დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას კვერცხები ესროლა.
ინციდენტი ინგლისის ქალაქ იორკში მოხდა, როდესაც მონარქი და მისი მეუღლე შეკრებილ ხალხს ესალმებოდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, არცერთი ნასროლი კვერცხი სამეფო წყვილს არ მოხვდა.
#KingCharlesIII
— David Kime (@CyberRealms1) November 9, 2022
King Charles III of Great Britain and his wife were pelted with eggs at the opening of the monument to Elizabeth II in York.
Close protection could be quicker! https://t.co/dM1osI2aQY pic.twitter.com/FOzuCDuXAX
ბრიტანული მედიის ცნობით, დაპატიმრების დროს მამაკაცი ყვიროდა, რომ "ეს ქვეყანა მონების სისხლზე აშენდა“.
მედია წერს, რომ ინციდენტის შემდეგ, შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა: "სირცხვილი შენ“, "ღმერთო დაიფარე მეფე“.
კვერცხი ცოტააა...ისეთი სილა გააწნეს ნისლიან ალბინოს რომ,სამეფო ოჯახს კვერცხი თუ ესროლეს არა უშავს! დედოფალი წავიდა და გაიყოლა ინგლისი?!
ისე იმ კაცს მართალი კი უთქვამს.
დიდი ბრიტანეთი გასულ საუკუნეებში მრისხანე იმპერია იყო, რომელიც შიშის ზარს სცემდა არა მარტო დაპყრობილ ქვეყნებს. მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჰყავდა, რომელიც ძალის გამოყენებით იპყრობდა და ძარცვავდა ამ ქვეყნებს და ამით ტრილიონებით დოლარის ღირებულების სიმდიდრე შეჰქონდა სამეფოს ხაზინაში.
მარტო ინდოეთი რა ღირს, რომელიც მრავალი ხნის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო.
თავისი იმპერიული, ანგლოსაქსური დამპყრობული მენტალიტეტიდან გამომდინარე დიდი ბრიტანეთი ისტორიულად ყოველთვის იყო სხვადასხვა ქვეყნებსა და ერებს შორის ასე ვთქვათ „ჩორტის“ ჩამგდები და ომების გამჩაღებელი.
მაგრამ ამასთან ერთად ისინი ნამდვილად, კულტურის, განათლების, ინტელექტისა და განვითარების მაღალი დონის მატარებელი ხალხია და დაპყრობილ ქვეყნებში ცივილიზაცია, კულტურა და განათლებაც შეჰქონდა.
როგორც ცნობილია ამ ქვეყნებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარი ენის გარდა ასევე თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად.