საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან - შეიძლება გაგვანადგურონ, ავარიაში მოვყვეთ ან გაზით გავიგუდოთ" - სოსო გოგაშვილის შვილი
"შესაძლოა, ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან - შეიძლება გაგვანადგურონ, ავარიაში მოვყვეთ ან გაზით გავიგუდოთ" - სოსო გოგაშვილის შვილი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლის, ნიკა გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის არ გა­მო­რი­ცხავს, მათი ოჯა­ხის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან გა­მო­სახ­ლე­ბა მოხ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლით მან უპა­სუ­ხა კი­თხვას, თუ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და იმ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, რო­მე­ლიც მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა მთავ­რო­ბის მხრი­დან და არა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მხრი­დან, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას, ასე­ვე იმას, რომ ჩვე­ნი გა­მო­სახ­ლე­ბა მოხ­დეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან. რა­ღაც ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მომსწრე ვხდე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რად­გან მთე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსგავ­სი მე­თო­დე­ბით არა­ვის მოქ­ცე­ვი­ან სა­ერ­თოდ. ამა­ზე უა­რეს­საც ვე­ლო­დე­ბით, ჩვენს და­კა­ვე­ბა­საც ვე­ლო­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვა­ნად­გუ­რონ, რა­ღაც ავა­რი­ა­ში მოვ­ყვეთ, გა­ზით გა­ვი­გუ­დოთ და ა.შ.",- გა­ნა­ცხა­და გო­გაშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სოსო გო­გაშ­ვი­ლის დაც­ვის უფ­რო­სის, ალექ­სან­დრე სამ­ხა­რა­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას.

"ალე­კოს ცხოვ­რე­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. ვიდ­რე მა­მა­ჩე­მი სის­ტე­მას არ და­უ­პი­რის­პირ­და, იქამ­დე ალე­კოს­თან სახ­ლში არა­თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, არა­მედ ინ­სპექ­ტო­რიც კი არ შე­სუ­ლა არა­ვინ. ჩვენ მზად ვართ ყვე­ლაფ­რის­თვის, მათ შო­რის, ოჯა­ხი, არაფ­რის არ გვე­ში­ნია, არც მთავ­რო­ბის, არც კერ­პე­ბის, მარ­ტო ღმერ­თის გვე­ში­ნია, ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე ვიბ­რძო­ლებთ! რაც უნ­დათ გა­ა­კე­თონ, ჩვენ არაფ­რის არ გვე­ში­ნია",- გა­ნა­ცხა­და გო­გაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
0

საშინელი ოჯახია!

ვაახ,,,
4

ესენი ვინ ყოფილან ტოოო.....

ავტორი:

"შესაძლოა, ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან - შეიძლება გაგვანადგურონ, ავარიაში მოვყვეთ ან გაზით გავიგუდოთ" - სოსო გოგაშვილის შვილი

"შესაძლოა, ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან - შეიძლება გაგვანადგურონ, ავარიაში მოვყვეთ ან გაზით გავიგუდოთ" - სოსო გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკა გოგაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, მათი ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება მოხდეს. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც მათ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მიმდინარეობდა.

"ეს ემსახურება მთავრობის მხრიდან და არა გამომძიებლების მხრიდან, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასევე იმას, რომ ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან. რაღაც ისტორიული მოვლენის მომსწრე ვხდებით საზოგადოება, რადგან მთელი 10 წლის განმავლობაში, მსგავსი მეთოდებით არავის მოქცევიან საერთოდ. ამაზე უარესსაც ველოდებით, ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ და ა.შ.",- განაცხადა გოგაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძისთვის ბრალის წარდგენას.

"ალეკოს ცხოვრებაში დანაშაული არ ჩაუდენია. ვიდრე მამაჩემი სისტემას არ დაუპირისპირდა, იქამდე ალეკოსთან სახლში არათუ სამართალდამცავი, არამედ ინსპექტორიც კი არ შესულა არავინ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, მათ შორის, ოჯახი, არაფრის არ გვეშინია, არც მთავრობის, არც კერპების, მარტო ღმერთის გვეშინია, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ! რაც უნდათ გააკეთონ, ჩვენ არაფრის არ გვეშინია",- განაცხადა გოგაშვილმა.