კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამეფო ოჯახზე უფრო მდიდარი პრემიერ - მინისტრის წარმატების გზა - ვინ არის რიში სუნაკი?
სამეფო ოჯახზე უფრო მდიდარი პრემიერ - მინისტრის წარმატების გზა - ვინ არის რიში სუნაკი?

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ახა­ლი ლი­დე­რი რიში სუ­ნა­კი გახ­და. ყო­ფილ ფი­ნანსთა მი­ნისტრს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და და ბრძო­ლა­ში ჩარ­თვა­ზე უარი თქვა თემ­თა პა­ლა­ტის ლი­დერ­მა პენი მორ­დან­ტმა, რო­მელ­საც მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად მი­იჩ­ნევ­დნენ, ბო­რის ჯონ­სონ­თან ერ­თად.

42 წლის სუ­ნა­კი პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნია, რო­მე­ლიც დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას უხელ­მძღვა­ნე­ლებს

ად­რე­უ­ლი წლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და ოჯა­ხი

სუ­ნა­კი ემიგ­რან­ტთა ოჯა­ხი­და­ნაა. მისი ბე­ბია და ბა­ბუა ინ­დო­ე­თი­დან, პუნ­ჯა­ბი­დან გა­და­სახ­ლდნენ აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში. აქ მის­მა დედ-მა­მამ, რომ­ლე­ბიც ტან­ზა­ნი­ი­დან და კე­ნი­ი­დან არი­ან, ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნეს და და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სამ­ხრეთ ინ­გლის­ში, სა­უ­თ­ჰემპტონ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. მამა ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი პრაქ­ტი­კან­ტი გახ­და, დე­დამ კი პა­ტა­რა აფ­თი­ა­ქი გახ­სნა, სა­დაც სუ­ნაკს, 3 შვილს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­როსს, მუ­შა­ო­ბა ხში­რად უწევ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სუ­ნა­კი პა­რა­ლე­ლებს ხში­რად ავ­ლებ­და მის მიერ სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ხა­ტის, მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის, რო­მე­ლიც სურ­სა­თის გამ­ყიდ­ვე­ლის შვი­ლი იყო.

მშობ­ლე­ბის მიერ გა­ღე­ბულ­მა მსხვერ­პლმა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და სუ­ნაკს გა­ნათ­ლე­ბა ექ­სკლუ­ზი­ურ კერ­ძო სკო­ლა­ში, ვინ­ჩეს­ტე­რის კო­ლე­ჯში მი­ე­ღო. აქ ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი სკო­ლის გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი გახ­და, შემ­დეგ კი სწავ­ლა ოქსფორდში, ლინ­კოლ­ნის კო­ლე­ჯში გა­ნაგ­რძო პო­ლი­ტი­კის, ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ოქსფორდში ის სა­ვაჭ­რო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი იყო და გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის შტაბ-ბი­ნა­შიც.

ოქსფორ­დი რიში სუ­ნაკ­მა 2001 წელს და­ტო­ვა და მო­მა­ვა­ლი 3 წელი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის, Goldman Sachs-ის ანა­ლი­ტი­კო­სად იმუ­შა­ვა, შემ­დეგ კი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სწავ­ლა გა­ნაგ­რძო სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც გა­იც­ნო მისი მე­უღ­ლე, აკ­შა­ტა მარ­ტი, ინ­დო­ე­ლი მი­ლი­არ­დე­რის და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტის, Infosys-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნა­რა­ნია მარ­ტის შვი­ლი.

სუ­ნა­კი ბრი­ტა­ნეთ­ში 2006 წელს დაბ­რუნ­და და ორ ჰეჯ-ფონდში იმუ­შა­ვა. 2009 წელს კი და­ქორ­წინ­და მარ­ტი­ზე, რო­მელ­თა­ნაც ორი გო­გო­ნა ჰყავს

რიში სუ­ნა­კის კა­რი­ე­რის ანა­ლი­ზი­სას ბევ­რს პირ­ვე­ლად თვალ­ში სწო­რედ მისი ქო­ნე­ბა ხვდე­ბა.

Sunday Times-ის თა­ნახ­მად, 2022 წლის­თვის სუ­ნა­კი­სა და მისი ცო­ლის ქო­ნე­ბა 877 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არი­ან. ის პირ­ვე­ლი წამ­ყვა­ნი ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში მოხ­ვდა 1989 წლის შემ­დეგ. მათი შე­მო­სავ­ლის მთა­ვარ წყა­როდ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ჰეჯ-ფონ­დე­ბი სა­ხელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, აკ­შა­ტა მარ­ტი 0.91%-იან წილს ფლობს Infosys-ში და სხვა წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, მისი ქო­ნე­ბა 1.2 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს. კი­დევ ერთი გა­მო­ცე­მა, „გარ­დი­ა­ნი“ კი წერს, რომ სუ­ნა­კი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობს წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
0

"თუმცა ამ ინციდენტის შედეგები მისთვის ბევრად უფრო ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ვიდრე ჯონსონისთვის, რომელსაც თანამდებობის დატოვება მოუწია და ამას სუნაკიც ემხრობოდა. ეს ბევრმა ღალატად აღიქვა, თუმცა სუნაკმა სწრაფადვე გამოთქვა ინტერესი ჯონსონის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და რამდენიმე დღის წინ გადამდგარი პრემიერის, ლიზ ტრასის მთავარი მოწინააღმდეგეც იყო, თუმცა მაშინ არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლო." <<<<< ამ აბზაცით ყველაფერი ნათქვამია!

