სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა? - "მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს"
ვინ არის ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა? - "მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს"

უფრო და­ცუ­ლი ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვი წინა კვი­რას. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ქარ­თუ­ლი მხა­რის, რად­გა­ნაც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ეს სა­ში­ნე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი აღ­კვე­თეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა იციკ მო­შემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მუ­რა მისი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის აღ­კვე­თას.

რო­გორც იციკ მო­შემ აღ­ნიშ­ნა, მას ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტი და­უ­კავ­შირ­და და სთხო­ვა სა­კუ­თარ თავს გა­უფრ­თხილ­დეს.

"მე რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მეგ­რძნო, რა თქმა უნდა, ქარ­თულ და ის­რა­ე­ლის მხა­რე­ებს შე­ვა­ტყო­ბი­ნებ­დი. გუ­შინ­დელ დღემ­დე არ ვი­ცო­დი, რაც ხდე­ბო­და ჩემ გარ­შე­მო. მტრის მო­ტი­ვა­ცი­ას ბევ­რი მი­ზე­ზი არ სჭირ­დე­ბა, ზო­გა­დად ის­რა­ე­ლის, ებ­რა­ე­ლე­ბის მი­მართ მსოფ­ლი­ო­ში არის დიდი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი აქ­ცია, ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში 50%-ზე მე­ტით იზ­რდე­ბა. ყვე­ლა ებ­რა­ე­ლი ქვეყ­ნის გა­რეთ საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. პირ­ვე­ლი ზარი მი­ვი­ღე ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტის­გან, რო­მელ­მაც თქვა, რომ ძა­ლი­ან ამა­ყობს ჩემი მუ­შა­ო­ბით ის­რა­ელ­ზე ზრუნ­ვის­თვის და რომ გა­ვუფრ­თხილ­დე სა­კუ­თარ თავს“,- აცხა­დებს იციკ მოშე "რუს­თა­ვი 2“-თან სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოვ­ლე­ნილ და აღ­კვე­თი­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან პა­კის­ტა­ნი­სა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოო
0

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო ამისი არ არის? უმდიდრესი კაცია

ვასია
23

გადავრჩით მეგობრებო! იციკი ცოცხალია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვინ არის ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა? - "მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს"

ვინ არის ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა? - "მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს"

უფრო დაცული ვარ, ვიდრე ვიყავი წინა კვირას. ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს, - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა, რითაც გამოეხმურა მისი მკვლელობის მცდელობის აღკვეთას.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, მას ისრაელის პრეზიდენტი დაუკავშირდა და სთხოვა საკუთარ თავს გაუფრთხილდეს.

"მე რომ ეს ყველაფერი მეგრძნო, რა თქმა უნდა, ქართულ და ისრაელის მხარეებს შევატყობინებდი. გუშინდელ დღემდე არ ვიცოდი, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო. მტრის მოტივაციას ბევრი მიზეზი არ სჭირდება, ზოგადად ისრაელის, ებრაელების მიმართ მსოფლიოში არის დიდი ანტისემიტური აქცია, ქმედებები, რომელიც წელიწადში 50%-ზე მეტით იზრდება. ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ საფრთხის წინაშე დგას. პირველი ზარი მივიღე ისრაელის პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ამაყობს ჩემი მუშაობით ისრაელზე ზრუნვისთვის და რომ გავუფრთხილდე საკუთარ თავს“,- აცხადებს იციკ მოშე "რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.