გულ­წრფე­ლად ეგო­ნათ, რომ უკ­რა­ი­ნას არ­მია არ სჭირ­დე­ბო­და; საკ­მა­რი­სია მი­ლი­ცია, რომ წეს­რი­გი იქ­ნას და­ცუ­ლიო...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • პო­ლე­მი­კა. წი­წა­მუ­რის ტრა­გე­დი­ის ერთი გა­მო­ცა­ნა
  • და­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი. პეტ­რე შა­რი­ას დღი­უ­რე­ბი. ნა­წი­ლი II
  • ქარ­თვე­ლე­ბი წმინ­და მი­წა­ზე. სა­ლა­დი­ნის სი­გე­ლი და ქარ­თველ­თა უფ­ლე­ბე­ბი ქრის­ტეს საფ­ლა­ვის ტა­ძარ­ში
  • ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ნაკ­ვა­ლევ­ზე. სა­მეგ­რე­ლოს ექ­სპე­დი­ცი­ის დღი­უ­რე­ბი
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქის უც­ნო­ბი წე­რი­ლი ქე­თე­ვან ჟუ­რუ­ლი­სად­მი
  • პირ­ვე­ლი პი­რე­ბი თბი­ლის­ში. მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში
  • წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო­ე­ბი. შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი თა­ვად ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თა ფერ­წე­რუ­ლი პორ­ტრე­ტე­ბი
  • ევ­რო­პის ის­ტო­რი­ი­დან. “მუ­დამ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მხა­რეს” / ნა­პო­ლე­ო­ნის პო­ლი­ცი­ის მი­ნის­ტრი ჟო­ზეფ ფუშე - ნი­ჭი­ე­რი ქა­მე­ლე­ო­ნი. ნა­წი­ლი II (და­სას­რუ­ლი)
  • სა­მე­ფო ფოს­ტა. ჰოდა, სოსო ჟორ­და­ნი­ას მი­მო­წე­რა დე­დო­ფალ­თან. ნა­წი­ლი II (და­სას­რუ­ლი)
  • მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ციხე-დარ­ბა­ზე­ბი. ფრე­დე­რიკს­ბორ­გი / სკან­დი­ნა­ვი­უ­რი რე­ნე­სან­სის შე­დევ­რი სა­მე­ფო ნა­დი­რო­ბე­ბის­თვის შე­იქ­მნა

P.S. ჟურ­ნა­ლი “ის­ტო­რი­ა­ნი”, რო­გორც მკი­თხვე­ლის­თვის ცნო­ბი­ლია, გა­და­სუ­ლია სე­ზო­ნუ­რად გა­მო­ცე­მა­ზე - იბეჭ­დე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის, ზა­ფხუ­ლის, შე­მოდ­გო­მი­სა და ზამ­თრის ნომ­რე­ბი. წი­ნამ­დე­ბა­რე ჟურ­ნა­ლი ზამ­თრის გახ­ლავთ. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­დევ­ნო ნო­მე­რი იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის და მკი­თხვე­ლი მას 2023 წლის 1 მარტს იხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის (დეკემბერ-თებერვლის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის (დეკემბერ-თებერვლის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის ნომერი #5 (126), რომელშიც წაიკითხავთ:

“ფანჯარა” ორი ათასი წლის მიღმა

შთამბეჭდავი პორტრეტი ჩვენი ჟურნალის ყდაზე არ გახლავთ რომელიმე კლასიკოსი მხატვრის ნამუშევარი და არც მეტ-ნაკლებად ცნობილი ისტორიული პირია გამოსახული. ეგვიპტეში, ფაიუმში, ახ.წ. I-III საუკუნეებში შექმნილი ფერწერული პორტრეტები პირველად 1615 წელს იპოვეს. ისინი იტალიელმა მოგზაურმა პიეტრო დელა ვალემ აღწერა. ფაიუმის პორტრეტებმა, რომელიც ერთგვარი “ფანჯარაა” ორი ათასი წლის მიღმა, გავლენა მოახდინა ადრექრისტიანულ ხატწერაზე. მათ ხატწერის წინამორბედებსაც უწოდებენ. პორტრეტებს აქვთ ბუნებრივზე დიდი თვალები. ძველეგვიპტელთა რწმენით, ადამიანის გაფრენილი სული უკან თვალებიდან ბრუნდება. თვალები “სულის კარიბჭეა”, ხოლო მათი დაფარვა საშინელ შურისძიებად მიიჩნეოდა. დღეს სულ 900-მდე ასეთი პორტრეტია ცნობილი, ისინი მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების ექსპოზიციის აუცილებელი ნაწილია.

