კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურამ კომპანია "მელაძის“ მფლობელზე ძებნა გამოაცხადა
"ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურამ კომპანია "მელაძის“ მფლობელზე ძებნა გამოაცხადა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლის, ვაჟა მე­ლა­ძის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ვაჟა მე­ლა­ძეს ბრა­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნეს. სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღონ­სი­ძი­ე­ბის სა­ხით 7 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და და ამას­თან, საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა და პრო­კუ­რო­რის ან გა­მომ­ძი­ებ­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა აეკ­რძა­ლა, თუმ­ცა აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­მა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რაო, პა­ტიმ­რო­ბით შე­იც­ვა­ლა და მის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

ვაჟა მე­ლა­ძეს­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი, მათ შო­რის, მისი მე­უღ­ლე. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა მე­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით, 26 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 473 252 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია “მე­ლა­ძის” მფლო­ბე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რად - მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად, სა­სურ­ვე­ლი ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით, 26 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 473 252 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ კომ­პა­ნია “მე­ლა­ძის” მფლო­ბელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო - 7000 ლა­რის ოდე­ნო­ბით შე­უ­ფარ­და. მას­ვე, საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე და­ე­კის­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პრო­კუ­რო­რის ან გა­მომ­ძი­ებ­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, აეკ­რძა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა.

მი­უ­ხე­და­ვად აკ­რძალ­ვი­სა, ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­მა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რაო, პა­ტიმ­რო­ბით შე­იც­ვა­ლა და მის მი­მართ გა­მო­ცხად­და ძებ­ნა.

ბრალ­დე­ბულს თავ­და­პირ­ვე­ლად ბრალ­დე­ბა 2022 წლის 25 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით (სამი ეპი­ზო­დი) და 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (თაღ­ლი­თო­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა. ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დგომ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს კი­დევ ათე­უ­ლო­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მი­მარ­თა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტებ­ზე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 25 ოქ­ტომ­ბერს, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა და­ზუს­ტდა, კერ­ძოდ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით (20 ეპი­ზო­დი) და 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) (6 ეპი­ზო­დი) წა­რედ­გი­ნა. ამას­თან, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულს უკა­ნო­ნოდ აქვს გა­დაკ­ვე­თი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, აღ­ნიშ­ნულ ნა­წილ­ში მისი ბრალ­დე­ბა დამ­ძიმ­დე­ბა და და­მა­ტე­ბით წა­რედ­გი­ნე­ბა ბრალ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით.

ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, 2022 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა ორ პირს. მათ შო­რის კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის" მფლო­ბე­ლის მე­უღ­ლეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით) (17 ეპი­ზო­დი) და 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) (3 ეპი­ზო­დი) წა­რედ­გი­ნა.

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე, უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში, იყო კომ­პა­ნია “მე­ლა­ძის”დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­წარ­მოს მარ­თვა­ში და მისი მი­თი­თე­ბით ხდე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის თან­ხე­ბის გან­კარ­გვა. ვი­ნა­ი­დან, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რიც თავს არი­დებ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მას გა­დაკ­ვე­თი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და იმ­ყო­ფე­ბა მი­მალ­ვა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მე­ო­რე პირს ბრალ­დე­ბა 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით) (4 ეპი­ზო­დი) და 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) (2 ეპი­ზო­დი) წა­რედ­გი­ნა და მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა გი­რაო 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­მარ­თა­ვენ ახა­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. ამ დრო­ი­სათ­ვის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს 47 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მათ მი­მართ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი ჯამ­ში შე­ად­გენს 719 408 ლარს.

ამას­თან, გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე სხვა­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ძი­ე­ბა სხვი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის, შე­ნახ­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
0

473 252 გავყოთ 26= 18202 ნორმალური თანხაა თითო კლიენტზე.

მაია
0

ეს ის მელაძეა ფბ-ში დახმარებას, რომ თხოვს ხალხს მხარში დამიდექით უდანაშაულო ვარ...მეც და ჩემს ცოლსაც გვაბრალებენო

ავტორი:

"ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურამ კომპანია "მელაძის“ მფლობელზე ძებნა გამოაცხადა

"ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურამ კომპანია "მელაძის“ მფლობელზე ძებნა გამოაცხადა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. ამის თაობაზე ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონსიძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად - მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა.

მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. ბრალდების წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, კერძოდ მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა ორ პირს. მათ შორის კომპანია "მელაძის" მფლობელის მეუღლეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე, უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის”დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირს ბრალდება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (2 ეპიზოდი) წარედგინა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს.

ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრალდებულის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე დაიწყო“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.