სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა... რაც შეეხება კონტაქტების მოპოვებას, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ არის" - მარიკა ბაკურაძე კრიტიკოსებს პასუხობს
"ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა... რაც შეეხება კონტაქტების მოპოვებას, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ არის" - მარიკა ბაკურაძე კრიტიკოსებს პასუხობს

გა­და­ცე­მა "იმე­დის დღე­ში" გა­სულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძემ გა­და­წყვი­ტა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­ე­რე­კა, ვინც მის სი­უ­ჟეტ­ზე უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რა და ეკი­თხა, რა­ტომ მო­იქ­ცნენ ასე.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მელ­საც "იმე­დი­დან" და­უ­რე­კეს გი­ორ­გი ბოლ­ქვა­ძეა, რო­მე­ლიც აპი­რებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას უჩივ­ლოს.

"გა­და­ცე­მა "იმე­დის დღემ" ჩა­ი­წე­რა და გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც პრი­ვა­ტუ­ლი მე­გო­ნა, არა­ნა­ი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა იმის, რომ სა­უ­ბა­რი იწე­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, არც ის, რომ სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­დნენ, "იმე­დის" ტე­ლე­ვი­ზია რომ ფსკე­რია, დიდი ხა­ნია ვიცი, მაგ­რამ ვერც კი ვი­ჯე­რებ, რომ ასე­თი რამე იკად­რეს. სარ­ჩე­ლი მომ­ზად­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, არც კი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა გე­ლით", - წერს ბოლ­ქვა­ძე.

  • ცოტა ხნის წინ ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძემ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ წუხს "დღე­ვან­დე­ლის გამო".

მისი თქმით, ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის მო­ბი­ლუ­რის ნომ­რე­ბი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ი­პო­ვა.

"ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია დღე­ვან­დელ­მა ეთერ­მა. გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი თემა იყო - სი­ძულ­ვი­ლის ენა. სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე, რო­მე­ლიც წა­ლე­კა სა­ლან­ძღავ­მა სი­ტყვებ­მა, ბრაზ­მა და აგ­რე­სი­ამ. ეს არის თით­ქოს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა ჩვე­ნი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან, ამავდრო­უ­ლად კი სწო­რედ ესაა ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ყოფა.

ამ თე­მას გან­ვი­ხი­ლავ­დით სტუ­დი­ა­ში მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თან, ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად. ამ თე­მის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ მო­ვამ­ზა­დე სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც სოც.ქსელ­ში და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტორ­თან რე­ა­ლურ ყო­ფა­ში დავ­რე­კე და რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა დავ­სვი - რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლად მი­აჩ­ნი­ათ მათ ამ ლექ­სი­კით სა­უ­ბა­რი ფე­ის­ბუქ­ში და მათ რე­ა­ლურ გა­რე­მოც­ვა­ში. ვწუხ­ვარ, თუ არას­წო­რად იქნა აღ­ქმუ­ლი ეს ხაზი.

რაც შე­ე­ხე­ბა ეთი­კის ნორ­მებს:

- სრუ­ლად იყო და­ცუ­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ანო­ნი­მუ­რო­ბა.

- არ გვიჩ­ვე­ნე­ბია მათი კო­მენ­ტა­რე­ბი, რათა თა­ვი­დან აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

- პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა - ეს არის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლი. პი­რა­დი და სა­ერ­თო ნაც­ნო­ბო­ბით. და­მე­თან­ხმე­ბით, ფე­ის­ბუ­ქის სივ­რცე­ში კონ­ტაქ­ტე­ბის გარ­კვე­ვა დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პრობ­ლე­მა არ არის. სწო­რედ ასე მოხ­და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა.

- ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტის ხმა იყო შეც­ვლი­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტით, რათა აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა თა­ვი­დან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

- და­მერ­წმუ­ნე­ბით, ყო­ველ მათ­გან­თან ვი­სა­უბ­რე შე­კი­თხვე­ბის რე­ჟიმ­ში, ჩემი მხრი­დან მხო­ლოდ ამ თე­მა­ზე დის­კუ­სია და მათი აზ­რის მოს­მე­ნა იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. და სა­უბ­რის დროს, მეც ღიად და და­უ­ფა­რა­ვად ვე­უბ­ნე­ბო­დი ყვე­ლას, რომ სწო­რედ ეს არის ჩემი კვლე­ვის თემა და ამ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ", - წერს მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ად­რე­სა­ტე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და­ი­წყო

"პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის­თვის 2022 წლის 28 ნო­ემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ფარ­გლებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­და­ცე­მა „იმე­დის დღის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ერთ-ერთ სი­უ­ჟეტ­ზე „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კო­მენ­ტა­რის ავ­ტორ რამ­დე­ნი­მე პირ­თან.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ფარ­გლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ად­რე­სა­ტე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის (მო­პო­ვე­ბის) ფაქ­ტზე, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და­ი­წყო“, -აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
1

ჩემო საყვარელო ნათიმ

ა, არ გაღმერთებ მაგრამ ძალიან მიყვარდი, საერთოდ იმედი უნაკლოდ არ მუშაობს , მაგრამ ვის არა აქცს ნაკლი, მითუმეტეს ტელევიზიაში, შენ ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ გაგანთავისუფლეს,მაგრამ გასანანთავისუფიებელი ნამდვილად ბევრი გყავთ, აი ვისაც თამაშები უყვარს, მათუ სისულელეების შეთხზვაც ხომ ბოლოარ აქვს.გყავს ნამდვილად . ტელევიზიებში ერთი და იგივე, ერთსა და იგივე ოჯახის, თავიანთი ნატესავების ჯარით შემოკრული.

 თანამშრომლები, ნაცნობობით ხის წვერს სერჩენილები, მე ერთ სიტყვას არ ვწერ ბაკურაძეზე, რა დონის გადაცემებია, სადღაც ხევში ჩარჩენილი ადამიანების,ახლა კიდევ თამაშები, ახლა კიდევ ვერ გაგმხელთ, მეცოდებიანრა უბედური თქვენივინ იგონებს ამ უაზრო, ბავშობაშ ივარჩენილ

გიორგი
1

შენი ნომერი მინდა და როგორ მოვიპოვო ნეტა ამ საუკუნმეში?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა... რაც შეეხება კონტაქტების მოპოვებას, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ არის" - მარიკა ბაკურაძე კრიტიკოსებს პასუხობს

"ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა... რაც შეეხება კონტაქტების მოპოვებას, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ არის" - მარიკა ბაკურაძე კრიტიკოსებს პასუხობს

გადაცემა "იმედის დღეში" გასულმა ექსპერიმენტმა საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ გადაწყვიტა იმ ადამიანებისთვის დაერეკა, ვინც მის სიუჟეტზე უარყოფითი კომენტარები დაწერა და ეკითხა, რატომ მოიქცნენ ასე.

ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც "იმედიდან" დაურეკეს გიორგი ბოლქვაძეა, რომელიც აპირებს, რომ ტელეკომპანიას უჩივლოს.

"გადაცემა "იმედის დღემ" ჩაიწერა და გაასაჯაროვა საუბარი, რომელიც პრივატული მეგონა, არანაირი გაფრთხილება იმის, რომ საუბარი იწერება არ ყოფილა, არც ის, რომ საჯაროდ გამოაქვეყნებდნენ, "იმედის" ტელევიზია რომ ფსკერია, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთი რამე იკადრეს. სარჩელი მომზადდება უახლოეს მომავალში, არც კი წარმოგიდგენიათ, რა გელით", - წერს ბოლქვაძე.

  • ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ წუხს "დღევანდელის გამო".

მისი თქმით, ამ პიროვნებების მობილურის ნომრები საერთო ნაცნობების მეშვეობით მოიპოვა.

"ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა. გადაცემის მთავარი თემა იყო - სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა.

ამ თემას განვიხილავდით სტუდიაში მოწვეულ სტუმართან, ფსიქოლოგთან ერთად. ამ თემის საილუსტრაციოდ მოვამზადე სიუჟეტი, სადაც სოც.ქსელში დაწერილი კომენტარების ავტორთან რეალურ ყოფაში დავრეკე და რამდენიმე შეკითხვა დავსვი - რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში. ვწუხვარ, თუ არასწორად იქნა აღქმული ეს ხაზი.

რაც შეეხება ეთიკის ნორმებს:

- სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა.

- არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება.

- პირადი კონტაქტების მოპოვება - ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

- ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.

- დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ", - წერს მარიკა ბაკურაძე.

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების მოპოვების საკითხის შესწავლა დაიწყო

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე „ფეისბუქის“ მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო“, -აღნიშნულია განცხადებაში.