რა ხდებოდა ხრუშჩოვის მმართველობის მიწურულ

სსრ კავშირის ლიდერად აღზევებული ნიკიტა ხრუშჩოვი არ სწყალობდა საქართველოსა და ქართველ ერს... თავისი მმართველობის დასასრულს ხრუშჩოვი შეეცადა, აფხაზეთის ასსრ გამოეყვანა საქართველოს შემადგენლობიდან და რუსეთისთვის შეეერთებინა. ამ სურვილს სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში მოკალათებული რუსი შოვინისტები ფარულად ყოველთვის ელოლიავებოდნენ, ხოლო დროდადრო აშკარადაც გამოხატავდნენ. 1963 წლის აგვისტოში ეს კიდევ ერთხელ გამჟღავნდა. იმხანად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე მომუშავე დევი სტურუა იგონებდა: “მჟავანაძემ დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მის კაბინეტში აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა იჯდა. მჟავანაძემ რუსულად მიმართა: - აბა, გაიმეორე ის, რა მომიყევი.

აქ მომყავს თითქმის უცვლელად მიხეილ ბღაჟბას ნაამბობი:

- ამას წინათ ხრუშჩოვმა დამპატიჟა სადილად ბიჭვინთის აგარაკზე. კარგად რომ შექეიფიანდა, უეცრად მკითხა, წაიკითხე თუ არა “პრავდაში” დაბეჭდილი ანგარიში უცხოელ სტუმართან ჩემი შეხვედრის თაობაზეო. არა-მეთქი, გამოვუტყდი. ხრუშჩოვმა თანაშემწეს “პრავდის” ნომერი მოატანინა და მიმანიშნა ხსენებულ ინფორმაციაზე. მე ის უცებ გადავიკითხე.

- რა წერია, სად მივიღე სტუმარი? - იკითხა ხრუშჩოვმა და თვითონვე უპასუხა: აქ, აი, ამ ოთახში. გაზეთში კი რა წერია? - სოჭის რაიონშიო, მიმიხვდი?

- ვერა-მეთქი, - ვუპასუხე.

- რა მიხვედრა უნდა? - გაბრაზდა ხრუშჩოვი, - სად მივიღე სტუმარი? - ბიჭვინთაში. ინფორმაციაში კი წერია - “სოჭის რაიონშიო”. ახლა კი წადი და მოხსენებითი ბარათი გაამზადე ჩემს სახელზე.

ახლაღა მივხვდი, ხრუშჩოვი მავალებდა მოხსენებითი ბარათის წარდგენას აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთების თაობაზე. მე, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას არ ვაპირებ, ვინაიდან ეს აფხაზი ხალხისთვის სიკვდილის ტოლფასია.

- რომ დაგაძალონ? - ვკითხე მე.

- არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ.

- ვინმე ესწრებოდა ამ საუბარს?

- ხრუშჩოვის მეუღლე და მისი თანაშემწეები - ლებედევი და შევჩენკო.

- ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ, - დაასკვნა მჟავანაძემ, - თუ დაწოლა გაძლიერდა, იმწამსვე შეგვატყობინეთ...”

დამოუკიდებელი უკრაინის სათავეებთან - ორი გზა პირველი უკრაინული აღორძინებისთვის

1917 წლის თებერვალში რუსეთში ცარიზმი დაემხო, კიევში შეიქმნა ცენტრალური რადა. დაიწყო პირველი უკრაინული აღორძინება, რომელიც უკავშირდება მიხაილო გრუშევსკის, ვლადიმირ ვინიჩენკოსა და სიმონ პეტლიურას სახელებს. ამ სამეულის დამსახურებაა, რომ უამრავმა უკრაინელმა ოფიცერმა, რომელსაც მშობლიური ენა კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა, გაიხსენა, რომ უკრაინელია... “იქ, სადაც ორი უკრაინელია, უკვე სამი ჰეტმანი არსებობს” - ასეთი უკრაინული ანდაზაც არსებობს.

