საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფარქტი თუ მკვლელობა: რა ვერსიები ვრცელდება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის უეცარ გარდაცვალებაზე - "ის "სპეცოპერაციაში" ბელარუსის ჩართვის წინააღმდეგი იყო"
ინფარქტი თუ მკვლელობა: რა ვერსიები ვრცელდება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის უეცარ გარდაცვალებაზე - "ის "სპეცოპერაციაში" ბელარუსის ჩართვის წინააღმდეგი იყო"

26 ნო­ემ­ბერს, ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 64 წლის ვლა­დი­მირ მა­კეი უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მებ­თან სა­უბ­რი­სას უწყე­ბის პრესს­პი­კე­რი ანა­ტო­ლი გლა­ზი აცხა­დებს, რომ მი­ნის­ტრის სიკ­ვდი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და არა­ვი­თა­რი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

  • და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მა­კეი და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და რუ­სეთ­თან დის­ტან­ცი­რე­ბის მომ­ხრე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ლუ­კა­შენ­კოს პო­ლი­ტი­კას მიჰ­ყვე­ბო­და.

ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რუ­სეთ­ში და­ი­წყო მსჯე­ლო­ბე­ბი ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ლუ­კა­შენ­კოს გუნ­დის მო­შო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა მთლი­ა­ნად რუ­სე­თის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­დო­და, რაც უკ­რა­ი­ნას­თან ომში, ბე­ლა­რუ­სის თა­ვი­სუფ­ლად ჩარ­თვის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დე­ბო­და...

pravda.ru-ს ცნო­ბით, მინ­სკის დუ­მი­ლის გამო, ვლა­დი­მირ მა­კე­ის სიკ­ვდილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე და­ი­წყო კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი სა­უბ­რე­ბი, არ­სე­ბობს ინ­ფარ­ქტის ვერ­სია, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და კი­თხვე­ბიც გაჩ­ნდა...

"გა­სულ კვი­რას, მი­ნის­ტრი მა­კეი, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბილ შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უეც­რად გა­წყვი­ტა და ლუ­კა­შენ­კო გა­ო­ცე­ბუ­ლი და­ტო­ვა. იმა­ვე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა კუხო-ს მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს ხელი არ მო­ა­წე­რა", - წერს "პრავ­და".

რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, მი­ნისტრს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი რომ ჰქო­ნო­და, ერე­ვან­ში დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბო­და... მას ასე­ვე მინ­სკის დე­ლე­გა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, შეხ­ვედ­რა ჰქონ­და ვა­ტი­კა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რობ­და.

ინ­ფარ­ქტი თუ მკვლე­ლო­ბა - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა pravda.ru სტა­ტი­ას, მა­კე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ცუ­დად გახ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხი­ფა­თოდ არ მი­იჩ­ნია და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არ გა­მო­ი­ძა­ხა.

"არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ის მო­წამ­ლეს, რად­გან მინ­სკის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რად მი­იჩ­ნე­ო­და... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი საქ­მის გარ­შე­მო ფი­გუ­რი­რებს კრემ­ლი და ბე­ლა­რუ­სის КГБ. ასე­ვე, ტე­ლეგ­რამ არ­ხის Brief -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთლი­ა­ნო­ბა­ში რუ­სე­თი დი­დად არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბე­ლა­რუ­სი მი­ნის­ტრის მოკ­ვლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გან ის მოს­კო­ვის დე­ლი­კა­ტურ და­ვა­ლე­ბებს მუდ­მი­ვად ას­რუ­ლებ­და. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და­ი­წყო. მა­კე­ის მტრე­ბი იმ პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ვინც ომის მომ­ხრეა. მა­კეი კი, სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში ბე­ლა­რუ­სის ჩარ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გიც იყო", - წერს გა­მო­ცე­მა.

ბე­ლა­რუ­სი ექ­სპერ­ტის ან­დრეი სუზ­დალ­ცე­ვის მტკი­ცე­ბით, მა­კეი არა­ვის მო­უ­წამ­ლავს და მო­უკ­ლავს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ბოლო ხა­ნებ­ში ძალ­ზე უმ­წე­ოდ და არა­სა­ხი­ფა­თოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ლუ­კა­შენ­კოს სა­ი­მე­დო მხარ­დამ­ჭე­რი იყო...

"მას სა­მო­მავ­ლოდ, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ამ­ბი­ცი­აც ჰქონ­და. ასე რომ, სამ­წუ­ხა­როა, რაც მოხ­და", - ამ­ბობს ბე­ლა­რუ­სი ექ­სპერ­ტი.

მა­კე­ის უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ბე­ლა­რუს­ში მისი შემ­ცვლე­ლის შე­სა­ხებ და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი დმიტ­რი ბოლ­კუ­ნე­ცის თქმით, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი აქვს ან­დრეი სა­ვინს, რო­მე­ლიც ბე­ლა­რუ­სის პარ­ლა­მენ­ტის ქვე­და პა­ლა­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და თურ­ქეთ­ში ყო­ფი­ლი ელ­ჩია.

  • ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Daily Mirror-ის ცნო­ბით, ვლა­დი­მირ მა­კეი უკ­რა­ი­ნის ომის გარ­შე­მო სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

"ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც ის რო­მის პა­პის წარ­მო­მად­გე­ნელს, ან­ტეი იო­ზიჩს შეხ­ვდა, არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, მათ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხზე ისა­უბ­რეს... მა­კეი მინ­სკსა და და­სავ­ლეთს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი გზა იყო", - წერს გა­მო­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცუნია
10

ალა. ალა, ცემი ვოვოჩკა ამას ალ იკადლებდა!

