სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?" - რატომ დაუპირისპირდა ნათია ფანჯიკიძე ნოდარ მელაძესა და ინგა გრიგოლიას?
"იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?" -  რატომ დაუპირისპირდა ნათია ფანჯიკიძე ნოდარ მელაძესა და ინგა გრიგოლიას?

"იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტის ზარი მირ­ჩევ­ნია, თუ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტის კარ­ზე ბრა­ხუ­ნი, ავირ­ჩიო?“ - ასე იწყე­ბა ფსი­ქო­ლოგ ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მელ­ზეც "ტვპირ­ვე­ლი“ ჰყავს მო­ნიშ­ნუ­ლი. ცხა­რე დის­კუ­სი­ი­დან, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლის სტა­ტუს­ზე გა­ი­მარ­თა, ირ­კვე­ვა, რომ დღეს, ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს სახ­ლში კარ­ზე ბრა­ხუ­ნით ეს­ტუმ­რა. ის მისი სახ­ლის მი­სა­მარ­თზე რე­გის­ტრი­რე­ბულ შპს-ს ეძებ­და.

"სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ. გიკ­რძა­ლავთ ჩემ სახ­ლში მოთ­რე­ვას და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად ყვე­ლას. ვატო წე­რე­თე­ლი, გეს­მის ხომ? თუ დაგ­პა­ტი­ჟო ყა­ვა­ზე და გა­ვი­ა­როთ ეს სა­კი­თხი?

გავ­ჩუმ­დი, შემ­ჭა­მეს, ხმა ამო­ვი­ღე შემ­ჭა­მეს. ამა­თი აგენ­ტე­ბი ხომ ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის თუ ყვე­ლა მი­ტინ­გის წა­მო­წყე­ბი­სას გარ­შე­მო მირ­ბე­ნენ და მზვე­რა­ვენ და "აზ­რებს იკ­ვლე­ვენ..." თქვე სა­ცო­და­ვე­ბო, ჩუმ-ჩუ­მე­ლა ხალ­ხი არ ვართ ჩვენ. თუ რა­მეს და­ა­პი­რებს, დავ­წერ. მა­ნამ­დე მა­ცა­დეთ ვი­ცხოვ­რო ამ ქვე­ყა­ნა­ში. ჩემი ოთხი ზრდას­რუ­ლის და ერთი თი­ნას­გან შემ­დგა­რი ოჯა­ხი­დან სამი აშშ-ში მუ­შა­ობს. არ წა­ვალ თქვენს ჯი­ნა­ზე...

გა­მე­ორ­დე­ბა ასე­თი რამ, ვუ­რე­კავ პო­ლი­ცი­ას. კარ­გად იცო­დეთ ყვე­ლამ, არ ხართ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. ეს სახ­ლთან ალ­ყე­ბი რო­მელ კა­ნონ­ში წე­რია, ეგეც თან წა­მო­ი­ღეთ ხოლ­მე. მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­ულ მი­სა­მარ­თად სახ­ლის მი­სა­მარ­თი, მე მგო­ნი "კა­მა­რას“ პირ­ვე­ლი მი­სა­მარ­თიც, სა­ნამ ოფი­სი გვექ­ნე­ბო­და, ბი­ნის მი­სა­მარ­თი იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ეს არ იძ­ლე­ვა სა­ფუძ­ველს შე­მოჭ­რის", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, რო­მელ­საც კო­მენ­ტა­რებ­ში ნო­დარ მე­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­მო­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" სტა­ტუს­ზე:

ნო­დარ მე­ლა­ძე: ნა­თია, ჟურ­ნა­ლის­ტი ეძებ­და კომ­პა­ნია "კრა­ტოს ჯგუფს“, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა, რომ თქვენს ბი­ნა­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: და რა კომ­პა­ნია ყო­ფი­ლა, რამ და­გა­ინ­ტე­რე­სათ? რამე უკა­ნო­ნოა? გინ­და კომ­პა­ნი­ას რა უფ­ლე­ბით ად­გე­ბი, თუ უკა­ნო­ნო არა­ფე­რია და მი­თუ­მე­ტეს, რომ მე არ ვი­ცო­დი, თო­რემ თქვენ ნამ­დვი­ლად გა­და­სა­რე­ვად იცით, რომ რო­გორც და­რე­გის­ტრირ­და, ისე გდია ეგ რა­ღაც კომ­პა­ნია. კი­დევ უკეთ იცით, რომ აქ ვცხოვ­რობ. და თუ აქამ­დე არ იცო­დით, ახლა კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ მე აქ ვცხოვ­რობ. ალ­ბათ წე­რეთ­ლებ­მაც არ იცი­ან, სად ვცხოვ­რობ, ხომ?

კარ­ზე ბრა­ხუ­ნი იყო, შპს რა­ღაც აქაა? მე ვუ­თხა­რი გვერ­დით კარ­ში (არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფირ­მაა და ვი­ფიქ­რე, მათ ეძე­ბენ-მეთ­ქი) იმათ უთხრეს, - ჩვენ არ ვარ­თო და მიბ­რა­ხუ­ნებს ისევ - "ტვ პირ­ვე­ლი­დან“ ვართ, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­ძებ­ნა­ში ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით? ვუ­თხა­რი, ვერა, ძვი­რია ბი­ლე­თი ნიუ-იორ­კამ­დე. და არ იცით ეს შპს რა­ღაც? მე ვუ­თხა­რი, პირ­ვე­ლად მეს­მის. მოკ­ლედ, და­ვუ­რე­კე ირაკ­ლის და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ და­სა­ხე­ლე­ბის შპს მარ­თლა შე­უქ­მნია, მაგ­რამ შპს არ მუ­შა­ობს. რო­გორც შექ­მნა, ისე მი­აგ­დო და შე­სა­ბა­მი­სად, მეც აზ­რზე არ ვი­ყა­ვი. ხოდა, სა­ნამ, არ ვიცი, ამ­ჯე­რად ვისი შეკ­ვე­თით ან რით ვერ გა­ვი­წყდე­ბით ვერ­ცერთ მხა­რეს, დე­ტექ­ტივს და­წერთ, თხოვ­ნა მაქვს, კარს იქი­დან რომ ვამ­ბობ, ბო­დი­ში, პირ­სა­ხო­ცით ვარ და ვერ ვა­ღებ კარს, აი, ეგ იდუ­მა­ლად მი­ხატ-მო­ხა­ტოთ, რომ ჩემი მშვე­ნი­ე­რი ხმა კოხ­ტად ის­მო­დეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­რე­შე.

ნო­დარ მე­ლა­ძე: ნა­თია, მო­ვე­დით ოფის­ში და დაგ­ვხვდა თქვე­ნი ბინა. მგო­ნი, გა­სა­გე­ბად აგიხ­სე­ნით. თქვენ თუ არ იცით, რომ თქვენს ბი­ნა­ში კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ძაან უც­ნა­უ­რია. რე­ესტრში მო­ნა­ცე­მე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის დროს მე­სა­კუთ­რის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: ძა­ლი­ან კარ­გად იცი, რომ ეს ჩემი სახ­ლია და ვცხოვ­რობ, ისიც კარ­გად იცი, სად არის ირაკ­ლის ოფი­სი. ასე­ვე ისიც იცი, რომ ირაკ­ლი არაა თბი­ლის­ში. და სხვა­თა შო­რის, თვე­ე­ბის წინ დო­მი­ნი­კის ფორბსთან ინ­ტერ­ვიუ რომ წამ­ლად ჩა­აგ­დე და წინ სა­ოც­რე­ბე­ბი წა­უმ­ძღვა­რე "კრა­ხით წა­სულ მი­ნის­ტრზე", სა­ო­ცა­რი გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თე, თით­ქოს რა­მეს უკა­ნო­ნოს აკე­თებ­დეს ირაკ­ლი, მა­გა­ზე არც ვი­კად­რე კი­თხვა და­მეს­ვა ან რამე მეთ­ქვა. აი, სახ­ლში ბრა­ხა-ბრუ­ხი კი ნა­მე­ტა­ნია. თო­რემ გა­და­ცე­მა არ გამ­კვირ­ვე­ბია, ნე­ტავ რო­მელ­მა შე­უკ­ვე­თა - თქო, - გა­ვი­ფიქ­რე და იქვე და­ვი­ვი­წყე...

  • ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ სტა­ტუსს­ზე ინგა გრი­გო­ლი­აც მო­ნიშ­ნა, იმ იმე­დით რომ მას ეცო­დი­ნე­ბო­და, კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ მი­ად­გა სახ­ლში "ტვპირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი, თუმ­ცა გრი­გო­ლი­ას­გან არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო პა­სუ­ხი მი­ი­ღო...

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკა
1

საქართველოში პროფესიონალი ჟურნალისტი თითზე ჩამოსათვლელია,რომელშიც რათქმა უნდა არ შედის გრიგოლია,ჯანგირაშვილი და მსგავსი უწიგნურები,ესენი ნაცხროვაა და სხვა არაფერი.

ვაი-მეეეე
2

სართულის მეზობელი, რომელიც ინიშნებოდა რაღაც თანამდებობაზე (რათქმაუნდა არც ვიცოდი) დილიდან მოცვივდნენ ჟურნალისტები, ჩემი ბავშვი არ უღებდა კარებს (13 წლის!!!), ეკითხებოდნენ ამ პიროვნებაზე, ვინაიდან ახალ გადასულებად ვითვლებით ბავშვმა არ იცოდა არც სახელი და არც გვარი, ათას სისულელეს ეკითხებოდნენ, პარალელურად მე მირეკავდა შეშინებული :-( გული მერევა "თანამედროვე" ჟურნალისტიკაზე, თავი რომ დავანებოთ პროფესიას, სად გაიზარდეთ?!?!? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?" - რატომ დაუპირისპირდა ნათია ფანჯიკიძე ნოდარ მელაძესა და ინგა გრიგოლიას?

"იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?" -  რატომ დაუპირისპირდა ნათია ფანჯიკიძე ნოდარ მელაძესა და ინგა გრიგოლიას?

"იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?“ - ასე იწყება ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის სტატუსი სოციალურ ქსელში, რომელზეც "ტვპირველი“ ჰყავს მონიშნული. ცხარე დისკუსიიდან, რომელიც ირაკლი ალასანიას მეუღლის სტატუსზე გაიმართა, ირკვევა, რომ დღეს, ტელევიზიის ჟურნალისტი ნათია ფანჯიკიძეს სახლში კარზე ბრახუნით ესტუმრა. ის მისი სახლის მისამართზე რეგისტრირებულ შპს-ს ეძებდა.

"სოლოლაკში ვცხოვრობ. გიკრძალავთ ჩემ სახლში მოთრევას დაუპატიჟებლად ყველას. ვატო წერეთელი, გესმის ხომ? თუ დაგპატიჟო ყავაზე და გავიაროთ ეს საკითხი?

გავჩუმდი, შემჭამეს, ხმა ამოვიღე შემჭამეს. ამათი აგენტები ხომ ყველა არჩევნების თუ ყველა მიტინგის წამოწყებისას გარშემო მირბენენ და მზვერავენ და "აზრებს იკვლევენ..." თქვე საცოდავებო, ჩუმ-ჩუმელა ხალხი არ ვართ ჩვენ. თუ რამეს დააპირებს, დავწერ. მანამდე მაცადეთ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში. ჩემი ოთხი ზრდასრულის და ერთი თინასგან შემდგარი ოჯახიდან სამი აშშ-ში მუშაობს. არ წავალ თქვენს ჯინაზე...

გამეორდება ასეთი რამ, ვურეკავ პოლიციას. კარგად იცოდეთ ყველამ, არ ხართ დაპატიჟებული. ეს სახლთან ალყები რომელ კანონში წერია, ეგეც თან წამოიღეთ ხოლმე. მილიონ ადამიანს აქვს დარეგისტრირებული იურიდიულ მისამართად სახლის მისამართი, მე მგონი "კამარას“ პირველი მისამართიც, სანამ ოფისი გვექნებოდა, ბინის მისამართი იყო დარეგისტრირებული. ეს არ იძლევა საფუძველს შემოჭრის", - წერს ნათია ფანჯიკიძე, რომელსაც კომენტარებში ნოდარ მელაძე გამოეხმაურა.

