კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი
9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 4060 საგ­ზაო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, და­ი­ღუ­პა 306, ხოლო და­შავ­და 5704 პირი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შსს-ს მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, გა­სუ­ლი წელს, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, კერ­ძოდ, იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში 4335 საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, და­ი­ღუ­პა 305, ხოლო და­შავ­და 5 746 ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე, ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში წინა წლის იგი­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­მა 6%-ით და­იკ­ლო, თუმ­ცა და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა ოდე­ნო­ბა თით­ქმის არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა.

"ეს გუ­ლის­ხმობს, რომ ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბი მძი­მე შე­დე­გე­ბით სრულ­დე­ბა და მათი შემ­ცი­რე­ბა არ მოქ­მე­დებს მსხვერ­პლის შემ­ცი­რე­ბა­ზე. მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტი­უ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია შვე­დე­თის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი "ნუ­ლო­ვა­ნი ხედ­ვის“ ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი - საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი შე­საძ­ლოა მოხ­დეს, მაგ­რამ მთა­ვა­რია შემ­თხვე­ვე­ბი ფა­ტა­ლუ­რად და მძი­მე შე­დე­გე­ბით არ დას­რულ­დეს.

"ნუ­ლო­ვა­ნი ხედ­ვა“, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა გა­ი­ზი­ა­რეს და მის მი­საღ­წე­ვად პრო­აქ­ტი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც უდევს სა­ფუძ­ვლად საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ას და სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, თუმ­ცა რო­დე­საც სტა­ტის­ტი­კას ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ის­მის კი­თხვა, რას ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ შე­ვამ­ცი­როთ მსხვერ­პლი გზებ­ზე? რა ადა­მი­ა­ნურ, თუ ფი­ნან­სურ რე­სურსს ვა­ინ­ვეს­ტი­რებთ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში რომ არ დაგ­ვე­ღუ­პონ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი? რა­ტომ არ ვი­წყებთ აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას სა­ბავ­შვო სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, ავ­ტო­მო­ბილ­ში უკა­ნა ღვე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კა­ნონ­ზე, სიჩ­ქა­რის ლი­მი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში, სკო­ლის ზო­ნე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე, ქუ­ლა­თა სის­ტე­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე, ტრან­სპორ­ტი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის რე­ფორ­მის ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე?“- აცხა­დებს ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩო
0

აბა ომი გინდათ?! მთავარია გვქონდეს სტაბილურობა და ეკონომიკის ორნიშნა ზრდა. მაგდენი საფრანგეთში და ამერიკაშიც იღუპება. 

მოქალაქე
0

ჯარიმებია გასაზრდელი (აბა სხვა ამათ რა შეუძლიად)

ავტორი:

9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი

9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, ხოლო დაშავდა 5 746 ადამიანი.

როგორც "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო, თუმცა დაშავებულთა და დაღუპულთა ოდენობა თითქმის არ შემცირებულა.

"ეს გულისხმობს, რომ ავტოავარიები მძიმე შედეგებით სრულდება და მათი შემცირება არ მოქმედებს მსხვერპლის შემცირებაზე. მსოფლიოში აქტიურად გავრცელებულია შვედეთის მიერ წამოწყებული "ნულოვანი ხედვის“ ძირითადი პრინციპი - საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მთავარია შემთხვევები ფატალურად და მძიმე შედეგებით არ დასრულდეს.

"ნულოვანი ხედვა“, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარეს და მის მისაღწევად პროაქტიულად მოქმედებენ, საქართველოშიც უდევს საფუძვლად საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, თუმცა როდესაც სტატისტიკას ვაანალიზებთ, ისმის კითხვა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი გზებზე? რა ადამიანურ, თუ ფინანსურ რესურსს ვაინვესტირებთ ავტოავარიაში რომ არ დაგვეღუპონ ჩვენი მოქალაქეები? რატომ არ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას საბავშვო სამგზავრო სავარძლების საკანონმდებლო ინიციატივაზე, ავტომობილში უკანა ღვედების გამოყენების კანონზე, სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შემოღებაზე, ქულათა სისტემის ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებაზე, ტრანსპორტი ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ხარვეზების გამოსწორებაზე?“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.