ანტიოქია
12

ხო. ამბობდნენ რომ დასავლეთი ჩალიჩობდა, რომ ბაწკა ამ კაცით შეეცვალა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ინფარქტი თუ მკვლელობა: რა ვერსიები ვრცელდება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის უეცარ გარდაცვალებაზე - "ის "სპეცოპერაციაში" ბელარუსის ჩართვის წინააღმდეგი იყო"

ინფარქტი თუ მკვლელობა: რა ვერსიები ვრცელდება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის უეცარ გარდაცვალებაზე - "ის "სპეცოპერაციაში" ბელარუსის ჩართვის წინააღმდეგი იყო"

26 ნოემბერს, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, 64 წლის ვლადიმირ მაკეი უეცრად გარდაიცვალა. ადგილობრივ გამოცემებთან საუბრისას უწყების პრესსპიკერი ანატოლი გლაზი აცხადებს, რომ მინისტრის სიკვდილი მოულოდნელი იყო და არავითარი წინაპირობები, ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

  • დასავლური გამოცემების ცნობით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალებამდე საუბარი იყო იმაზე, რომ მაკეი დასავლეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და რუსეთთან დისტანცირების მომხრე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ლუკაშენკოს პოლიტიკას მიჰყვებოდა.

ასევე ვრცელდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთში დაიწყო მსჯელობები ბელარუსის ხელისუფლებიდან ლუკაშენკოს გუნდის მოშორებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ქვეყანა მთლიანად რუსეთის დაქვემდებარებაში გადავიდოდა, რაც უკრაინასთან ომში, ბელარუსის თავისუფლად ჩართვის წინაპირობა გახდებოდა...

pravda.ru-ს ცნობით, მინსკის დუმილის გამო, ვლადიმირ მაკეის სიკვდილთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე დაიწყო კონსპირაციული საუბრები, არსებობს ინფარქტის ვერსია, მაგრამ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა და კითხვებიც გაჩნდა...

"გასულ კვირას, მინისტრი მაკეი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ცნობილ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უეცრად გაწყვიტა და ლუკაშენკო გაოცებული დატოვა. იმავე შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა კუხო-ს მიერ აზერბაიჯანის აგრესიის ფონზე სომხეთის მხარდაჭერის შემოთავაზებებს ხელი არ მოაწერა", - წერს "პრავდა".

როგორც ინტერნეტმომხმარებლები წერენ, მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემები რომ ჰქონოდა, ერევანში დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნებოდა... მას ასევე მინსკის დელეგაციის ფარგლებში, შეხვედრა ჰქონდა ვატიკანის წარმომადგენლებთან და უწყების თანამშრომლებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.

ინფარქტი თუ მკვლელობა - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა pravda.ru სტატიას, მაკეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით, ის სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა, მაგრამ თავისი მდგომარეობა სახიფათოდ არ მიიჩნია და სამედიცინო დახმარება არ გამოიძახა.

"არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც ის მოწამლეს, რადგან მინსკის პროდასავლური კურსის მხარდამჭერად მიიჩნეოდა... რასაკვირველია, მისი საქმის გარშემო ფიგურირებს კრემლი და ბელარუსის КГБ. ასევე, ტელეგრამ არხის Brief -ის ინფორმაციით, მთლიანობაში რუსეთი დიდად არ უნდა ყოფილიყო ბელარუსი მინისტრის მოკვლით დაინტერესებული, რადგან ის მოსკოვის დელიკატურ დავალებებს მუდმივად ასრულებდა. თუმცა, შესაძლოა, ომის პარალელურად, მათ შორის განხეთქილება დაიწყო. მაკეის მტრები იმ პარტიის წარმომადგენლები არიან, ვინც ომის მომხრეა. მაკეი კი, სპეცოპერაციაში ბელარუსის ჩართვის წინააღმდეგიც იყო", - წერს გამოცემა.

ბელარუსი ექსპერტის ანდრეი სუზდალცევის მტკიცებით, მაკეი არავის მოუწამლავს და მოუკლავს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ხანებში ძალზე უმწეოდ და არასახიფათოდ გამოიყურებოდა და ლუკაშენკოს საიმედო მხარდამჭერი იყო...

"მას სამომავლოდ, პრეზიდენტობის ამბიციაც ჰქონდა. ასე რომ, სამწუხაროა, რაც მოხდა", - ამბობს ბელარუსი ექსპერტი.

მაკეის უეცარი სიკვდილის შემდეგ, ბელარუსში მისი შემცვლელის შესახებ დაიწყო მსჯელობა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი ბოლკუნეცის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის ყველაზე დიდი შანსი აქვს ანდრეი სავინს, რომელიც ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთში ყოფილი ელჩია.

  • ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror-ის ცნობით, ვლადიმირ მაკეი უკრაინის ომის გარშემო საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ გარდაიცვალა.

"ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის რომის პაპის წარმომადგენელს, ანტეი იოზიჩს შეხვდა, არსებული ცნობების თანახმად, მათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე ისაუბრეს... მაკეი მინსკსა და დასავლეთს შორის კომუნიკაციის ერთადერთი გზა იყო", - წერს გამოცემა.