კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარკ ცუკერბერგი 11 000 თანამშრომელს ემშვიდობება - რამ განაპირობა Meta-ს ისტორიაში პირველი მასობრივი შემცირება
მარკ ცუკერბერგი 11 000 თანამშრომელს ემშვიდობება - რამ განაპირობა Meta-ს ისტორიაში პირველი მასობრივი შემცირება

კომ­პა­ნია Meta-მ, რო­მე­ლიც Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ კომ­პა­ნია სა­მუ­შაო ძა­ლის 13%-ს ამ­ცი­რებს.

  • კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ასე­თი მა­სობ­რი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 87 000 თა­ნამ­შრომ­ლი­დან 11 000-ს და­ემ­შვი­დო­ბე­ბა

"Meta-ს ის­ტო­რი­ა­ში ჩვენ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ვიცი, რომ ეს ყვე­ლას­თვის ძნე­ლია და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მათ გამო, ვი­საც შემ­ცი­რე­ბა შე­ე­ხო“, - ამ­ბობს ცუ­კერ­ბერ­გი.

"ფე­ის­ბუ­ქის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ის შე­მო­სავ­ლე­ბი გა­ი­ზარ­და, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ ეს შე­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და მუდ­მი­ვი, რაც რე­ა­ლუ­რად ასე არ აღ­მოჩ­ნდა. მარ­კის თქმით, ახლა კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვა­ლი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. გაზ­რდი­ლია ასე­ვე კონ­კუ­რენ­ცია, რაც კი­დევ უფრო რთულ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს მათ. ცუ­კერ­ბერ­გი ამ­ბობს, რომ არას­წო­რად გათ­ვა­ლა და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია.

Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ის­თვის ახლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ინ­ვეს­ტი­რე­ბა ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რეკ­ლა­მა და "გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხედ­ვა მე­ტა­ვერ­სზე.“

სხვა სფე­რო­ებ­ში კი Meta ხარ­ჯებს შე­ამ­ცი­რებს. შემ­ცირ­დე­ბა ხარ­ჯე­ბი შე­ნო­ბებ­სა და ოფი­სებ­ზეც.

კიი
0

ისედაც ძლივს მუშაობს ფეისბუქი, ურევს კაი ხანია და ახლა აწი რას იზამს.. დროა გაყიდო ფეისი მარკ

ავტორი:

მარკ ცუკერბერგი 11 000 თანამშრომელს ემშვიდობება - რამ განაპირობა Meta-ს ისტორიაში პირველი მასობრივი შემცირება

მარკ ცუკერბერგი 11 000 თანამშრომელს ემშვიდობება - რამ განაპირობა Meta-ს ისტორიაში პირველი მასობრივი შემცირება

კომპანია Meta-მ, რომელიც Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია სამუშაო ძალის 13%-ს ამცირებს.

  • კომპანიის ისტორიაში პირველი ასეთი მასობრივი გათავისუფლება ნიშნავს, რომ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს მასშტაბით 87 000 თანამშრომლიდან 11 000-ს დაემშვიდობება

"Meta-ს ისტორიაში ჩვენ ყველაზე რთული ცვლილებები განვახორციელეთ. ვიცი, რომ ეს ყველასთვის ძნელია და ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ვისაც შემცირება შეეხო“, - ამბობს ცუკერბერგი.

"ფეისბუქის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიის შემოსავლები გაიზარდა, რამაც გააჩინა არასწორი მოლოდინები, რომ ეს შემოსავალი იქნებოდა მუდმივი, რაც რეალურად ასე არ აღმოჩნდა. მარკის თქმით, ახლა კომპანიის შემოსავალი გაცილებით ნაკლებია. გაზრდილია ასევე კონკურენცია, რაც კიდევ უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აგდებს მათ. ცუკერბერგი ამბობს, რომ არასწორად გათვალა და ამაზე პასუხისმგებელია.

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ახლა პრიორიტეტულია ინვესტირება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, რეკლამა და "გრძელვადიანი ხედვა მეტავერსზე.“

სხვა სფეროებში კი Meta ხარჯებს შეამცირებს. შემცირდება ხარჯები შენობებსა და ოფისებზეც.