კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი?
"არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­კა­ვეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ნიკა გო­გაშ­ვი­ლი. სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლის ნინი გო­გაშ­ვი­ლის თქმით, და­კა­ვე­ბულს 16 ივ­ლისს მათი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის გა­სა­ღე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

"ია­რა­ღი ჩვენ­თან ჰქონ­და, რად­გან პე­რი­ო­დუ­ლად ჩვენ­თან რჩე­ბო­და ხოლ­მე, თვი­თონ თე­ლავ­ში ცხოვ­რობს. ეს ია­რა­ღე­ბი 16 ივ­ლისს, ჩვე­ნი სახ­ლი­დან ამო­ი­ღეს. ნიკა გო­გაშ­ვი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და­ა­კა­ვეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს, ეს აბ­სურ­დია, მას თა­ვის სა­ხელ­ზე შე­ძე­ნი­ლი და გა­ფორ­მე­ბუ­ლი 3 ია­რა­ღი ჰქონ­და და არ გა­უ­სა­ღე­ბია. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მი­ზე­ზი, რად­გან ის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. სწო­რედ, ამის გამო და­ა­კა­ვეს ის, რაც უსა­მარ­თლო­ბა და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ნინი გო­გაშ­ვილ­მა.

მან მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც და­წე­რა:

"ახლა და­ა­კა­ვეს მა­მა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი, ნიკა გო­გაშ­ვი­ლი! არა­ა­და­მი­ა­ნე­ბო, ვერ დაკ­მა­ყო­ფილ­დით ხომ იმ ბო­რო­ტე­ბით, რაც უკვე ჩა­ი­დი­ნეთ, არ იყო ხო საკ­მა­რი­სი თქვენ­თვის ის ტკი­ვი­ლი, რაც უკვე მოგ­ვა­ყე­ნეთ?!

რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა კლავს!

ამ უსა­მარ­თლო­ბის გამო, ამ­დე­ნი ოჯა­ხის გამ­წა­რე­ბის გამო პა­სუხს აგებთ აუ­ცი­ლებ­ლად!"

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ნაძირლების ოჯახია!

გია
2

რაც შენ მაგ ტუჩების დაპრუწკვაში ფული გექნება გადახდილი, მამაშენის ერთი წლის ხელფასი არ გეყოფოდა

ავტორი:

"არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი?

"არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი?

გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი. სოსო გოგაშვილის შვილის ნინი გოგაშვილის თქმით, დაკავებულს 16 ივლისს მათი სახლიდან ამოღებული იარაღის გასაღებას ედავებიან.

"იარაღი ჩვენთან ჰქონდა, რადგან პერიოდულად ჩვენთან რჩებოდა ხოლმე, თვითონ თელავში ცხოვრობს. ეს იარაღები 16 ივლისს, ჩვენი სახლიდან ამოიღეს. ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა", - განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

მან მომხდარის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა:

"ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი! არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხომ იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?!

რუსული ოცნება კლავს!

ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად!"