კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის უფლება დარღვეულია, იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი
"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის უფლება დარღვეულია, იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტის, და­ვით ჯან­დი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე - ვინ­მე დამ­ნა­შა­ვეა, თუ არა, არ მსჯე­ლობს, რად­გან ეს მისი კომ­პე­ტენ­ცია არ არის.

რო­გორც ჯან­დი­ე­რი გან­მარ­ტავს, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მი­მართ მე-6 მუხ­ლი, ანუ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა.

ჯან­დი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით­ვე, დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძეს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უფ­ლე­ბა აქვს, შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს მი­მარ­თოს, რათა მისი სას­ჯე­ლის უფრო მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლით შეც­ვლა მოხ­დეს.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­მი­დან ორი მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფილ­და. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა მე-6 მუხ­ლის, ანუ სა­მარ­თლი­ა­ნი გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. სამი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა იყო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ყე­ნე­ბუ­ლი, ერთი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბას და გა­მო­ყე­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, მე­ო­რე, საქ­მის გან­ხილ­ვას და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში და მე­სა­მე, უკავ­შირ­დე­ბო­და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვას. პირ­ველ ნა­წილ­ში სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, სხვა ნა­წი­ლებ­ში სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი.

მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად უკვე მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს იმი­სათ­ვის, რომ უფრო მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლით მოხ­დეს შეც­ვლა. ამავდრო­უ­ლად, სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დეს საქ­მის წარ­მო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა იმ ნა­წილ­ში, რაც მის მსჯავ­რდე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­იწ­ვი­ოს გა­ნა­ჩე­ნის გა­უქ­მე­ბა. ასე­ვე, პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დი­ერ­მა.

  • კი­თხვა­ზე, თუ რას უპა­სუ­ხებს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ძი­რი­თა­დად, პრო­ცე­დუ­რულ დარ­ღვე­ვებს ჰქონ­და ად­გი­ლი, იუ­რის­ტმა ასე უპა­სუ­ხა:

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, თუ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ეს თქვა, რად­გან მე-6 მუხ­ლი არის მხო­ლოდ პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლი, სხვა არა­ფერს ეხე­ბა. სა­სა­მარ­თლო არ ამ­ბობს ვინ­მე დამ­ნა­შა­ვე არის, თუ არ არის. სა­უ­ბა­რია, პრო­ცე­დუ­რა რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი. სა­სა­მარ­თლომ თქვა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის ნა­წილ­ში, ის კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვას ვერ უყუ­რებს, რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რას, იმ ნა­წილ­ში, რაც უკავ­შირ­დე­ბა სხდო­მის სა­ჯა­რო­ო­ბის გან­ხილ­ვას და გა­მო­ძი­ე­ბის ნა­წილს, მათ შო­რის, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აქ თქვა, რომ დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი. დარ­ღვე­ვა იყო, ეს არის მთა­ვა­რი... სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ მე-6 მუხ­ლი და­ირ­ღვა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა დარ­ღვე­უ­ლია, გა­ნა­ჩე­ნე­ბი ეფუძ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას და კონ­ვენ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრაქ­ტი­კას. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ პრო­ცე­სი წა­ა­გო და უხერ­ხუ­ლია უბ­რა­ლოდ“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დი­ერ­მა.

კი­თხვა­ზე, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მა­მა­ლა­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, იუ­რის­ტი ასე პა­სუ­ხობს:

"როცა სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბა კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვას, მა­შინ გა­ნა­ჩე­ნი არ არის კა­ნო­ნი­ე­რი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ნა­წილ­ში სა­სა­მარ­თლოს შემ­დე­გი აქვს ნათ­ქვა­მი. პირ­ვე­ლი, ის, რომ ის არ არის მე­ო­თხე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გა­და­ა­ფა­სოს კა­ნო­ნი­ე­რად მოხ­და თუ არა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა. ანუ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო არ აფა­სებს კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კითხს შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დი­ერ­მა.

  • კი­თხვა­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, თუ არა, ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს, ჯან­დი­ე­რი ასე პა­სუ­ხობს:

"სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი სა­ფუძ­ვე­ლია საქ­მის წარ­მო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის, ეს "ორ­ჯერ ორი, ოთხია“. მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი, მათ შო­რის, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბიც, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ პი­რო­ბებ­ში, იმ დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა­საც მა­მა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და, საქ­მის წარ­მო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბას.