მიმოწერა "ფეისბუქის" სტატუსზე:

ნოდარ მელაძე: ნათია, ჟურნალისტი ეძებდა კომპანია "კრატოს ჯგუფს“, რომელიც აღმოჩნდა, რომ თქვენს ბინაშია რეგისტრირებული.

ნათია ფანჯიკიძე: და რა კომპანია ყოფილა, რამ დაგაინტერესათ? რამე უკანონოა? გინდა კომპანიას რა უფლებით ადგები, თუ უკანონო არაფერია და მითუმეტეს, რომ მე არ ვიცოდი, თორემ თქვენ ნამდვილად გადასარევად იცით, რომ როგორც დარეგისტრირდა, ისე გდია ეგ რაღაც კომპანია. კიდევ უკეთ იცით, რომ აქ ვცხოვრობ. და თუ აქამდე არ იცოდით, ახლა კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მე აქ ვცხოვრობ. ალბათ წერეთლებმაც არ იციან, სად ვცხოვრობ, ხომ?

კარზე ბრახუნი იყო, შპს რაღაც აქაა? მე ვუთხარი გვერდით კარში (არქიტექტურული ფირმაა და ვიფიქრე, მათ ეძებენ-მეთქი) იმათ უთხრეს, - ჩვენ არ ვართო და მიბრახუნებს ისევ - "ტვ პირველიდან“ ვართ, ირაკლი ალასანიას მოძებნაში ვერ დაგვეხმარებით? ვუთხარი, ვერა, ძვირია ბილეთი ნიუ-იორკამდე. და არ იცით ეს შპს რაღაც? მე ვუთხარი, პირველად მესმის. მოკლედ, დავურეკე ირაკლის და აღმოჩნდა, რომ ამ დასახელების შპს მართლა შეუქმნია, მაგრამ შპს არ მუშაობს. როგორც შექმნა, ისე მიაგდო და შესაბამისად, მეც აზრზე არ ვიყავი. ხოდა, სანამ, არ ვიცი, ამჯერად ვისი შეკვეთით ან რით ვერ გავიწყდებით ვერცერთ მხარეს, დეტექტივს დაწერთ, თხოვნა მაქვს, კარს იქიდან რომ ვამბობ, ბოდიში, პირსახოცით ვარ და ვერ ვაღებ კარს, აი, ეგ იდუმალად მიხატ-მოხატოთ, რომ ჩემი მშვენიერი ხმა კოხტად ისმოდეს გამოსახულების გარეშე.

ნოდარ მელაძე: ნათია, მოვედით ოფისში და დაგვხვდა თქვენი ბინა. მგონი, გასაგებად აგიხსენით. თქვენ თუ არ იცით, რომ თქვენს ბინაში კომპანიაა რეგისტრირებული, ძაან უცნაურია. რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის დროს მესაკუთრის თანხმობაა საჭირო.

ნათია ფანჯიკიძე: ძალიან კარგად იცი, რომ ეს ჩემი სახლია და ვცხოვრობ, ისიც კარგად იცი, სად არის ირაკლის ოფისი. ასევე ისიც იცი, რომ ირაკლი არაა თბილისში. და სხვათა შორის, თვეების წინ დომინიკის ფორბსთან ინტერვიუ რომ წამლად ჩააგდე და წინ საოცრებები წაუმძღვარე "კრახით წასულ მინისტრზე", საოცარი გადაცემა გააკეთე, თითქოს რამეს უკანონოს აკეთებდეს ირაკლი, მაგაზე არც ვიკადრე კითხვა დამესვა ან რამე მეთქვა. აი, სახლში ბრახა-ბრუხი კი ნამეტანია. თორემ გადაცემა არ გამკვირვებია, ნეტავ რომელმა შეუკვეთა - თქო, - გავიფიქრე და იქვე დავივიწყე...

  • ნათია ფანჯიკიძემ სტატუსსზე ინგა გრიგოლიაც მონიშნა, იმ იმედით რომ მას ეცოდინებოდა, კონკრეტულად რატომ მიადგა სახლში "ტვპირველის" ჟურნალისტი, თუმცა გრიგოლიასგან არც თუ სასიამოვნო პასუხი მიიღო...