ნანა
2

ბრიტანეთის სირცხვილი ერთი ინგლისელი ვერ მოძებნეს თანამდებობისთვის , საუკუნეების წინანდელი ცოდვებისთვის ისჯება ინგლისი

ავტორი:

სამეფო ოჯახზე უფრო მდიდარი პრემიერ - მინისტრის წარმატების გზა - ვინ არის რიში სუნაკი?

სამეფო ოჯახზე უფრო მდიდარი პრემიერ - მინისტრის წარმატების გზა - ვინ არის რიში სუნაკი?

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი რიში სუნაკი გახდა. ყოფილ ფინანსთა მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და ბრძოლაში ჩართვაზე უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდანტმა, რომელსაც მთავარ კონკურენტად მიიჩნევდნენ, ბორის ჯონსონთან ერთად.

42 წლის სუნაკი პირველი ფერადკანიანია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობას უხელმძღვანელებს

ადრეული წლები, პროფესიული განათლება და ოჯახი

სუნაკი ემიგრანტთა ოჯახიდანაა. მისი ბებია და ბაბუა ინდოეთიდან, პუნჯაბიდან გადასახლდნენ აღმოსავლეთ აფრიკაში. აქ მისმა დედ-მამამ, რომლებიც ტანზანიიდან და კენიიდან არიან, ერთმანეთი გაიცნეს და დაქორწინების შემდეგ სამხრეთ ინგლისში, საუთჰემპტონში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის მთავარი პრაქტიკანტი გახდა, დედამ კი პატარა აფთიაქი გახსნა, სადაც სუნაკს, 3 შვილს შორის ყველაზე უფროსს, მუშაობა ხშირად უწევდა.

მოგვიანებით, თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, სუნაკი პარალელებს ხშირად ავლებდა მის მიერ საოჯახო ბიზნესში მიღებულ გამოცდილებაზე, ღირებულებებსა და კონსერვატიული პარტიის ხატის, მარგარეტ ტეტჩერის ღირებულებებს შორის, რომელიც სურსათის გამყიდველის შვილი იყო.

მშობლების მიერ გაღებულმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა სუნაკს განათლება ექსკლუზიურ კერძო სკოლაში, ვინჩესტერის კოლეჯში მიეღო. აქ ყოფილი ფინანსთა მინისტრი სკოლის გაზეთის რედაქტორი გახდა, შემდეგ კი სწავლა ოქსფორდში, ლინკოლნის კოლეჯში განაგრძო პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. ოქსფორდში ის სავაჭრო და საინვესტიციო საზოგადოების პრეზიდენტი იყო და გაიარა სტაჟირება კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაშიც.

ოქსფორდი რიში სუნაკმა 2001 წელს დატოვა და მომავალი 3 წელი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსად იმუშავა, შემდეგ კი ბიზნესის ადმინისტრირების სწავლა განაგრძო სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მისი მეუღლე, აკშატა მარტი, ინდოელი მილიარდერის და ტექნოლოგიური გიგანტის, Infosys-ის თანადამფუძნებლის, ნარანია მარტის შვილი.

სუნაკი ბრიტანეთში 2006 წელს დაბრუნდა და ორ ჰეჯ-ფონდში იმუშავა. 2009 წელს კი დაქორწინდა მარტიზე, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს

რიში სუნაკის კარიერის ანალიზისას ბევრს პირველად თვალში სწორედ მისი ქონება ხვდება.

Sunday Times-ის თანახმად, 2022 წლისთვის სუნაკისა და მისი ცოლის ქონება 877 მილიონ დოლარს აღწევს და დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არიან. ის პირველი წამყვანი ბრიტანელი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა 1989 წლის შემდეგ. მათი შემოსავლის მთავარ წყაროდ ტექნოლოგიური და ჰეჯ-ფონდები სახელდება. გარდა ამისა, აკშატა მარტი 0.91%-იან წილს ფლობს Infosys-ში და სხვა წყაროების თანახმად, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. კიდევ ერთი გამოცემა, „გარდიანი“ კი წერს, რომ სუნაკი ქვეყნის მასშტაბით 15 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს წაიკითხეთ სტატია სრულად