სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რამ, რისთვისაც 2 ნაბიჯის გადადგმაც კი არ დაგჭირდება
5 რამ, რისთვისაც 2 ნაბიჯის გადადგმაც კი არ დაგჭირდება

სულ უფრო იზ­რდე­ბა იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა უკვე დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში შეგ­ვიძ­ლია. ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა არა მხო­ლოდ წვრილ­მან­მა სა­ჭი­რო­ე­ბებ­მა, რო­გო­რი­ცაა: ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ყიდ­ლე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და და სხვა, არა­მედ სამ­სა­ხუ­რებ­მაც.

ონ­ლა­ინ სერ­ვი­სებ­მა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­ხა­და და რაც მთა­ვა­რია, დრო­ის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა. მა­გა­ლი­თად, ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა.

ამ­გვა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ბევ­რია, თუმ­ცა ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ 5 ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რამ, რის­თვი­საც 2 ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაც კი აღარ დაგ­ჭირ­დე­ბა და სრუ­ლად ონ­ლა­ინ გა­ა­კე­თებ:

1. საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა

პრო­დუქ­ტე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად შე­ძე­ნა გარ­კვე­ულ დროს მო­ი­თხოვს, თან მუდ­მი­ვად რა­ღაც ახა­ლი გჭირ­დე­ბა, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას ყო­ველ­თვის გაკ­ლდე­ბა ინ­გრე­დი­ენ­ტი და სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ვახ­შმის მომ­ზა­დე­ბას მო­ან­დო­მე.

ან შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში მყუდ­როდ დას­ვე­ნე­ბა და გან­ტვირ­თვა გაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი? მა­ღა­ზი­ა­ში გას­ვლა ამ ჰარ­მო­ნი­ას ნამ­დვი­ლად და­გირ­ღვევს. სწო­რედ ამი­ტომ, საჭ­მლის გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვის­ზე არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ჩვენ­თვის სან­დო და საყ­ვა­რე­ლი მარ­კე­ტე­ბი­დან საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შეკ­ვე­თა. მარ­ტი­ვი აპ­ლი­კა­ცი­ით, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად, „2 ნა­ბი­ჯ­მა“ შექ­მნა, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ავარ­ჩევთ ყვე­ლა სა­სურ­ველ პრო­დუქტს, იმა­ვე ფა­სად რაც მა­ღა­ღა­ზი­ა­შია, შე­ვათ­ვა­ლი­ე­რებთ სა­აქ­ციო შე­თა­ვა­ზე­ბებს, სწრა­ფად­ვე გა­ვა­ფორ­მებთ შეკ­ვე­თას და მალე პირ­და­პირ სახ­ლის კარ­თან მოგ­ვი­ტა­ნენ. თა­ნაც აპ­ლი­კა­ცი­ა­ში­ვე შე­გიძ­ლი­ათ და­აგ­რო­ვოთ ქუ­ლე­ბი და გა­დაც­ვა­ლოთ ფას­დაკ­ლე­ბებ­ში. რა უნდა იყოს ამა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი? (აპ­ლი­კა­ცია შე­გიძ­ლი­ათ გად­მო­წე­როთ რო­გორც ან­დრო­იდ­ზე, ასე­ვე IOS-ზე).

2. ტან­საც­მლის, ტექ­ნი­კი­სა და ავე­ჯის შე­ძე­ნა

ონ­ლა­ინ შო­პინ­გი იმ­დე­ნად გა­მარ­ტივ­და, რომ თით­ქმის აღარ დარ­ჩა პრო­დუქ­ტი, რა­საც ონ­ლა­ინ ვერ შე­ვი­ძენთ. თუ აქამ­დე ტან­საც­მლის, ტექ­ნი­კი­სა და ავე­ჯის შე­ძე­ნის­გან რის­კე­ბის გამო მა­ინც თავს ვი­კა­ვებ­დით, დღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რი­ე­რი მოხ­სნი­ლია, რად­გან თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ვენ­დო­ბით, უკვე აღ­ნიშ­ნულ სერ­ვისს გვთა­ვა­ზობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბის ონ­ლა­ინ შე­ძე­ნი­სას მა­ღა­ზი­ე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ დაბ­რუ­ნე­ბის, გა­დაც­ვლი­სა და სხვა სერ­ვი­სებს, რაც მათ მი­მართ ნდო­ბას კი­დევ უფრო გვიღ­რმა­ვებს.

3. ფრი­ლან­სე­რო­ბა და ონ­ლა­ინ სამ­სა­ხუ­რი

ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ფრი­ლან­სე­რო­ბა უფრო მარ­ტი­ვი გახ­და. შე­გიძ­ლია, რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში ისე იმუ­შაო, რომ სახ­ლი­დან გა­რეთ 2 ნა­ბი­ჯიც კი არ გა­დად­გა და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც მი­ი­ღო.

გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, დის­ტან­ცი­უ­რად იმუ­შაო სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზეც, რაც რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს რო­გორც დამ­საქ­მე­ბელს, ისე და­საქ­მე­ბულს.

4. გა­ნათ­ლე­ბის ონ­ლა­ინ მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

ბოლო პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა დის­ტან­ცი­უ­რი კურ­სი, სა­ბა­კა­ლავ­რო თუ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­ანთ სფე­რო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სე­ბის გავ­ლა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­უ­ლებ­რივ პროგ­რა­მებ­ზე უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

5. გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ონ­ლა­ინ აღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

ონ­ლა­ინ ბან­კინ­გი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ ძი­რი­თა­დი ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბა უკვე ჩვე­ნი სმარ­ტფო­ნე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბან­კის აპ­ლი­კა­ცი­ით შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვი­ხა­დოთ კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი, სეს­ხე­ბი, გავ­ხსნათ ანა­ბა­რი, ვი­სარ­გებ­ლოთ გან­ვა­დე­ბით და სხვა. თუ ადრე ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის დრო­ის დიდი რე­სურ­სის და­ხარ­ჯვა გვი­წევ­და, ახლა ყვე­ლა­ფერს სულ რამ­დე­ნი­მე წამ­ში ვაგ­ვა­რებთ.