სა­სა­მარ­თლო ხარ­ჯე­ბი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იქნა, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ნა­წილს, მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბია, ეს არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. როცა სა­სა­მარ­თლო ამ­ბობს, რომ კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, ის მი­იჩ­ნევს, რომ კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­უ­ლად აღი­ა­რე­ბა საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლია და აღარ სა­ჭი­რო­ებს თან­ხობ­რი­ვი კომ­პენ­სა­ცი­ის გან­სა­ზღვრას“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადვოკატ ჯანდიერს
8

ასეთი უტიფარი ტყუილი, თითქოს სახელმწიფომ საქმე წააგო, უკადრებელია, ბატონო ადვოკატი.

დარია
48

ეგრეა, რო არ წაეგოთ თანხის გადახდას არ დააკისრებდნენ. ქოცები ბოლომდე გაფარჩაკდნენ. 

ავტორი:

"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის უფლება დარღვეულია, იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის უფლება დარღვეულია, იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, ევროპული სასამართლო ბრალეულობაზე - ვინმე დამნაშავეა, თუ არა, არ მსჯელობს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.

როგორც ჯანდიერი განმარტავს, გიორგი მამალაძის მიმართ მე-6 მუხლი, ანუ ადამიანის უფლება დაირღვა.

ჯანდიერის განცხადებითვე, დეკანოზ მამალაძეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს, რათა მისი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა მოხდეს.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის, ანუ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა. სამი ძირითადი მოთხოვნა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული, ერთი, მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას უკავშირდებოდა, მეორე, საქმის განხილვას დახურულ რეჟიმში და მესამე, უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სხვა ნაწილებში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.

მას აქვს შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს იმისათვის, რომ უფრო მსუბუქი სასჯელით მოხდეს შეცვლა. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა ჯანდიერმა.

  • კითხვაზე, თუ რას უპასუხებს იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იურისტმა ასე უპასუხა:

"ძალიან ვწუხვარ, თუ იუსტიციის სამინისტრომ ეს თქვა, რადგან მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს ეხება. სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის, თუ არ არის. საუბარია, პროცედურა რამდენად არის დაცული. სასამართლომ თქვა, მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში, ის კონვენციის დარღვევას ვერ უყურებს, რაც შეეხება პროცედურას, იმ ნაწილში, რაც უკავშირდება სხდომის საჯაროობის განხილვას და გამოძიების ნაწილს, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებაში, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი. დარღვევა იყო, ეს არის მთავარი... სასამართლომ თქვა, რომ მე-6 მუხლი დაირღვა, ადამიანის უფლება დარღვეულია, განაჩენები ეფუძნება ადამიანის უფლების დარღვევას და კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკას. იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო და უხერხულია უბრალოდ“, - განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად კანონიერად შეიძლება ჩაითვალოს მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, იურისტი ასე პასუხობს:

"როცა საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი. მტკიცებულებებთან ნაწილში სასამართლოს შემდეგი აქვს ნათქვამი. პირველი, ის, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია გადააფასოს კანონიერად მოხდა თუ არა, მტკიცებულებების მოპოვება. ანუ, სტრასბურგის სასამართლო არ აფასებს კანონიერების საკითხს შიდა კანონმდებლობასთან მიმართებაში“, - განაცხადა ჯანდიერმა.

  • კითხვაზე, აღნიშნული გარემოებები შესაძლოა, თუ არა, ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდეს, ჯანდიერი ასე პასუხობს:

"სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი საფუძველია საქმის წარმოების განახლების, ეს "ორჯერ ორი, ოთხია“. მინისტრთა კომიტეტი, მათ შორის, არსებობს შესაბამისი რეზოლუციებიც, რომელიც ითვალისწინებს იმ პირობებში, იმ დარღვევების შემთხვევაში, რასაც მამალაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა, საქმის წარმოების განახლებას.

სასამართლო ხარჯები დაკმაყოფილებული იქნა, რაც შეეხება სხვა ნაწილს, მორალური ზიანი არ დაუკმაყოფილებია, ეს არ არის გამონაკლისი. როცა სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ის მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვეულად აღიარება საკმარისი საფუძველია და აღარ საჭიროებს თანხობრივი კომპენსაციის განსაზღვრას“, - განაცხადა ჯანდიერმა.