მიხაილო გრუშევსკი დიდი უკრაინელი ისტორიკოსი და მწერალია. ის დაიბადა ქალაქ ხელმში (პოლონეთი), სწავლობდა თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, უმაღლესი განათლება კი კიევში მიიღო. სწორედ გრუშევსკის სახელთანაა დაკავშირებული უკრაინული ისტორიოგრაფიული სკოლის შექმნა. მისი წვლილი ისეთივეა, როგორიც ჩვენთან ივანე ჯავახიშვილისა. უდიდესი ფიგურა იყო ვლადიმირ ვინიჩენკოც. მის სახელს უკავშირდება როგორც უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა, ასევე უკრაინული ლიტერატურის ევროპულ სიმაღლემდე აყვანაც. ვინიჩენკოს რომანები მრავალ ენაზე ითარგმნა. ევროპელი კრიტიკოსები მას კნუტ ჰამსუნის ან გაბრიელე დ’ანუნციოს გვერდით აყენებდნენ. სიმონ ვასილიევიჩ პეტლიურას სახელიც ფართოდ იყო ცნობილი. ის მონაწილეობდა როგორც უკრაინის რევოლუციური, ისე სოციალ-დემოკრატიული პარტიების შექმნაში. სახელი გაითქვა, როგორც თეატრალურმა კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა. სამივე პიროვნება ცნობილი უკრაინელი მოღვაწე იყო... დიდი მეცნიერი გრუშევსკი და დიდი მწერალი ვინიჩენკო სუსტი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ. მათ ვერც ერთმანეთთან გამოძებნეს საერთო ენა და ვერც ქმედითი პროგრამა შეიმუშავეს. საბედისწერო შეცდომა იყო ბოლშევიზმისადმი გულმოწყალება. ყველაზე მძიმე შეცდომა კი სამხედრო აღმშენებლობისადმი დამოკიდებულება იყო. გრუშევსკიცა და ვინიჩენკოც დაჯერებული პაციფისტები იყვნენ. მათ გულწრფელად ეგონათ, რომ უკრაინას არმია არ სჭირდებოდა; საკმარისია მილიცია, რომ წესრიგი იქნას დაცულიო...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • პოლემიკა. წიწამურის ტრაგედიის ერთი გამოცანა
  • დავიწყებული სახელები. პეტრე შარიას დღიურები. ნაწილი II
  • ქართველები წმინდა მიწაზე. სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში
  • ექვთიმე თაყაიშვილის ნაკვალევზე. სამეგრელოს ექსპედიციის დღიურები
  • ახალი ამბები. იერუსალიმის პატრიარქის უცნობი წერილი ქეთევან ჟურულისადმი
  • პირველი პირები თბილისში. მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი საქართველოში
  • წარჩინებული საგვარეულოები. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული თავად ჩოლოყაშვილთა ფერწერული პორტრეტები
  • ევროპის ისტორიიდან. “მუდამ გამარჯვებულის მხარეს” / ნაპოლეონის პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე - ნიჭიერი ქამელეონი. ნაწილი II (დასასრული)
  • სამეფო ფოსტა. ჰოდა, სოსო ჟორდანიას მიმოწერა დედოფალთან. ნაწილი II (დასასრული)
  • მსოფლიოში ცნობილი ციხე-დარბაზები. ფრედერიკსბორგი / სკანდინავიური რენესანსის შედევრი სამეფო ნადირობებისთვის შეიქმნა

P.S. ჟურნალი “ისტორიანი”, როგორც მკითხველისთვის ცნობილია, გადასულია სეზონურად გამოცემაზე - იბეჭდება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ნომრები. წინამდებარე ჟურნალი ზამთრის გახლავთ. შესაბამისად, მომდევნო ნომერი იქნება გაზაფხულის და მკითხველი მას 2023 წლის 1 მარტს იხილავს.