NS

ნინო
0

საშინელებაა მასე ცხოვრება. გადიტ საყიდლებზე ისწავლეტ დაწესებულებებში...........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

5 რამ, რისთვისაც 2 ნაბიჯის გადადგმაც კი არ დაგჭირდება

5 რამ, რისთვისაც 2 ნაბიჯის გადადგმაც კი არ დაგჭირდება

სულ უფრო იზრდება იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომელთა შესრულება უკვე დისტანციურ რეჟიმში შეგვიძლია. ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა არა მხოლოდ წვრილმანმა საჭიროებებმა, როგორიცაა: ყოველდღიური საყიდლები, გადასახადების გადახდა და სხვა, არამედ სამსახურებმაც.

ონლაინ სერვისებმა ჩვენი ცხოვრება მეტად კომფორტული გახადა და რაც მთავარია, დროის დაზოგვის საშუალება მოგვცა. მაგალითად, ბევრი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა და დამატებითი შემოსავლის მიღება.

ამგვარი აქტივობების ჩამონათვალი ბევრია, თუმცა ჩვენ შევარჩიეთ 5 ყველაზე საჭირო და გავრცელებული რამ, რისთვისაც 2 ნაბიჯის გადადგმაც კი აღარ დაგჭირდება და სრულად ონლაინ გააკეთებ:

1. საკვები პროდუქტების შეძენა

პროდუქტების ყოველდღიურად შეძენა გარკვეულ დროს მოითხოვს, თან მუდმივად რაღაც ახალი გჭირდება, სადილის მომზადებისას ყოველთვის გაკლდება ინგრედიენტი და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ სამსახურის შემდეგ მთელი თავისუფალი დრო ვახშმის მომზადებას მოანდომე.

ან შაბათ-კვირას სახლში მყუდროდ დასვენება და განტვირთვა გაქვს გადაწყვეტილი? მაღაზიაში გასვლა ამ ჰარმონიას ნამდვილად დაგირღვევს. სწორედ ამიტომ, საჭმლის გამოძახების სერვისზე არანაკლებ პოპულარული გახდა ჩვენთვის სანდო და საყვარელი მარკეტებიდან საკვები პროდუქტების შეკვეთა. მარტივი აპლიკაციით, როგორიც მაგალითად, „2 ნაბიჯმა“ შექმნა, რამდენიმე წუთში ავარჩევთ ყველა სასურველ პროდუქტს, იმავე ფასად რაც მაღაღაზიაშია, შევათვალიერებთ სააქციო შეთავაზებებს, სწრაფადვე გავაფორმებთ შეკვეთას და მალე პირდაპირ სახლის კართან მოგვიტანენ. თანაც აპლიკაციაშივე შეგიძლიათ დააგროვოთ ქულები და გადაცვალოთ ფასდაკლებებში. რა უნდა იყოს ამაზე კომფორტული? (აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც ანდროიდზე, ასევე IOS-ზე).

2. ტანსაცმლის, ტექნიკისა და ავეჯის შეძენა

ონლაინ შოპინგი იმდენად გამარტივდა, რომ თითქმის აღარ დარჩა პროდუქტი, რასაც ონლაინ ვერ შევიძენთ. თუ აქამდე ტანსაცმლის, ტექნიკისა და ავეჯის შეძენისგან რისკების გამო მაინც თავს ვიკავებდით, დღეს აღნიშნული ბარიერი მოხსნილია, რადგან თითქმის ყველა კომპანია, რომელსაც ვენდობით, უკვე აღნიშნულ სერვისს გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნივთების ონლაინ შეძენისას მაღაზიები გვთავაზობენ დაბრუნების, გადაცვლისა და სხვა სერვისებს, რაც მათ მიმართ ნდობას კიდევ უფრო გვიღრმავებს.

3. ფრილანსერობა და ონლაინ სამსახური

ინტერნეტის მეშვეობით ფრილანსერობა უფრო მარტივი გახდა. შეგიძლია, რამდენიმე სამსახურში ისე იმუშაო, რომ სახლიდან გარეთ 2 ნაბიჯიც კი არ გადადგა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც მიიღო.

გარდა ამისა, შესაძლებელია, დისტანციურად იმუშაო სრულ განაკვეთზეც, რაც რესურსების დაზოგვის საშუალებას მისცემს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს.

4. განათლების ონლაინ მიღების შესაძლებლობა

ბოლო პერიოდში გაჩნდა სხვადასხვა დისტანციური კურსი, საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამა, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები და თავიანთ სფეროში აღიარებული პროფესიონალები გვთავაზობენ. აღნიშნული კურსების გავლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია და რაც მთავარია, ჩვეულებრივ პროგრამებზე უფრო ხელმისაწვდომია.

5. გადასახადების გადახდისა და ვალდებულებების ონლაინ აღების შესაძლებლობა

ონლაინ ბანკინგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ძირითადი ფინანსური სერვისების მიღება უკვე ჩვენი სმარტფონებით არის შესაძლებელი. ბანკის აპლიკაციით შეგვიძლია გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები, სესხები, გავხსნათ ანაბარი, ვისარგებლოთ განვადებით და სხვა. თუ ადრე ამ პროცედურებისთვის დროის დიდი რესურსის დახარჯვა გვიწევდა, ახლა ყველაფერს სულ რამდენიმე წამში ვაგვარებთ.

NS